ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო_ხევსური
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2008


* * *

ხევსურო ნაღდო ვაჟკაცო
ამჩქარებელო გულისა,
თოლთათვის სამოთხეი ხარ
და საწამლავი სულისა.
სულ შენზე ვფიქრობ ვაჟაო,
ამოვიღამე თოლები,
დაჯალდე ყველა მშვენებით,
დაჩრდილე სწორი-ტოლები.
ო რა კარგი ხარ, საამო,
შავიქმენ შენი ტრფიალი,
ნეტაი შენაც გიყვარდე,
გული არ გქონდეს ტალი,
კოხტად შაჯდები ცხენზედა,
წმინდა გივარგის გავხარო.
შენის სიკარგით, სიტურფით
ნეტაი სუ მუდამ მახარო.
წელზედ აბჯარი გიხდების,
ნაქარგი ჩოხა ტანზედა.
გამაიდარებს მაშინვე
შენ რო გამახვალ ბანზედა.
მხრებ არწივსავით გაგშლია
და შუბლს გიფარავს თმებიო.
სალამს გეტყვიან ამაყად
ცივი, გოროზი მთებიო.
მაგ შენსა ლალის ბაგესა
დღემუდამ უნდა კოცნაო,
შენზედ კეთილი გულითა
არ მამწყინდების ლოცვაო.
შენი ღიმილი ვაჟაო
ტკბილად ჩამესმის ყურშიო.
ნეტაი შამამიერთდე
ამ ლამაზ სიყვარულშიო.
ეგ სახე კალმით ხატული,
მოფენილ ია-ვარდითა,
თავიდან აღარ ამამდის
გული ამივსო დარდითა.
შენით ამაყობს ქვეყანა,
გმფარველობს მთა და ბარია,
შენ რო გიყურებ მიხარის
ავდარს შამიცვლის დარია.
რომ შამამხედავ ვიწვები,
პირი მიგიგავს მზისასა,
ღაწვები ბადრსა მთვარესა,
ეგ თოლები კი ზღვისასა.
რაც კი კარგი ამქვეყნად,
სულ სიყვარულით გადარე,
მე უანგაროდ მიყვარდი
პატარა გულით გატარე.
მაგრამ რასა გთხოვ?არც რასა...
ეს გული შენით მკვდარია.
გარშემო ვეღარვის ვამჩნევ.
დავდივარ როგორც მთვრალია.
ვაჟაო ნუ ხარ გულცივი
თოლზე ცრემლები მომგვარე.
მტერი ნუ კი გეგონები
შენსკენ ვარ შენი მოყვარე.
ძარღვებში სისხლი მოძრაობს
შენით მეძლევა ზალიო.
ნეტაი მე შენს ოჯახში
მიმიღონ როგორც რძალიო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები