ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი_13
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2010


ცამეტი დღე

პირველად იყო ცა და ღმერთი,
მეორედ გაჩნდა სამყარო ერთი,
მესამედ კაცობრიობა,კაცი,ქალი,
მეოთხედ მიწა,წყალი და ალი.

მეხუთე იყო გრძნობები ჩვენი,
მეექვსე სიტყვები-მიყვარხარ,გელი,
მეშვიდე დღეს ისვენებდა ყველა,
მერვე დღე ისევ თენდებოდა ნელა.

მეცხრე დღეს ვიღაცა კვდებოდა,
მეათე დღეს ბავშვი იბადებოდა,
მეთერთმეტე დღეს ყველაფერი ქრებოდა,
მეთორმეტე ღამეს ვარსკვლავები ჩნდებოდა...

მეცამეტე დღეს წერაც ჩერდებოდა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები