ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭუჭული
ჟანრი: იუმორისტული
23 ივლისი, 2010


ჯემალაზე მაქვს ეჭვი...

მერწმუნეთ, ხახლნო ჩილიმი,
ასწორებს ლაყე კვერცხებით,
ამბობენ, პლანით სჯობსო და
რითი სჯობია ვერ ვხვდებით.

ბუფეტში ღვეზელნაჭამი,
ტუალეტში გადავღვეზელდი,
და შრომა  შემომესტრახა,
პლასტელინს ხელით ვერ ვზელდი.

პანოსი მაქ და გაფრთხილებთ,
უშნოდ ჭუჭულს ნუ ეხებით,
დაგაპანოსებთ, მოგართმევთ
ჩილიმს ლაყ-ლაყე კვერცხებით.

რახან პანოსი ვახსენე,
ხომ იცით სად მაქვს ხუჭული?
ტუალეტშიც დავამუღამე,
ვუმიზნებ თვალდახუჭული.

დღეს რომ ეგეთი წავჯღაპნე,
არ შეიმჩნიოთ „პა ბრატსკი“,
ფაფახი არ ჩამომართვათ,
არც ჩოხა და აზიაცკი.


ჰო და რომ არ დამავიწყდეს,
კიდევ მაქ ერთი ხუჭული,
მინდა, რომ არ გამომლანძღოთ,
არ ამაწითლოთ ჭუჭული.

არ მკითხოთ რატომ დავწერე,
ეს იდიოტო-კრატია,
ნეტა, კვერცხებმა დამმართეს,
თუ ჩაწყობილი კარტია?

(ჭუჭული ვარ მე , ლაყე კვერცხები ვერ გამიბედავდენენ ვეფერს... ვინ ჩააწყო აი კარტი, ვის თავში იმშობიარა ამ აზრმა?
უეჭველი ვინცხა ჩემი ზემლიკია....., ჯემალავ მოი აგზეეე.... შენი ნაჩალიჩარი ჯადო იქნება აი, რაც შენი ნაწერები წევიკითხე, უჟმურსავით ამყვა და ჰაა შედეგი...  .. ჯემალავ მოი აგზეეეეეეეეეეეე .. შენ და დაგაპანოსოოოოო ....:@:@:@:@ )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები