 | ავტორი: ბაბუცა ჟანრი: პოეზია 31 იანვარი, 2010 |
რა საოცარი სილამაზით მოვიდა ღამე, თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათოვს... ისევ უზომოდ მენატრები,..დავხუჭავ თვალებს, ჩუმად ვჩურჩულებ–ასე ბედმა დამსაჯა რატომ?.. გარეთ წვიმს ნაზად, სევდიანად ქვითინებს ვიღაც, თეთრ აკაციას მონატრების სურვილი ათრობს. რა საოცარი სილამაზით მოვიდა წვიმა... რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?.. მინდა დავმშვიდდე, ჩემი სუნთქვა მაშინებს, მაკრთობს, უკვე თენდება, გადაიღებს ამაღამ წვიმა... ისევ მარტო ვარ, შენზე ვფიქრობ და ჩუმად გნატრობ, მსურს გაგიმხილო–რაც ვერ გავბედე ცოტა ხნის წინათ... მთვარეულივით მიბარბაცებს ჩემი ცხოვრება, დრო ტკივილს მმატებს უსაშველოს, არა აქვს დაღლა... არ დაიჯერებ... და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ– რა საოცარი სიყვარულით მიყვარხარ ახლა... ნაზია ღამე, მთვარის სხივი ეცემა ბაგეს, თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათრობს... ისევ უზომოდ მენატრები...დავხუჭავ თვალებს– და სველ ლარნაკში მაგნოლიებს სათუთად ვაწყობ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!! კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
10. ლამაზია!!!! :)
ლამაზია!!!! :)
9. ..:( დამასევდიანა...
ძალიან მომეწონა...!!!! ..:( დამასევდიანა...
ძალიან მომეწონა...!!!!
8. რა საოცარი სილამაზით მოვიდა წვიმა... რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?..
გამაჟრჟოლა... :X:X:X:X:X:X:**************** რა საოცარი სილამაზით მოვიდა წვიმა... რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?..
გამაჟრჟოლა... :X:X:X:X:X:X:****************
7. თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათრობს... ისევ უზომოდ მენატრები...დავხუჭავ თვალებს– და სველ ლარნაკში მაგნოლიებს სათუთად ვაწყობ. თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათრობს... ისევ უზომოდ მენატრები...დავხუჭავ თვალებს– და სველ ლარნაკში მაგნოლიებს სათუთად ვაწყობ.
6. თეთრ აკაციას მონატრების სურვილი ათრობს.
საკმაოდ კარგი ლექსია,სათაურში კი სმაილიკების არ მესმის.... თეთრ აკაციას მონატრების სურვილი ათრობს.
საკმაოდ კარგი ლექსია,სათაურში კი სმაილიკების არ მესმის....
5. ლამაზი ლექსია :) ლამაზი ლექსია :)
4. მთვარეულივით მიბარბაცებს ჩემი ცხოვრება, დრო ტკივილს მმატებს უსაშველოს, არა აქვს დაღლა... არ დაიჯერებ... და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ– რა საოცარი სიყვარულით მიყვარხარ ახლა...
მთვარეულივით მიბარბაცებს ჩემი ცხოვრება, დრო ტკივილს მმატებს უსაშველოს, არა აქვს დაღლა... არ დაიჯერებ... და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ– რა საოცარი სიყვარულით მიყვარხარ ახლა...
3. ვახ, დამასწრეს ციტირება :)
მეც ეგ მომეწონა და აი ჯიგრიანი რითმები, ჟადენის არ იყოს, ცოტა დალაგება და ლამაზი ლექსი გამოვა :) ვახ, დამასწრეს ციტირება :)
მეც ეგ მომეწონა და აი ჯიგრიანი რითმები, ჟადენის არ იყოს, ცოტა დალაგება და ლამაზი ლექსი გამოვა :)
2. რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?..
5 რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?..
5
1. რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?..
თითქოს ცოტა არეული,მაგრამ ლამაზია და მელოდიური. რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?..
თითქოს ცოტა არეული,მაგრამ ლამაზია და მელოდიური.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|