ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კორნელი ჭყონია
ჟანრი: პროზა
29 აპრილი, 2010


ტიკ ტაკ ტიკ ტაკ

• ტიკ-ტაკ,ტიკ-ტაკ დრო მიდის და არ ჩერდება,მხოლოდ ფიქრები იძირება უსასრულობის შავბნელ მორევში.შუაღამე უკვე დიდი ხანია უკან ჩამოვიტოვე და მივემართები წინ,არ მინდა გათენდეს,ტიკ-ტაკ,ტიკ-ტაკ მიდის დრო და არ ჩერდება.ბოლო წვეთი ხარბად გადავყლაპე და უმადურად გავხედე ცარიელ ღვინის ბოთლს.ღია ფანჯარასთან ვდგევარ და გავცქერი სამყაროს.ისევ მარტო ვარ ან ვინ უნდა იყოს ასეთი შეშლილის გვერდით,ვინ ჩაწვდება ჩემს გულის ტკივილს ან ვინ დამისხამს ერთ ჩიქა ღვინოს ისე რო არ მაგრძნობინოს რო ზომაზე მეტი დავლიე.ეხლაც ვსვამ,არა ლოთი არ გეგონოთ,უბრალოდ ძმობილი გავხდი ამ ღვთიური სითხის ისევე როგორც მარტოობის.ღვინო დავლიე და ჯიბისკენ ხელი წავიღე სადაც თუთუნი მეგულება,ბოლო ღერი მაქვს,მოვუკიდო თუ ხვალისთვის გადავინახო,ისევ ჩავიძირე ფიქრებში.ტიკ-ტაკ,ტიკ-ტაკ არ ჩერდება დრო და მიყვება,პრინციპში უკვე გაყვა ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები.აი ბოლო ღერიც ჩამთავრდა,ეხლა რაღა ვქნა?მოდი აღარ მოვწევ,ვსიო აღარ ვეწევი თითქოს ჩემს თავს პირობა მივეცი,ჩიქაში დავასხი და კიდევ ერთი უხმო სადღეგრძელო დავლიე,დიდი ხანია ჩემს ცხოვრებაში რაც სიჩუმემ დაისადგურა ან კი ვის ვესაუბრო,ვის გავუმხილო ჩემი გულის ნადები,ერთადერთი ჩემი ფიქრების გამზიარებელი და ჩემი ერთდადერთი მესაიდუმლე ჩემი ბათურა შარშან დავმარხე.
• თენდება,მზემ ჯერ თავისი სხივები ამოყო და მერე თვითონაც გამოჩნდა,დიდი ვეეერთელა წითელი მზე.კარგი ძაღლი იყო ბათურა,ეჰ რამდენი რამ გადაგვხდენია ერთად,ჯერ კიდევ პატარა იყო როდესაც ვიპოვე ზამთრის სუსხიან ღამეს ნახევრად გაყინელი ბათურა.ბათურა,ღვინო სიგარეტი თუმცა სიგარეტს ხო აღარ ვეწევი,ხოდა მოდი ჯამრთელობისა იყო,დავასხი ჩიქაში და ისე ხარბად დავლიე თითქოს ბოლო წვეთიღა ყოფილიყოს.ვზივარ ფანჯარასთან ფიქრეში გახვეული.ტიკ-ტაკ,ტიკ-ტაკ არ ჩერდება დრო.გათენდა ქუჩაში ხალხმა დაიწყო სიარული,აი ახალგაზრდა ბიჭმა გაიარა ჩემი ფანჯრის ქვეშ,რა მოხდენილად აცვია,უეცრად თავში ერთმა ცუდმა აზრმა გამიელვა,
• უკაცრავად ახალგაზრდავ სიგარეტი ხო არ გაქვთ?-ინებეთ,მითხრა და ზრდილობიანად გამომიწოდა,გამოვართვი მოვუკიდე და ხარბად მოვქაჩე.
• ტიკ-ტაკ,-ტიკ-ტაკ მიდის დრო და არ ჩერდება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები