ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 ივლისი, 2010


"ქარიშხალი" "რევოლუცია" და "მთვარეული"

როგორც ყოველთვის გათენდა.
ზაფხული.
დილიდან სიცხე და იგრძნობა სუნი რევოლუცისაა.
ტელეფონის ზარი,თვალების გახელასთაბ ერთად და მხოლოდ აბაზანიდან გამოსვლის მერე ვხვდები,რომ სამი ადამიანი მენატრება.სამი შეშლილი ქალი.
ჩვევად მექცა მათზე ფიქრი თუ ზრუნვა ეგ კიდევ გასარკვევია,ნუ ორივე ერთად.

ვიკრიბებით დათქმულ ადგილას.( ჯერ ორ მათგანს ვხვდები,მესამე ცალკე სამყაროა,სულელი,თავისი ფობიებით და მთვარეულობით) რომელიმე მაინც იქნება ეგრეთწოდებულ " პახმელიაზე " და ერთს აუცილებლად ექნება უკმაყოფილო სახე,პრობლემები ორივეს,მაგრამ სხვადასხვანაირი დამოკიდებულებით ხვდებიან ამ პრობლემებს და აგვარებენ.აი ეს არის ყველაზე დიდი რევოლუცია.ამის სუნი იგრძნობა ჩემი ყნოსვის ორგანოსთან გათენებისთანავე.
ვსხდებით უახლოეს ჩრდილში,სადმე პარკში და იწყება ქარიშხალი.(მგონი ცდებიან როდესაც ამბობენ:"ქარიშხლის წინ სიმშვიდეაო" ეს დამერწმუნეთ ამათ არ ეხებათ)
პრობლემებისადმი ყველაზე ა ლოგიკური დამოკიდებულების ადამიანით დავიწყოთ.(გარეგნულადაც შეამჩნევთ "რა ჩიტიც ბრძანდება" ღიმილზე ეტყობა) რა თქმა უნდა საუბრის თემა !პარკში! მამრობითი სქესია. ("გაწყდეს მაგათი სინსილა") და დაიწყო ქარიშხალი...
(მსუბუქი) თან რა სიამოვნებით ყვება ყველაფერს,კარგს თუ ცუდს, ყურებში ბამბების ჩატენვა და შეხედვაც მყოფნის,რომ სახის კუნთები სიცილისგან მეტკინოს. თბილია,სექსუალური,ჭკვიანი,გადარეული, მარტივ–წაიდუმალებული და საერთოდ გიჟდება სიმპათიურ,სექსუალურ მამრებზე. აქ რა მოსატანია და კეთილია,გუშინ ხილის ნაყინი მიყიდა.უი, ლუდი უყვარს და მე ის მიყვარს,როგორც გამოხატავს ხოლმე ყოველი ახალი მამაკაცისადმი თავის ემოციებს.(აქ რანაირად აღვწერო?).... მარტივი მაგალითი: ბავშვებს სათამაშოებით აღფრთოვანების პერიოდი ,რომ ეწყებათ და ყოველი ახალი გასართობი და გასაფუჭებელი ობიექტის თუ სუბიექტის : )ჩუქებისას სახე ღიმილისგან,რომ ეხევათ და ხელების ქნევას ,რომ იწყებენ მასეა.

მიჭირს, ( ოო დიდო ღმერთო დაგვიფარე) მიჭირს მოგითხრო რევოლუციაზე,მაგრამ ბედმა ესეთი ეგოისტი მარგუნა(თუმცა არ იფიქრო ამის წაკითხვის შემდეგ ,რომ ყოველთვის აგიტან ესეთს) მოკლედ–სახეზე ეტყობა ყველა კრეტინული ფიქრი თუ აზრი რაც თავში უტრიალებს. გონია ,რომ არავის არ უყვარს და აპროტესტებს ყველას და ყველაფერს. აფექტშია 22საათ ნახევარი. ეს ა ადეკვატურია. დღე არ არის არ იჩხუბოს,მიზეზი ხშირ შემთხვევაში მისთვისაც ამოუცნობია :) ჩვენ იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ , მაგრამ ვაი ახალ–ახალო მამრებო და მეგობრებო . აგურზეც შეუძლია იეჭვიანოს.
გახსოვთ ამერიკული სერიალუ "გაქცევა"? ეს უნდა გადაეღოთ მთავარ როლში. მიზეზს თვითონ იპოვნის (აფსურდულს)დაადებს ტავს და გარბის. მე აღარ მივსდევ ამ "უბიწო კრავს" სხვებს რეფლექსი აქვთ.მიყვებიან და ყოველ ათ მეტრში ახალი აფსურდი იწყება.
მაგრამ მიყვარს,დედობრივმა ინსტიქტმა იჩინა თავი ჩემში.სულ ესეთი ჯიუტი კი არ იყო. იცით რა მართალია თავისი ნაწერების კითხვის დროს? ლეკვივითაა , როცა დაუყვირებენ და პატრონთან ,რომ მილეკვდება ხოლმე, ეგრე მოდის ესეც.აცრემლებული და თვითგვემას ეწევა.მთავარია რეალურად აღიქვას მოვლენები.

"ქარიშხალი" და "რევოლუცია" გავიგეთ,თუმცა მესამე დამრჩა.არა არა კი არ დამრჩა ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე– "მთვარეული"
არცერთს არ ეწყინება თუ ვიტყვი ,რომ ყველაზე მეტად ჩემია.ჩემი ცხოვრების ნაწილია.გრძნობს,როცა მიჭირს, იცის რას ვფიქრობ.სულელი და ჭკვიანია წარმოუდგენლად კონტრასტულია. აი, ქალურია.
მეთბილება ხოლმე.არ მინდა ბევრი დავწერო.
უბრალოდ მიყვარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები