ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2010


მეეზოვე

საათის ხუთი, ქუჩის ისმის დაკაწვრა ხშირი,
მამლის ყივილთან მიკარგული ვდგები და გარეთ
გავდივარ, ვხედავ ძია რეზოს (ქუჩის მხვეტავი),
ცოცხის მოქნევით, ყოველთვის რომ აცილებს ღამეს.

დახრილი მზერა ფოთლებზე და ფიქრებზე წვება,
ძაღლი დაყვება კუდში მუდამ, მუნი აქვს მგონი,
ხეებიც შვილებს ესვრიან და უქრობენ შვებას,
ეზოა სუფთა, ჰაერში კი მტვერია ფონი.

ჩემს მეეზოვეს პოეზია უზომოდ ხიბლავს,
ყოველ დღე ლექსებს ვუკითხავ და კრიტიკას ვისმენ,
ფოთლები ისევ უნებურად წვიმდება ხიდან,
რადგანაც ღრუბლებს წვიმისათვის აკლიათ სისქე.

საათის ექვსი,
ხელის ქნევით ქვევითქენ მიდის,
ღიღინებს ჩუმად...
ჩემთვის უკვე ნაცნობ სიმღერას...






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები