ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2010


შენ (თეას)

შენზე ფიქრში ქალაქის,
ყველა ქუჩას დავივლი,
მერე კაშნე ცისფერი
ყელზე შემოგვეხვევა.
მხოლოდ მარტო ჩვენ ორნი
თითქოს ყველამ დაგვღალა,
ახლა მივხვდი ფერია
თურმე როგორ მიყვარხარ.
გაივლიან წამები,
წელი წელს გადაასწრებს,
სიყვარული დარჩება
ჩვენ ორს შორის მანძილად.
მერე დავჯდებოდი და
გასულ დროს ვიტირებდი,
შენს ლამაზ ხმას, შენს სახეს
როგორ დავივიწყებდი.
მერე ხშირად გეტყოდი,
(ხომ არ შეგეცოდებით?)
თურმე როგორ მიყვარხარ,
როგორ მენატრებოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები