ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 იანვარი, 2010


ექსპრომტი #2

ციდან უხმაუროდ მოდის
ციცქნა მოფარფატე ფიფქი,
მიწას წააფერფლავს მალე
მერე ჩვენთან მოთოვს ფიქრით.
მთვარეც გაფითრდება ცაზე,
ღრუბელს აათრთოლებს სხივი,
ცაში ბუხრის კვამლი ადის
მე კი ისევ ლექსებს გიძღვნი...
ახლა გეცინება ჩემზე
გარეთ გულმოდგინედ ბარდნის,
ჩვენი სიყვარულის ღამეს-
ლექსებს ვუნაწილებ მაინც.
ვიცი მაპატიებ ღალატს
თუმცა მეტოქე გყავს ფლიდი,
ისე შემიტყუა მუზამ
შენთვის თითქმის ვეღარ ვიცლი.
უკვე შეეგუე კარგო-
არ გყავს მეოჯახე ცოლი,
ჩემი პოეზია გართობს
ვახშმად ლექსები გვაქვს, ფიქრის...
ლექსებს წაგიკითხავ გზნებით
მერე ჩაგეკვრები მკერდში
გარეთი ისევ ბარდნის მოთქმით
ჩვენ კი სიყვარულით ვთბებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები