ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კოდაცი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2010


არა, რა ლექსი?!

არა, რა ლექსი?! ვინ დამწამა მე ლექსის წერა?!
ერთად ვაგროვებ მხოლოდ ფიქრებს, გრძნობებს არეულს.
არა, რის რითმი?! არითმია არ მიყვარს ალბათ
და ამიტომაც ვაკოწიწებ სტროფებს მთვარეულს...

ვერდატეული ოცნებები გულის კოშკებში,
სიყვარულისთვის გაფანტული წუთები მწკრივად.
გრძნობები ერთად აკინძული, გამზადებული
ჩამოსაკიდად ნამგალ მთვარეზე ქარვისფერ მძივად.

ეს ყველაფერი, ვგონებ, არის ძლიერ უბრალო...
ქარის მოტანილს ჭეშმარიტად ქარი წაიღებს
და ქარიშხლებმა სიყვარული რომ არ მომტაცონ,
ჭკუა ვისწავლე და პატარა ლექსად ავკინძე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები