ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო_ხევსური
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2008


ვედრება

მთას შუბლი მოუჭმუხვნია
წარბს არ ხსნის ეგ ბრაზიანი.
ციცაბო წვერზე კოხტაობს
ხარი-ირემი რქიანი.
კლდეებს ძირს უთხრის,ღრღნის, დრტვინავს
არაგვი კალმახიანი.
შხეფებს გადისვრის განზედა
ცელქი და ხმაურიანი.
ცაში ბოინობს არწივი
მხრებგაშლილი და ფრთიანი,
მსაჯულთ მიაგავს ლოდები
დიდები და ხავსიანნი.
ხევები აყვავებულან
ზურმუხტოვანნი, ტყიანნი.
ციმციმებს ყოილთ თვალები
ათასფერნი და ცვრიანნი.
მოსცოცავს კამკამა წყარო
სასმელად ამო, სვიანი.
არ აშორებენ მზერასა
ცას მწვერვალნი ნისლიანნი:
-"ცაო მოხედე ხევსურეთს,
იყავი მუდამ მზიანი,
წყვდიადით ნუღარ შეგვმოსავ,
არ მოგვიტანო ზიანი.
შაგვხედე რა კარგები ვართ,
არც რა რაი გვაქვს ზნიანი,
გთხოვ არასოდეს დაგვიჭკნო
ეს სილამაზე ღვთიანი"...
ამას სესთხოვდა ზეცასა
ხევსურთა მხარე მთიანი,
დამათრობელი ეშხითა,
დალოცვილი, მადლიანი.
ზეცა ზევიდან დაჰყურებს,
ღრუბლებით ნახატიანი,
შეისმენს შვილთა ვედრებას
გულითა სანდომიანი.
გვწყალობდეს ღმერთი, უფალი,
გზაზედ გვეფინოს იანი,
ჩვენს წმინდა მიწა_წყალხედა
გამრავლდეს ადამიანი.
ვზარდოთ ხევსური ვაჟკაცი
უშიში, სახელიანი.
შვილთ შავუნახოთ ხევსურნო
ჩვენი სამშობლო მთლიანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები