ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოდერძი ხიმიკაური
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2010


ხევსურულ კილოზე

* * *

ბეწანტურს ვკითხე ერთხელა,
რამ დაგაღონა რამაო,
ნუთუ თოვლმა და ზამთარმა
მოხუცი გაგაწამაო,
ნუთუ ცხვარ ძროხა დაჰკარგე,
ან მტრის გსურს დარდის ჭამაო,
ნუთუ საწუთრომ გიმტყუნა,
(თუმც მან, ვის დაუამაო?)

ბეწანტურს სიცილ წამოხდა,
წვერს ჩამოუსვა ხელია,
ესა თქვა, მივალ იმ ქვეყნად,
ჭერხოს გათელვა ძნელია,
მომენატრება სოფელი,
ჭედილა ვაჟკაცურიო,
მთას ირმის შენავარდება,
რძით გაპეყილი ცურიო,
ხევსურთ ხატი და ღრეობა,
ლუდ, ჩემი მოხარშულიო,
მთის ნისლი, ხინკლის ოხშივით
მთის თავზედ ამოსულიო,



* * *
კოწოლ შაიკარ ქალაუ,
რაით მიყურებ ბრეშადა,
თუ არ მაგინდა მაგტაცო,
ცრემლ გექცეს წვიმის თქეშადა,
ცხენის ნალ ვცვითო მთაზედა,
მდევარს ვაყლაპო მტვერია,
სისხლ დამრჩენია ფხაზედა,
ყველაი ჩემი მტერია,
საით არ მდიონ ვოჟებმა,
მესროლონ თოფ მაცდურადა,
საბელ შავაბა, ვანანო,
ვატირო დიაცურადა,
ჰკას ძახდნენ მთანი ხევსურთა
მუჯირს პოხავდეს ჯანიო,
მეც მთის წყაროით გავზრდილვვარ,
არა ვარ, არ, ჯაბანიო.
ქალავ შაიკარ კოწოლი,
რად მიფახულებ თოლებსა,
დუშმანი ვერას მაშინებს,
ეგ მზერა დამიმონებსა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები