ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იელი
ჟანრი: იუმორისტული
12 მარტი, 2010


ერთხელ ღამით...:) (უიღბლო)

      საკმაოდ არასერიოზული ბავშვი ვიყავი გარდატეხის პერიოდში და მერეც, სტუდენტობის პირველი 2 წელი საკმაოდ არასერიოზულად გავატარე. რამ გამახსენა ჩემი ბავშვობა ამ შუაღამეს მაინდამაინც,არ ვიცი,მაგრამ რადგან გამახსენდა დავწერ და სხვისას თუ არა,ჩემს ჭიას მაინც გავახარებ:)
                  ერთხელ, დაქალთან გადავედი, პეკინზე(თავად დოლიძეზე ვცხოვრობდი) და ჯიგრულად შევანჯღრიე.
-მმ, რა გეტაკა?  - წაიბზმუკუნა დაქალმა და გვერდი იბრუნა.
-ადე რააა, გავიდეთ სადმე,დავლიოთ,გეხვეწები თეკაააა. - ლამის ყელი გამოვიგლიჯე ხვეწნით.
-შანსი არაა,ხვალ გამოცდა მაქვს და დავაი ეხლა აქედან!-გამომაბუდზურა გარეთ და ვიგრძენი კარი როგორ ჩაიკეტა ჩემს უკან.
ეუფ, ესეც დაქალი, გქონდეს ეხლა ამის იმედი ადამიანს! გაგულისებული მივაბიჯებდი ბუკიას ბაღისკენ და თეკაზე  სამაგიეროს გადახდის სურვილი მაწვალებდა.
მარკეტში შევაჭერი და პატარა ბოთლით ,,თბილისური'' ვიყიდე, მეორე ხელი ლიკანის ბოთლს დავუთმე და ამაყად გამოვედი გარეთ. იქვე ბუკიას ბაღში მოვკალათდი და ჰოპ,ერთი სამჯერ ვთქვი საკუთარი თავის სადღეგრძელო, ერთი სამჯერ თეკასი და მეტი აღარ დამცალდა..
-ცოტა სასმელი ხომ არ დაგრჩა?- ბლაცუნით და ბოყინით მომადგა ბომჟი.
შეფიქრიანებულმა, ის იყო ბოთლში ჩარჩენილი კონიაკი გავუწოდე,რომ, დამენანა და ხელი უკან გავწიე.
-არაა, არ მაქვს.- და თან ცოტა ჩავიჩოჩე სკამზე.
- მაშინ ადექი ჩემი ლოგინიდან!- უდიერად გამომაგდო ბომჟმა და თავად ისე გადაწვა, თავი ალბათ სამეფო  აპარტამენტებში ეგონა და სიმღერა წამოიწყო: დავლვ, დავლევ აბა რას ვიზააააააააააამ...
          არც აქ დაგასვენებენ რა კაცს! გაგულისებული ავუყევი ბახტრიონს და თან შკარად შემათრო კონიაკმა.
  ბავშვობიდან დღემდე გართულება მაქვს, როცა მამაკაცს ლამაზი ტუჩები აქვს, სულ მინდება ვაკოცო:):):) ხოდა ამ სეირნობის დროსაც, ერთი საყვარელი ტიპი შევნიშნე, რომელიც თავისთვის იჯდა სკამზე და წუთისოფლის ამაოებაზე ფიქრით თავს იტკიებდა. მაცდურად, მანჭვა_გრეხით გავუარე წინ. თქვენც არ მომიკვდეთ, ვერც კი შემამჩნია. ეხლა უკვე ბლაცუნით გამოვუარე. ისევ იგნორ!
ვააააააახ...
უცებ, თავში გეგმა მომწიფდა და წინ გამოვეჯგიმე:
-ერთი წუთით შეგიძლია ყურადღება მომაქციო? -და ძლივს ვინარჩუნებ წონასწორობას.
- დიახ, რა ხდება, ხომ მშვიდობაა? - დაიბნა ტიპი და ფეხზე წამოდგა, ხელში უხერხულად შერჩენილ პეპსის ქილას შეხედა და მერე მე შემომხედა.სასმელმა გამბედაობა შემმატა.შეიძლება ითქვას, სინდისი დამაკარგვინა და:
- ხოო, რა მინდა გთხოვო, ერთს გაკოცებ რა, ან მაკოცეეე...
    დაბნეული მზერა.. უეცარი ეფექტისგან ხელიდან პეპსის ქილა უვარდება და:
-ბოზშ......ი ვიყო რაღაცას მიჩალიჩებ! -და სწრაფად გარბის!
                აი,ასეთი უიღბლო ვარ ზოგჯერ:) თუ ოდესმე ვინმემ გთხოვათ მამაკაცებო კოცნა, უარი არ უთხრათ,განა რამეს გიჩალიჩებენ, უბრალოდ კოცნა უნდათ და მორჩა.:):)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები