-ვიკა, გახსოვს, შენი წავლის წინა ღამეს კინოს რომ ვუყურეთ ერთად?-რუსულად ჰკითხა ბავშვობის მეგობარს სანდრომ. -მათემ რომ გათხოვა დისკი?- რუსულადვე უპასუხა ვიკამ და ყურთსასმენები გაისწორა. ცუდი სიხშირის გამო მობილურში ბიჭის ხმა ცუდად ისმოდა. ვიკას მამა რუსი ჰყავდა, დედა-ქართველი და რუსეთში ცხოვრობდა. მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თბილისში, სადაც ბებია ჰყავდა აქ გაიცნო წლების წინ სანდრო. ის ბებიას უბნელი იყო. -ხო… ის მსახიობი გახსოვს, პრეზიდენტმა რომ გოაში გააგზავნა ქეთევან წამებულის საფლავის მოსაძებნად? -“ხო,სიხარულო! ხო, ღვთაებავ!”-რუსული აქცენტით თქვა ვიკამ და ამით მიახვედრა, ვიცი ვისზეც მეკითხებიო. -გახსოვს? -ხო, რატომ მეკითხები? -ამ დილით გარდაიცვალა… -ვიკას ძალიან უყვარდა ლაპარაკი, მაგრამ რატომღაც დუმდა, არადა სწორედ ახლა სჭირდებოდა ვაჟს ვინმესთან საუბარი. ამ დილით მისი საყვარელი პოეტი, მსახიობი და მისაბაძი ადამიანი გარდაიცვალა. -იცი რა კარგ ლექსებს წერდა? -პოეტიც იყო? -ჩემი საყვარელი პოეტი იყო, ვიკა… გინდა მისი რომელიმე ლექსი წაგიკითხო? -მინდა… -კარგი, მისმინე: ”ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?! – ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით... მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები, გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.
გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს, რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები... მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის და ჩუმდებიან პირამიდები...
ოჰ, მატყუარა პირამიდები – ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...”
-ყველა სიტყვა ვერ გავიგე, მაგრამ მომეწონა. ლამაზად წერდა,თურმე. … -ხო, საოცრად წერდა! იცი როგორ ეთამაშებოდა ლექსებით სიკვდილს? სულ არ ეშინოდა. იცოდა, რომ მოკვდებოდა და ბოლომდე იხარჯებოდა. იცი რამდენი კარგი და საინტერესო რამ დაგვიტოვა? ლექსები,სპექტაკლები,ფილმები…ყველაფერისგან დაიცალა და სუფთა სულით წავიდა… -სანდრიკ, იცი? როცა ადამიანი დედამიწაზე თავის მისიას შეასრულებ, ის ღმერთს თავისთან მიჰყავს. Жизнь — это небольшая прогулка перед вечным сном…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
49. ეეე... რა იყო ახლა ეს? გითხარი, თუ ვერ დაამრგვალებ სამოცდაათამდე, არაფერი დაწერო-თქო? :( არ მიყვარს დაუმრგვალებელი ქულები :) თან ორი ქულა რა საკადრებელი იყო? :)))) ეეე... რა იყო ახლა ეს? გითხარი, თუ ვერ დაამრგვალებ სამოცდაათამდე, არაფერი დაწერო-თქო? :( არ მიყვარს დაუმრგვალებელი ქულები :) თან ორი ქულა რა საკადრებელი იყო? :))))
48. დაგიწერე ორი ქულა, ვიცი გაგახარე, ახალი წლის საჩუქარი იყოს :* დაგიწერე ორი ქულა, ვიცი გაგახარე, ახალი წლის საჩუქარი იყოს :*
47. გამოსადეგი რჩევაა... ვერაფერს იტყვი :) შენც არაფერი დაგრჩენია სხვა - დაამრგვალე სამოცდაათამდე :) :) თუ მხოლოდ 2 შეგიძლია, თითებს ნუ დაიღლი :)))) გამოსადეგი რჩევაა... ვერაფერს იტყვი :) შენც არაფერი დაგრჩენია სხვა - დაამრგვალე სამოცდაათამდე :) :) თუ მხოლოდ 2 შეგიძლია, თითებს ნუ დაიღლი :))))
46. მაგრამ მე არ დამიჯერო 65 აქვს რეიტინგი :)) მაგრამ მე არ დამიჯერო 65 აქვს რეიტინგი :))
44. ეს არ არის პროზა. ეს არ არის პროზა.
43. არაჩვეულებრივი მსახიობი იყო ნიკო... :( არაჩვეულებრივი მსახიობი იყო ნიკო... :(
42. ჩემი ნიკო :(:(:(:(:( სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ განვიცდი მის არყოფნას, მთელი თეატრი განიცდის და ყველაზე მეტად სცენა... გასვენების დღეს მოტანილი ყვავილების სუნი დიდხანს იდგა პარტერში. იცი მისი ბოლო სიმღერა მე ჩავწერე. ნიკო მენატრები... ,,წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს, სანაპიროს რითი აღარ გვივსებს, ჩემი გული ნაწვიმარ გზას არ ჰგავს, შიგ იტოვებს ჩაჟანგებულ ისრებს" ჩემი ნიკო :(:(:(:(:( სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ განვიცდი მის არყოფნას, მთელი თეატრი განიცდის და ყველაზე მეტად სცენა... გასვენების დღეს მოტანილი ყვავილების სუნი დიდხანს იდგა პარტერში. იცი მისი ბოლო სიმღერა მე ჩავწერე. ნიკო მენატრები... ,,წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს, სანაპიროს რითი აღარ გვივსებს, ჩემი გული ნაწვიმარ გზას არ ჰგავს, შიგ იტოვებს ჩაჟანგებულ ისრებს"
41. მე თავიდან არ მიყვარდა... მერე - კი... შენ რომ გიყვარდა ვიცი, ღიმილ... :(
მე თავიდან არ მიყვარდა... მერე - კი... შენ რომ გიყვარდა ვიცი, ღიმილ... :(
40. არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა... და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?! -როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...
me miyvarda es kaci uzomod :(:( არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა... და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?! -როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...
me miyvarda es kaci uzomod :(:(
39. ეეეეეეეჰ ;( :(:(:(:( ხო, საოცრად წერდა! იცი როგორ ეთამაშებოდა ლექსებით სიკვდილს? სულ არ ეშინოდა. იცოდა, რომ მოკვდებოდა და ბოლომდე იხარჯებოდა ეეეეეეეჰ ;( :(:(:(:( ხო, საოცრად წერდა! იცი როგორ ეთამაშებოდა ლექსებით სიკვდილს? სულ არ ეშინოდა. იცოდა, რომ მოკვდებოდა და ბოლომდე იხარჯებოდა
38. -ხო, საოცრად წერდა! იცი როგორ ეთამაშებოდა ლექსებით სიკვდილს? :(:(:( გაიხარე შენ 55555555555 -ხო, საოცრად წერდა! იცი როგორ ეთამაშებოდა ლექსებით სიკვდილს? :(:(:( გაიხარე შენ 55555555555
37. ძალიან დამწყდა ნიკოზე გული.
კარგი ხარ, ლან!:-* ძალიან დამწყდა ნიკოზე გული.
კარგი ხარ, ლან!:-*
36. იცი როგორ ეთამაშებოდა ლექსებით სიკვდილს? სულ არ ეშინოდა.
კი ასეა,ღმერთსაც კარგი ადამიანები მიჰყავს თავისთან... იცი როგორ ეთამაშებოდა ლექსებით სიკვდილს? სულ არ ეშინოდა.
კი ასეა,ღმერთსაც კარგი ადამიანები მიჰყავს თავისთან...
35. მომეწონა 555კარგა იხსენებ კარგ ადამიანს მომეწონა 555კარგა იხსენებ კარგ ადამიანს
34. albat xshirad shemovivli albat xshirad shemovivli
33. guli damwyda, axla ufro...
guli damwyda, axla ufro...
32. დუმილის მეტი არაფერი დამრჩენია!... ნიკო მთელმა საქართველომ დაკარგა!.. :( გაიხარე კარგ კალმიანო! 5 დუმილის მეტი არაფერი დამრჩენია!... ნიკო მთელმა საქართველომ დაკარგა!.. :( გაიხარე კარგ კალმიანო! 5
31. მართალია :) :-* მართალია :) :-*
30. Жизнь — это небольшая прогулка перед вечным сном…
ნიკო:( Жизнь — это небольшая прогулка перед вечным сном…
ნიკო:(
29. საფუძვლიანად არ ვიცნობდი მის შემოქმედებას. გუშინ ბევრი რამ წავიკითხე და... ტკივილი უფრო მწარე გახდა.... უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.... საფუძვლიანად არ ვიცნობდი მის შემოქმედებას. გუშინ ბევრი რამ წავიკითხე და... ტკივილი უფრო მწარე გახდა.... უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული....
28. გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი. ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე, ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული, ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.
არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს, არცა შენდობას, არც შეცოდებას. ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა - ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.
ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი - ტალახის გავლით, ან და გაფრენით. მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა, სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.
ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა და ბედაური გამოდგა მხდალი, ტყვიის წამალი დანესტიანდა, მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.
მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ და მექაჩება ცეცხლში სატანა, ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი, უხ, რა ძნელია ამის ატანა!
მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო, არ მეშინია მე შენი მადის. არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს - ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.
ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას, რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა. გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში - ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა. გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი. ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე, ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული, ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.
არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს, არცა შენდობას, არც შეცოდებას. ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა - ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.
ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი - ტალახის გავლით, ან და გაფრენით. მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა, სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.
ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა და ბედაური გამოდგა მხდალი, ტყვიის წამალი დანესტიანდა, მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.
მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ და მექაჩება ცეცხლში სატანა, ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი, უხ, რა ძნელია ამის ატანა!
მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო, არ მეშინია მე შენი მადის. არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს - ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.
ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას, რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა. გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში - ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა.
27. გმადლობ , ნიკოს ესეთი ლამაზი გახსენებისათვის... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული!... გმადლობ , ნიკოს ესეთი ლამაზი გახსენებისათვის... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული!...
26. "ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია. არ ეშლებოდა შექსპირს კაფია. მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია. ესეც პატარა ეპიტაფია..." რატომღაც მგონია, ამ სიტყვებს ამოტვიფრავენ მის საფლავის ქვაზე :( "ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია. არ ეშლებოდა შექსპირს კაფია. მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია. ესეც პატარა ეპიტაფია..." რატომღაც მგონია, ამ სიტყვებს ამოტვიფრავენ მის საფლავის ქვაზე :(
25. პოეტი, ურცხვი სუტენიორია! ეს სიმართლეა განა ჭორია. როცა ლექსებით წიგნი ევსება, მის მუზას ყველა ეალერსება... პოეტი, ურცხვი სუტენიორია! ეს სიმართლეა განა ჭორია. როცა ლექსებით წიგნი ევსება, მის მუზას ყველა ეალერსება...
24. ვის გაუგია ივლისში თოვა?! მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ. მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს, რომელიც თოვლის ალერსით ყვავის... ვის გაუგია ივლისში თოვა?! მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ. მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს, რომელიც თოვლის ალერსით ყვავის...
23. წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა, მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის, ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა, აღიარება მომბეზრდა ბრალის.
წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა, არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა, არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა, არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა. წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა, მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის, ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა, აღიარება მომბეზრდა ბრალის.
წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა, არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა, არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა, არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.
22. რაღაც... უცებ... სადღაციდან რომანტიზმი მეცა... კი მოვწყვეტდი ვარსკვლავს ციდან -მენანება ზეცა!
ზეციდან კი არ დავწყვიტავ (ასე კი არ ვაფრენ) -ვარსკვლავებად გადავწყვიტე, ჩემს სტრიქონებს გავფენ... რაღაც... უცებ... სადღაციდან რომანტიზმი მეცა... კი მოვწყვეტდი ვარსკვლავს ციდან -მენანება ზეცა!
ზეციდან კი არ დავწყვიტავ (ასე კი არ ვაფრენ) -ვარსკვლავებად გადავწყვიტე, ჩემს სტრიქონებს გავფენ...
21. არადა ეს დღეს დავაკომენტარე!
:( მაგარი მეწყინა დიდი მსახიობი და გულიანი პოეტი დააკლდა საქართველოს!
არადა ეს დღეს დავაკომენტარე!
:( მაგარი მეწყინა დიდი მსახიობი და გულიანი პოეტი დააკლდა საქართველოს!
20. უი, ნიკო გარდაიცვალა? როგორ მეწყინაააა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!
ძალიან კარგი ნაწერია მეკალმევ, როგორც ყოველთვის! უი, ნიკო გარდაიცვალა? როგორ მეწყინაააა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!
ძალიან კარგი ნაწერია მეკალმევ, როგორც ყოველთვის!
19. აქაც ვიღრიალებ ცოტას რა
:(( :(( :(( :(( :(( :(( :(( :(( :(( :(( :(( :(( :(( :((
5 აქაც ვიღრიალებ ცოტას რა
:(( :(( :(( :(( :(( :(( :(( :(( :(( :(( :(( :(( :(( :((
5
17. კომენტარებიანად წავიკითხე და დავიგრუზე... +777შენ მეკალმევ და რამე იუმორისტული მოაშველე სასწრაფოდ:( კომენტარებიანად წავიკითხე და დავიგრუზე... +777შენ მეკალმევ და რამე იუმორისტული მოაშველე სასწრაფოდ:(
16. ვდუმვარ!!! ძალიან მეტკინა!!! ვდუმვარ!!! ძალიან მეტკინა!!!
15. მოიწყინა ქვეყანამ, უკვე კარგა ხანია . სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ, ვეღარც კარგი ბანია .
ვეღარ გაგვირჩევია უცნობი და ნაცნობი . . . მომავალი ჩვენია - მომავალი ღვარცოფი . . .
მომავალი მეხია , მომავალი გვალვაა ! მუმლი გადაგვეხვია წინ ჩირგვებში მალვაა . . .
ჭკუა აღმართს ვერა ხნავს , ბრბოს მაგივრად მრცხვენია . . . და ამ ჩემს კარგ ქვეყანას მაზედ მოუწყენია . . .. მოიწყინა ქვეყანამ, უკვე კარგა ხანია . სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ, ვეღარც კარგი ბანია .
ვეღარ გაგვირჩევია უცნობი და ნაცნობი . . . მომავალი ჩვენია - მომავალი ღვარცოფი . . .
მომავალი მეხია , მომავალი გვალვაა ! მუმლი გადაგვეხვია წინ ჩირგვებში მალვაა . . .
ჭკუა აღმართს ვერა ხნავს , ბრბოს მაგივრად მრცხვენია . . . და ამ ჩემს კარგ ქვეყანას მაზედ მოუწყენია . . ..
14. შენში მიყვარს ღმერთი!
შენ რა იპოვე ჩემში?!
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი,
მე – გაფანტული ხრეში.
მე შენში მიყვარს ღმერთი!
შენში ის თავს გრძნობს კარგად,
ჩემში კი სველი დენთი
– აღარ ღირს დროის კარგვად.
მე შენში მიყვარს ღმერთი!
ტერფებთან გინთებ სანთლებს...
და თუ ასეა – წვეთი,
ნამუსი მაინც მმართებს...
ნ.გომელაური. მედეა მოლოდინი. 2010-04-03 20:28:01
შენში მიყვარს ღმერთი!
შენ რა იპოვე ჩემში?!
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი,
მე – გაფანტული ხრეში.
მე შენში მიყვარს ღმერთი!
შენში ის თავს გრძნობს კარგად,
ჩემში კი სველი დენთი
– აღარ ღირს დროის კარგვად.
მე შენში მიყვარს ღმერთი!
ტერფებთან გინთებ სანთლებს...
და თუ ასეა – წვეთი,
ნამუსი მაინც მმართებს...
ნ.გომელაური. მედეა მოლოდინი. 2010-04-03 20:28:01
13. როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . . ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები . ორი ათასი წელი განვიცდი . . . ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?! - ცოტათი მაინც მორიდებოდა . . . მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი , მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . . იცის მოკლავენ , განა შტერია. ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?! - თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .
ისტორიაში დარჩა იუდა ! -დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . . როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . . ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები . ორი ათასი წელი განვიცდი . . . ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?! - ცოტათი მაინც მორიდებოდა . . . მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი , მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . . იცის მოკლავენ , განა შტერია. ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?! - თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .
ისტორიაში დარჩა იუდა ! -დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
12. დაიღალა მთვარე ღამით, დღემ დაღალა მზე. დაიღალნენ მთები ზვავით, ზღვამ იცვალა ზნე.
დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები -sol-fa-mi-re-do ერთადერთი, ეს თავხედი, არ იღლება დრო... დაიღალა მთვარე ღამით, დღემ დაღალა მზე. დაიღალნენ მთები ზვავით, ზღვამ იცვალა ზნე.
დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები -sol-fa-mi-re-do ერთადერთი, ეს თავხედი, არ იღლება დრო...
10. ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს, იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?! მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო -ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო. იქვე იყო კარი მოპირდაპირე, იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე. ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა) ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა. ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს, იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?! მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო -ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო. იქვე იყო კარი მოპირდაპირე, იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე. ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა) ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
8. არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა... და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?! -როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა... არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა... და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?! -როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...
7. 1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა. მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული. მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება მარტო მომიწევს ახლა სიარული.
2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია. მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით. ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია. ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.
3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს. ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად. მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.
4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი? მე მეცინება-სხვას როგორ მადრი. სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი - მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი 1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა. მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული. მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება მარტო მომიწევს ახლა სიარული.
2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია. მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით. ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია. ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.
3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს. ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად. მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.
4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი? მე მეცინება-სხვას როგორ მადრი. სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი - მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი
6. გასკდა გული,მთელი დღეა ვბღავივარ,არადა,რომ არ წავიკითხო მასზე დაწერილი ვერ ვითმენ.. ყოჩაღ ლან! ყოჩარ იმისთვისაც,რომ შესძელი ტკივილის გადმოცემა, ბურთი მაქვს ყელში... გასკდა გული,მთელი დღეა ვბღავივარ,არადა,რომ არ წავიკითხო მასზე დაწერილი ვერ ვითმენ.. ყოჩაღ ლან! ყოჩარ იმისთვისაც,რომ შესძელი ტკივილის გადმოცემა, ბურთი მაქვს ყელში...
5. ”ღმერთო ჩამოდი ერთი წუთით, რაღაცას გეტყვი და ისევ წადი” – ნიკო გომელაური (სპექტაკლიდან ”ტელემისტერია”) ”ღმერთო ჩამოდი ერთი წუთით, რაღაცას გეტყვი და ისევ წადი” – ნიკო გომელაური (სპექტაკლიდან ”ტელემისტერია”)
4. მეწყონაა..უზომოდდ..:( ეჰ.. მეწყონაა..უზომოდდ..:( ეჰ..
3. Жизнь — это небольшая прогулка перед вечным сном…_
_ფ.რანევსკაიას ამ სიტყვებს გამოვყევი... Жизнь — это небольшая прогулка перед вечным сном…_
_ფ.რანევსკაიას ამ სიტყვებს გამოვყევი...
2. სულ, სულ საუკეთესოა, თუნდაც იმიტომ რომ ნიკოზეა!.... ვერც გამოვხატავ როგორ დამწყდა გული და მართლაც რომ ბევრი რამ დაგვიტოვა ნიკომ!...:( გაიხარე კარგ კალმიანო!... 5... სულ, სულ საუკეთესოა, თუნდაც იმიტომ რომ ნიკოზეა!.... ვერც გამოვხატავ როგორ დამწყდა გული და მართლაც რომ ბევრი რამ დაგვიტოვა ნიკომ!...:( გაიხარე კარგ კალმიანო!... 5...
1. -სანდრიკ, იცი? როცა ადამიანი დედამიწაზე თავის მისიას შეასრულებ, ის ღმერთს თავისთან მიჰყავს. Жизнь — это небольшая прогулка перед вечным сном…
გაიხარე, ლანა! 5 -სანდრიკ, იცი? როცა ადამიანი დედამიწაზე თავის მისიას შეასრულებ, ის ღმერთს თავისთან მიჰყავს. Жизнь — это небольшая прогулка перед вечным сном…
გაიხარე, ლანა! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|