ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2010


ტოტი დაორსულდა

ფიქრი ახასხასდა მწვანედ,
ტოტი დაორსულდა კვირტზე,
მოილოგინებს და ისევ
გაზრდის საამაყო შვილებს.
ნაყოფს დაამწიფებს კარგად,
მზეზე დაუბრაწავს ლოყებს,
ფოთლებს მოახურებს ქარში,
შვილებს აარიდებს ჩიტებს.
ნაყოფს წაეტანა ბავშვი
ტოტი დაიხარა დაბლა,
ასე ნასათუთარ პირმშოს
ხარკად შემოგვწირავს ახლა...
მერე, მოინატრებს ისევ,
ფოთლებს შემოიხევს ტანზე,
ბოლოს დაიცლება სითხით,
ძარღვებცარიელი იცდის...
მარტი შემოაღებს კარებს
კვირტში გააჟრჟოლებთ ტოტებს,
მერე ყველაფერი ისევ,
ბუნების კანონებს მისდევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები