ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო_ხევსური
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2008


კაფია

მზის დარო, ჩემო ერთაო, ღვთისაგან გამორჩეულო,
შენ ჩემო გულის ღიმილო, შენ ჩემო მზეო, რჩეულო.
ჩემგან თბილ მზერას, ფერებას გაუმაძღარად ჩვეულო,
შენ ჩემო დიდო იმედო, შემ მხოლოდ ჩემო, ჩემეულო.
სამოთხით, ედემ ბაღიდან მალულად გამოქცეულო,
დედამიწაზე მოსულო, ადამიანად ქცეულო.
შენის სიკარგით, მშვენებით მარტოკავ, ერთავ, ეულო,
გულის ექიმო, მკურნალო,სიკეთის მჩენო გრძნეულო.
ლაღო, ამაყო, გიჟმაჟო, შმაგო და გადარეულო,
ნაზავო საგანძურისა ოქროვ ვერცხლში არეულო,
ჩემთვის თოლებზე ცრემლების მარგალიტებად მცვრეულო.
მაჩუქე შენი ალერსი, ნუ ხარ უგულო წყეულო.
ლამაზო ბუნების შვილო, შინაურო, გარეულო.
შენ ნებიერო ყველაფრით, ტურფა უნაკლო სხეულო.
სამშობლოს მცველო ვაჟკაცო, მის სიყვარულით სნეულო.
სახელიანო, ძლიერო, ქვეყნის დიდ გმირად რქმეულო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები