ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო111
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2010


ქალი

საღამოა და პლიაჟზეც ხალხი ბორგავს,
ისე როგორც ქარი ბორგავს თივის ზვინში,
თოლიები უცაბედად ეხება ზღვას
და ზღვა კარგავს თეთრ თოლიებს თავის ზვირთში.

საღამოა, სიგრილეა, ქვიშა თბილი,
ზღვა კი სხივებს ათამაშებს როგორც მძივებს,
მზით დამწვარი ხალხი შვებით წვება ზღვაში
ზღვა კი იმათ ნამზეურებს აატკივებს.


წითელი მზე ნელი რიტმით იწევს ზღვისკენ
თვალწარმტაცი დედამიწა მოიარა,
საიდანღაც ეშმაკივით გაჩნდა ქალი
ჩამავალ მზის წითელ ფონზე ჩაიარა.

ტანი ქონდა ალვასავით აწეწილი
მოქანდაკე რომ გამოკვეთს ხოლმე ქვაზე,
ქალი იყო, ქალი მაგრამ ეჰ! რა ქალი,
თვით მზესაც კი შურდა მისი სილამაზე.

ზღვაც კი წყნარი, აბობოქრდა ამის მერე
გეგონება მზისგან ცეცხლი წაეკიდა,
ასი თვალი ერთად მოწყდა ჩამავალ მზეს
და ასივე ქალის თვალებს გაეკიდა,

ეგებება ღია გულით ზღვა მზის სხივებს
თითქოს თვით მზეც პაემანზე დაიყოლა,
ქალმა პლაჟზე ჩაიარა ტანის რხევით
მამაკაცთა ცხელი მზერა გაიყოლა.

     
                      კავკასიონის მთებს
ლურჯი ზეცა და ლურჯი მთები დათოვლილები,
მინდვრის ყვავილი ლამაზი და ათასფერია,
ლამაზი მთები კი არსებობს ამ მთების გარდა,
მაგრამ ამ მთებზე ლამაზები არაფერია.

ეს ადგილია სადაც ცა, უჭირავს მთის წვერს,
სადაც სიცივემ მზის სხივიც კი ვერ დაიტია,
გუშინ საღამოს აქ ქარიშხალი ამტვრევდა კლდეებს
დღეს კი დაღლილი ქარიშხალი,კლდეებში გდია.

ყოველ წელიწადს ამ მთებს თოვლის საბანი ადევს,
ყოველ ზაფხულში აქ სიცივე ძლიერ იგრძნობა,
კარგად არ მახსოვს გუშინ იყო, მგონი გუშინწინ,
აქ აგვისტოში ყინვამ გაყინა მარადისობა.

ლურჯი ზეცა და ლურჯი მთები დათოვლილები,
მინდვრის ყვავილი ლამაზი და ათასფერია,
ლამაზი მთები კი არსებობს ამ მთების გარდა,
მაგრამ ამ მთებზე ლამაზები არაფერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები