 | ავტორი: ჩეგევარა ჟანრი: პროზა 10 აპრილი, 2010 |
***
დაღლილი მოაბიჯებდა თორღვა, ორი დღის სიარულის მერე საგზალიც შემოელია...დაღლილი მოაბიჯებდა თორღვა, ორი დღის სიარულის მერე საგზალიც შემოელია... ხელცარიელი მოაბიჯებდა მუცოსკენ...თუმცა არა,ორი ქისტის მარჯვენა გამოეხვია ჩოხის კალთაში... ერთი განთქმული ვაჟკაცის ბესლანის იყო, მეორე არწიელი ნაიბის ვაჟუძეს ძმისა იყო... აწი მდევრის დარდიც აღარ ჰქონდა, ვერ გადმოყვებოდნენ ქისტები მუცომდე, მუცომდე კი ნახევარი დღის სავალიცარ იყო... მარტო ღავისი მცურავი ჯაჭვის პერანგის დაკარგვა ადარდებდა თორღვას...ეს ორი თვე იქნება თავის ნაპოვნ ცხელ წყალში გაეპარა ფშაველი ძმადნაფიცის უშიშას ნაჩუქარი ჯაჭვი... დადარდიანდა თორღვა ძაგანი... _მოდი დავისვენებ და მერე წავალ მუცოსკენ!_გაიფიქრა თორღვამ და ხის ძირას წამოწვა, თოფი ხეზე მიაყუდა, ხმალი კი გვერდზე დაიდო... მარტო საცვეთიდან არ იშორებდა მუცოელი გმირი ხანჯლისშვილს... დაღლილ თორღვას ბანგდალეულივით მიეძინა.
*** ხელ-ფეხგაკოჭილ თორღვას ათიოდე კაცი წამოდგომოდა თავზე და გახარებული სახით უყურებდნენ, თორღვამ გაიბრძოლა მაგრამ უშედეგოდ, ერთი რომელსაც ბელადობა ეტყობოდა გამოეყო თავისიანებს და თორღვას წამოადგა თავზე. _ნუ იქაჩები გიაურო...გაძეხი ჩვენი სისხლით არა? მაიცა...ძმის სისხლის საფასურად გამოსასყიდიც არ მინდა, ძაღლივით დაგხრუკავ ცეცხლზე... _ვაჟუძევ!_ამოიგმინა თორღვამ-შენი ბედი ქალივით რომ მომეპარე და გამკოჭე, თორემ მარტო ხმალი მქონდეს ყორნებს დავაძღობდი თქვენი ლეშით!_და თორღვამ სიმწრით წამოსული ცრემლი რომ არავის შეემჩნია თავი მიწაში ჩარგო, ვაჟუძემ ცოტა ხანი უყურა. _გეყო გიაურო, ცხენზე გადაკიდეთ!
*** კარგა ხანი ეწვალა სანამ ერთ ხელს გაინთავისუფლებდა და საცვეთიდან მტრის შეუმჩნეველ ხანჯლისშვილს ამოიღებდა... თოკები დაიჭრა და ცეცხლთან მდგარ გუშაგს გახედა... გუშაგს ნელა ეპარებოდა სიკვდილი... უცებ მოკლე ხრიალი გაისმა... დაძინებულ ქისტებს მუსრავდა სიკვდილი ცელით ძაგანის ხელიდან... მეორე დღეს თორმეტი ხელით და ვაჟუძეს თავით დაბრუნდა თორღვა ძაგანი მუცოში.
***
ანდაქთან ჩამოხტა თორღვა ცხენიდან და ჩეროში განმარტოვდა ფიქრებთან. _ეხლა ბეგარას დავადებ ფშავლებსაც,ეკუთვნით,მთაში ქისტების სახსენებელი გავაქრე და ეკუთვნით!_ფიქრობდა გაამაყებული და აღზევებული ძაგანი... უცებ ბექობიდან ჩამომავალ სამ მონადირეს მოჰკრა თვალი,"ფშავლები" გაუელვა თავში,ფეხზე წამოხტა და სირბილით დაეშვა თავქვე რომ გზა მოეჭრა... _კვლავ უფრო!_შესძახა ნანადირევი ხარჯიხვის დანახვაზე თორღვამ. !_მშვიდობა მოგცეს ღმერთმა!_წინ წამოდგა ახალგაზრდა ფშაველი ჩოთა_საით გივლია თორღვავ? _ფშავში მოვდიოდი!_მხარზე გადაიგდო თოფი თორღვამ. _ამბავი?_ცერად გახედა ავი წინათგრძნობით შეპყრობილმა ჩოთამ რომელსაც გაეგო ძაგანმა ხევსურებს ბეგარა დაადოო. _ბეგარას უნდა მომცეთ ფშავლებო, მეკუტვნის და უნდა გადამიხადოთ!_გოროზად წამოიძახა თორღვამ. _მთაში როდის გვიხდია ბეგარა ბატონიშვილო!_მორიდებით შეეპასუხა ხნიერი გოგოთური. _არ გეკუთვნით?რამდენი ხანია ქისტებს არ შეუწუხებიხართ!_შეუღრინა ძაგანმა. _წერას აუტანიხარ ძაგანო!_შესძახა ჩოთამ და თოფი გადმოიგდო,სანამ თორღვა თოფს მოიმარჯვებდა ან ხმალს ამოიღებდა იგრიალა ფშაველის თოფმა... ბანი მისცა მთამ... მწვანე ბალახი გააწითლა მუცოელი გმირის სისხლმა... სულის აღმოხდომისას ისღა ნახა თორღვამ თუ როგორ მოადგა თანზე ისევ თავისი მცურავი ჯაჭვი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. genacvale me shen! genacvale me shen!
21. ჩე, დღეს რა მაგრად წაიკითხეეე... ყოჩაღ! მიყვარხართ თეო და შენ. 555 ჩე, დღეს რა მაგრად წაიკითხეეე... ყოჩაღ! მიყვარხართ თეო და შენ. 555
20. კარგი ავტორი ხარ. ლექსებსაც კარგად წერ! [ამ ნოველას რომ ვკითხულობდი,მეგონა ფილმს ვუყურებდი]გაიხარე! :) კარგი ავტორი ხარ. ლექსებსაც კარგად წერ! [ამ ნოველას რომ ვკითხულობდი,მეგონა ფილმს ვუყურებდი]გაიხარე! :)
19. ვახ, რა კარგი რამეა .. მომეწონა ძალიან.. არ მქონდა წაკითხული .. ვახ, რა კარგი რამეა .. მომეწონა ძალიან.. არ მქონდა წაკითხული ..
18. კარგი ნაწერია. მახსოვს და მომწონს. კარგი ნაწერია. მახსოვს და მომწონს.
17. სოფოოოოოოოოოოოოოო გაიხარეეეეე ნაბიაააავვვვ! სოფოოოოოოოოოოოოოო გაიხარეეეეე ნაბიაააავვვვ!
16. ეს ისტორია შატილში მაქვს მოსმენილი კოცონთან, ძალიან დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ახლა ამ ნაწერმა კიდევ უფრო გამიმძაფრა, ყოჩაღ! ეს ისტორია შატილში მაქვს მოსმენილი კოცონთან, ძალიან დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ახლა ამ ნაწერმა კიდევ უფრო გამიმძაფრა, ყოჩაღ!
15. ჩემი მოწონება აქ!!! ირაკლის სალამი და მოკითხვა!!! ქრისტე აღსდგა!!! გაიხარე შენა!!! ჩემი მოწონება აქ!!! ირაკლის სალამი და მოკითხვა!!! ქრისტე აღსდგა!!! გაიხარე შენა!!!
14. მთის მკაცრი კანონები მუდამ აძლევს ადამიანს ღრმად დაფიქრების საშუალებას! ეს ნაწერიც მოკლედ და ლაკონურად გამოხატავს მთის კანონებს და შესაბამისად, აფიქრებს და ასევდიანებს მკითხველს.
კარგია! 5555555 მთის მკაცრი კანონები მუდამ აძლევს ადამიანს ღრმად დაფიქრების საშუალებას! ეს ნაწერიც მოკლედ და ლაკონურად გამოხატავს მთის კანონებს და შესაბამისად, აფიქრებს და ასევდიანებს მკითხველს.
კარგია! 5555555
13. ხო კიდე-ია ყვავილია, დათვი ცხოველია, ჯონ-მალხაზი შალიკაშვილია
:)):))
ხო კაი,წავედი,დამათენდა,სულ დემეს ბრალია,მაგას დავასხი მაგ გოგრაზე დაფეთებულთაგვისფერი კრასკა:)) ხო კიდე-ია ყვავილია, დათვი ცხოველია, ჯონ-მალხაზი შალიკაშვილია
:)):))
ხო კაი,წავედი,დამათენდა,სულ დემეს ბრალია,მაგას დავასხი მაგ გოგრაზე დაფეთებულთაგვისფერი კრასკა:))
12. ხო კიდე,ნუკრიას დადებული ილუსტრაციებიც მაგრებია! ხო კიდე,ნუკრიას დადებული ილუსტრაციებიც მაგრებია!
11. რა მასწავლე შეჩემა შენ?მე არ ვიცოდი ძაგანი ვინ იყო?
ვიცი ეს ნაწერი და მაგარია!
5! რა მასწავლე შეჩემა შენ?მე არ ვიცოდი ძაგანი ვინ იყო?
ვიცი ეს ნაწერი და მაგარია!
5!
10. ეგ მე ვასწავლწ ახალაიას კოსტინიო...ტორე რა იცოდა ვინ იყო ძაგანი...
მეც შემოგევლე და გენაცვალე ძმაო. ეგ მე ვასწავლწ ახალაიას კოსტინიო...ტორე რა იცოდა ვინ იყო ძაგანი...
მეც შემოგევლე და გენაცვალე ძმაო.
9. პირველი თოვლი დადნა და მოლღვა, ხევებში ნაწურს ნაწური მისდევს... მე ვივლი როგორც ძაგანი თორღვა და ჩემგან მოკლულ დავითვლი ქისტებს
ეს გამახსენდა ეგრევე :) გენაცვალე მე შენ :) პირველი თოვლი დადნა და მოლღვა, ხევებში ნაწურს ნაწური მისდევს... მე ვივლი როგორც ძაგანი თორღვა და ჩემგან მოკლულ დავითვლი ქისტებს
ეს გამახსენდა ეგრევე :) გენაცვალე მე შენ :)
8. კიი...მქონდა დადებული წინათ. კიი...მქონდა დადებული წინათ.
7. ძალიან კარგია, გაიხარე. ძალიან კარგია, გაიხარე.
6. მომეწონა მაგრამ მეც იგივე კითხვა გამიჩდა რაც ჟადენს. მომეწონა მაგრამ მეც იგივე კითხვა გამიჩდა რაც ჟადენს.
5. ეს წაკითხული მაქვს,თუ რაიმე გაქვს კიდე ამის მსგავსი იკა? მეცნო თითქოს. მომწონს შენი პროზა. მოგიკითხე. ეს წაკითხული მაქვს,თუ რაიმე გაქვს კიდე ამის მსგავსი იკა? მეცნო თითქოს. მომწონს შენი პროზა. მოგიკითხე.
4. გაიხარე ნუკრა...გაიხარე...მაგრად გამახარე ძამულია...
ცოტათი კი არა თორღვა მაგარი დამყრობელი იყო თამუნია და მართლა ღირსი იყო... გაიხარე ნუკრა...გაიხარე...მაგრად გამახარე ძამულია...
ცოტათი კი არა თორღვა მაგარი დამყრობელი იყო თამუნია და მართლა ღირსი იყო...
3. კი.მართლა კარგი ნაწერია, მაგრამ საწყალი თორღვა :( (ისე ცოტათი კი იმსახურებდა :D) კი.მართლა კარგი ნაწერია, მაგრამ საწყალი თორღვა :( (ისე ცოტათი კი იმსახურებდა :D)
2. უხ! დღეს ისედაც იქ დავბოდიალობდი სულ და კიდევ ეს მინდოდა, ბიჭო?! თორღვას ციხეს გაჩუქებ ახლა. :) უხ! დღეს ისედაც იქ დავბოდიალობდი სულ და კიდევ ეს მინდოდა, ბიჭო?! თორღვას ციხეს გაჩუქებ ახლა. :)
1. კარგი ნაწერია,ჩე! 5 კარგი ნაწერია,ჩე! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|