21. რა საამოა ჩემი ორი ხე....... ქლიავის ხე. შეხე,აყვავდნენ - ერთი ახლა, მეორე -მერე.
ახლა და ამ წამს გადათარგმნა ჩემმა მეუღლემ ეს ჰაიკუ და მე ამ ავტორის რომ მეტად მომწონს,უფრო ლამაზი და ლირიულია - ვუმტკიცებ ამას! ჯიუტი მყავს ოჯახში,ჯიუუუტი :D
რა საამოა ჩემი ორი ხე....... ქლიავის ხე. შეხე,აყვავდნენ - ერთი ახლა, მეორე -მერე.
ახლა და ამ წამს გადათარგმნა ჩემმა მეუღლემ ეს ჰაიკუ და მე ამ ავტორის რომ მეტად მომწონს,უფრო ლამაზი და ლირიულია - ვუმტკიცებ ამას! ჯიუტი მყავს ოჯახში,ჯიუუუტი :D
20. ულამაზესია.... ულამაზესია....
19. ახლა კომენტარებსაც გადავხედე და სავსებით ვეთანხმები რობერტის კომენტარს, "როგორც კარგი ქართულით დაწერილი ლირიკული ლექსი" მართლაც რომ მოწონებას იმსახურებს. ნებისმიერ შემთხვევაში 5, თუნდაც მარტო მცდელობისთვის. ახლა კომენტარებსაც გადავხედე და სავსებით ვეთანხმები რობერტის კომენტარს, "როგორც კარგი ქართულით დაწერილი ლირიკული ლექსი" მართლაც რომ მოწონებას იმსახურებს. ნებისმიერ შემთხვევაში 5, თუნდაც მარტო მცდელობისთვის.
18. იაპონური პოეზია რომ არ მიყვარდეს, ხმას არ ამოვიღებდი საერთოდ, მაგრამ... დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც წესი არ ვცნობ "მეორე ენიდან" თარგმნილ ნაწარმოებებს. თუ იაპონური ენა იცი, სხვა საქმეა და თუ ინგლისურს ფლობ შესაბამის დონეზე, მაშინ უმჯობესია ინგლისურენოვან ავტორებს დაუთმო დრო და ყურადღება, იაპონელ ავტორებს კი სხვები მიხედავენ. მეორეც ის, რომ როდესაც თარგმნი ჰაიკუს, მაქსიმალურად უნდა ეცადო დაიცვა მისი სტრუქტურა. გასაგებია, რომ თარგმანში ეს ცოტა ძნელი გასაკეთებელია, მაგრამ თუ დააკვირდები იგივე შენს მიერ დადებულ ინგლისურენოვან თარგმანს, დაინახავ, რომ ბეილენსონი (თუ არ ვცდები სწორედ მისი თარგმანია) აქ ერთგვარ ხერხს მიმართავს სტრუქტურის დასაცავად. კერძოდ: მას, ტრადიციული იაპონური ტერცეტი შეგნებულად აქვს გადაკეთებული ოთხსტრიქონედად და ცალკე სტრიქონად აქვს გამოყოფილი "so gracious" და "see they flower", იმისთვის, რომ მკითხველს არ გაუჭირდეს ამ სინამდვილეში თერთმეტ მარცვლიანი ორი ტაეპის, კითხვის დროს ერთ შვიდმარცვლიან ტაეპად აღქმა. სინამდვილეში, ეს ინგლისური თარგმანი ასე იკითხება (ქართული ასოებით ვწერ და "წარმოსახვით" მარცვლებს ტირეებით ვყოფ, უფრო გასაგები რომ იყოს):
"მაი-თუ-პლამ-თრიი-არ სო-გრეი-შეს... სიი-ზეი-ფლოუ-ვერ ვან-ნაუ-ვან-ლე-თა"
შესაბამისად ვიღებთ 17 (5/7/5) მარცვლიან ტერცეტს, ანუ ჰაიკუს.
აქ წარმოდგენილ თარგმანს კი, მომიტევე და ჰაიკუსთან არაფერი საერთო არ აქვს, ეს უფრო "მინიმალიზმია". იაპონური პოეზია რომ არ მიყვარდეს, ხმას არ ამოვიღებდი საერთოდ, მაგრამ... დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც წესი არ ვცნობ "მეორე ენიდან" თარგმნილ ნაწარმოებებს. თუ იაპონური ენა იცი, სხვა საქმეა და თუ ინგლისურს ფლობ შესაბამის დონეზე, მაშინ უმჯობესია ინგლისურენოვან ავტორებს დაუთმო დრო და ყურადღება, იაპონელ ავტორებს კი სხვები მიხედავენ. მეორეც ის, რომ როდესაც თარგმნი ჰაიკუს, მაქსიმალურად უნდა ეცადო დაიცვა მისი სტრუქტურა. გასაგებია, რომ თარგმანში ეს ცოტა ძნელი გასაკეთებელია, მაგრამ თუ დააკვირდები იგივე შენს მიერ დადებულ ინგლისურენოვან თარგმანს, დაინახავ, რომ ბეილენსონი (თუ არ ვცდები სწორედ მისი თარგმანია) აქ ერთგვარ ხერხს მიმართავს სტრუქტურის დასაცავად. კერძოდ: მას, ტრადიციული იაპონური ტერცეტი შეგნებულად აქვს გადაკეთებული ოთხსტრიქონედად და ცალკე სტრიქონად აქვს გამოყოფილი "so gracious" და "see they flower", იმისთვის, რომ მკითხველს არ გაუჭირდეს ამ სინამდვილეში თერთმეტ მარცვლიანი ორი ტაეპის, კითხვის დროს ერთ შვიდმარცვლიან ტაეპად აღქმა. სინამდვილეში, ეს ინგლისური თარგმანი ასე იკითხება (ქართული ასოებით ვწერ და "წარმოსახვით" მარცვლებს ტირეებით ვყოფ, უფრო გასაგები რომ იყოს):
"მაი-თუ-პლამ-თრიი-არ სო-გრეი-შეს... სიი-ზეი-ფლოუ-ვერ ვან-ნაუ-ვან-ლე-თა"
შესაბამისად ვიღებთ 17 (5/7/5) მარცვლიან ტერცეტს, ანუ ჰაიკუს.
აქ წარმოდგენილ თარგმანს კი, მომიტევე და ჰაიკუსთან არაფერი საერთო არ აქვს, ეს უფრო "მინიმალიზმია".
17. ლევან, აქ გადმომაქვს ის პასუხი, რომელიც PM-ში მომწერე. მგონი უფრო უპრიანია, აქ იყოს ეს...
"დიდი მადლობა ბატონო რობერტ და ქალბატონო თამარ, შეფასებისათვის. სწორია თამარი, როდესაც ამბობს: ”...და ღმერთმა იცის, როგორი შინაარსი აქვს იაპონურად”. საქმე იმაშია, რომ თვით იაპონური წარმოშობის ჰაიკუს მთარმგნელებიც კი (სუძუკი და სხვები) ვერაფერს უშვებიან ანგლო-საქსური ენების გრამატიკასა და ლექსიკას, იაპონურიდან თარგმნის დროს. ინგლისური თავისი ლექსიკით კარნახობს მტარგმნელს შესაძლო ვარიანტებს. მინიმალისტური ფორმის მქონე ჰაიკუ, კიდევ უფრო მშრალს ხდის ინგლისურ თარგმანს (ხშირ შემთხვევაში). მე მგონია, რომ ინგლისური თარგმანები მაქსიმალურად არის მიახლოებული ორიგინალთან და ლექსიკურად მაინც, ისინი შესატყვისია ორიგინალისა. რაც შეეხება ფონეტიკას და ლექსის ჟღერადობას - ეს სულ სხვა სამყაროა. იაპონური ენა და მათი ბუდისტურ-ანიმისტური ტრადიციების ნაზავი (შინტო+ბუდიზმი) განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევენ სიტყვის ჟღერადობას (იხ. Kotodama or kototama, 言霊 - ”კოტო” (სიტყვა, მეტყველება) და ”ტამა” (სული). იაპონელებს სჯერათ, რომ სიტყვებსა და ბგერებს აქვთ მისტიკური ძალა და სიტყვებში და სახელებში ეს ძალებია დაფარული (უხეში ანალოგიისათის შეიძლება გავიხსენოთ ებრაული ”კაბბალაჰ” და ციმბირული შამანიზმი). იაპონელებისათვის გასაგები შინაარსობრივი და მისტიკური დატვირთვის სიტყვა, ინგლისურად თარგმნისას ერთ ჩვეულებრივ (ინდოევროპული ენების) სიტყვად გადაიქცევა და მკითხველისათვის უცნობი რჩება ის ემოცია და/ან შინაარსი, რომელიც იაპონელმა მკითხველმა თავის მშობლიური ენიდან და ტრადიციიდან მიიღო, ჰაიკუს ან ტანკას კითხვისას.
ამიტომაც, მე, როგორც ქართველი, თარგმნისას, ვამატებ (ხანაც არ ვატებ) იმ ჩემს ემოციას/განცდებს/ცოდნას, რომლისკენაც მიმმართავს იაპონელი პოეტის სიტყვები და მათი, ხშირად დაფარული, შინააარსი." ლევან, აქ გადმომაქვს ის პასუხი, რომელიც PM-ში მომწერე. მგონი უფრო უპრიანია, აქ იყოს ეს...
"დიდი მადლობა ბატონო რობერტ და ქალბატონო თამარ, შეფასებისათვის. სწორია თამარი, როდესაც ამბობს: ”...და ღმერთმა იცის, როგორი შინაარსი აქვს იაპონურად”. საქმე იმაშია, რომ თვით იაპონური წარმოშობის ჰაიკუს მთარმგნელებიც კი (სუძუკი და სხვები) ვერაფერს უშვებიან ანგლო-საქსური ენების გრამატიკასა და ლექსიკას, იაპონურიდან თარგმნის დროს. ინგლისური თავისი ლექსიკით კარნახობს მტარგმნელს შესაძლო ვარიანტებს. მინიმალისტური ფორმის მქონე ჰაიკუ, კიდევ უფრო მშრალს ხდის ინგლისურ თარგმანს (ხშირ შემთხვევაში). მე მგონია, რომ ინგლისური თარგმანები მაქსიმალურად არის მიახლოებული ორიგინალთან და ლექსიკურად მაინც, ისინი შესატყვისია ორიგინალისა. რაც შეეხება ფონეტიკას და ლექსის ჟღერადობას - ეს სულ სხვა სამყაროა. იაპონური ენა და მათი ბუდისტურ-ანიმისტური ტრადიციების ნაზავი (შინტო+ბუდიზმი) განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევენ სიტყვის ჟღერადობას (იხ. Kotodama or kototama, 言霊 - ”კოტო” (სიტყვა, მეტყველება) და ”ტამა” (სული). იაპონელებს სჯერათ, რომ სიტყვებსა და ბგერებს აქვთ მისტიკური ძალა და სიტყვებში და სახელებში ეს ძალებია დაფარული (უხეში ანალოგიისათის შეიძლება გავიხსენოთ ებრაული ”კაბბალაჰ” და ციმბირული შამანიზმი). იაპონელებისათვის გასაგები შინაარსობრივი და მისტიკური დატვირთვის სიტყვა, ინგლისურად თარგმნისას ერთ ჩვეულებრივ (ინდოევროპული ენების) სიტყვად გადაიქცევა და მკითხველისათვის უცნობი რჩება ის ემოცია და/ან შინაარსი, რომელიც იაპონელმა მკითხველმა თავის მშობლიური ენიდან და ტრადიციიდან მიიღო, ჰაიკუს ან ტანკას კითხვისას.
ამიტომაც, მე, როგორც ქართველი, თარგმნისას, ვამატებ (ხანაც არ ვატებ) იმ ჩემს ემოციას/განცდებს/ცოდნას, რომლისკენაც მიმმართავს იაპონელი პოეტის სიტყვები და მათი, ხშირად დაფარული, შინააარსი."
16. როობ, გეთანხმები, მაგრამ, ინგლისური ლექსიც ისეთივე თარგმანია, როგორც ქართული... და ღმერთმა იცის, როგორი შინაარსი აქვს იაპონურად.
ანუ, ჩვენ ფაქტიურად ხელთ გვაქვს იაპონური ჰაიკუს ინგლისური თარგმანის ქართული თარგმანი. :)))
მე ამ ინგლისურ თარგმანს - ლევანის შესრულებული ქართული თარგმანი ვამჯობინე, - უფრო ლამაზად ჟღერს. როობ, გეთანხმები, მაგრამ, ინგლისური ლექსიც ისეთივე თარგმანია, როგორც ქართული... და ღმერთმა იცის, როგორი შინაარსი აქვს იაპონურად.
ანუ, ჩვენ ფაქტიურად ხელთ გვაქვს იაპონური ჰაიკუს ინგლისური თარგმანის ქართული თარგმანი. :)))
მე ამ ინგლისურ თარგმანს - ლევანის შესრულებული ქართული თარგმანი ვამჯობინე, - უფრო ლამაზად ჟღერს.
15. ძალიან საინტერესო თარგმანია და ძალიან (მე ვიტყოდი, ზედმეტად) თავისუფალიც...
ეს ფაქტიურად ახალი პასაჟით დატვირთული ახალი ლექსია, სადაც ხეებმა არა მარტო ყვავილობა მოასწრეს, დედნისგან განსხვავებით, არამედ თბილი ჰაერიც კი გაჟღინთეს ნაზი სურნელით... მესმის პოეტური თავისუფლების და თარგმანის თავისუფლების, ცხადია, და იმისიც, რომ მთარგმნელმა ქართული ლესის პოლიფონიურობას მაქსიმალურად მოარგო დედნის ტექსტი, და გაითმა კიდეც (დედანში არ არის რითმა!), და კარგად მოახერხა ისიც არ გასცდენოდა ლექსის საერთო სიუჟეტურ (სახეობრივ) საზღვრებს... თუმცა არც თარგმანში ბოლო ბწკარის გარეშე დაშავდებოდა რამე... ანუ თარგმანი მაინც სრულყოფილი იქნებოდა, ვფიქრობ, თუმცა ეს უკვე პოეტური (და მთარგმნელის, ცხადია) გემოვნების საკითხია.
ძალიან მომწონს თარგმანი, როგორც კარგი ქართულით დაწერილი ლირიკული ლექსი!
ძალიან საინტერესო თარგმანია და ძალიან (მე ვიტყოდი, ზედმეტად) თავისუფალიც...
ეს ფაქტიურად ახალი პასაჟით დატვირთული ახალი ლექსია, სადაც ხეებმა არა მარტო ყვავილობა მოასწრეს, დედნისგან განსხვავებით, არამედ თბილი ჰაერიც კი გაჟღინთეს ნაზი სურნელით... მესმის პოეტური თავისუფლების და თარგმანის თავისუფლების, ცხადია, და იმისიც, რომ მთარგმნელმა ქართული ლესის პოლიფონიურობას მაქსიმალურად მოარგო დედნის ტექსტი, და გაითმა კიდეც (დედანში არ არის რითმა!), და კარგად მოახერხა ისიც არ გასცდენოდა ლექსის საერთო სიუჟეტურ (სახეობრივ) საზღვრებს... თუმცა არც თარგმანში ბოლო ბწკარის გარეშე დაშავდებოდა რამე... ანუ თარგმანი მაინც სრულყოფილი იქნებოდა, ვფიქრობ, თუმცა ეს უკვე პოეტური (და მთარგმნელის, ცხადია) გემოვნების საკითხია.
ძალიან მომწონს თარგმანი, როგორც კარგი ქართულით დაწერილი ლირიკული ლექსი!
14. მართლა კარგი თარგმანია, იაპონურ ჰაიკუს რომ შეეფერება ქართული ენისაგან! მართლა კარგი თარგმანია, იაპონურ ჰაიკუს რომ შეეფერება ქართული ენისაგან!
13. ნახეთ აყვავდნენ! ... აი, ეხლა...სულ ამ წუთს აყვავდნენ...როცა წავიკითხე...:) ძალიან კარგად გამოგდით...5 ნახეთ აყვავდნენ! ... აი, ეხლა...სულ ამ წუთს აყვავდნენ...როცა წავიკითხე...:) ძალიან კარგად გამოგდით...5
12. მეც მომეწონა... :) +2 მეც მომეწონა... :) +2
11. ულამაზესი თარგმანია :) თითქოს ნაზი სურნელიც კი მოიტანა :) ულამაზესი თარგმანია :) თითქოს ნაზი სურნელიც კი მოიტანა :)
10. დიდი მადლობა გიგო! გამეხარდა, რომ ჩემმა ქართულმა კარგად გადმოსცა იაპონელი პოეტის ნახატი. გაიხარეთ! დიდი მადლობა გიგო! გამეხარდა, რომ ჩემმა ქართულმა კარგად გადმოსცა იაპონელი პოეტის ნახატი. გაიხარეთ!
9. +2 ნამდვილად +2 ნამდვილად
8. სრულად ვეთანხმები თამარს!!! ისე მოვიდა თარგმანი გულთან, რომ აი ვერ ავღწერ!!! ქლიავი მეფილოსოფოსა!!! უძლიერესი ჰაიკუა, მაგრამ ეს სიბრძნე შენ მოიტანე ჩვენამდე ნათლად და არა ინგლისურმა ტექსტმა!!! გაიხარე შენა!!! შთაბეჭტილებების ქვეშ ვარ. ჰოოო, მართლა... ჰარირამას მისალმების ტექსტმაც მომხიბლა. ისე რა სორად შეურჩევია შენთვის სახელი, არა?!
ლი ვან სან, ძლიერი ხარ!!! გაიხარე შენა!!! სრულად ვეთანხმები თამარს!!! ისე მოვიდა თარგმანი გულთან, რომ აი ვერ ავღწერ!!! ქლიავი მეფილოსოფოსა!!! უძლიერესი ჰაიკუა, მაგრამ ეს სიბრძნე შენ მოიტანე ჩვენამდე ნათლად და არა ინგლისურმა ტექსტმა!!! გაიხარე შენა!!! შთაბეჭტილებების ქვეშ ვარ. ჰოოო, მართლა... ჰარირამას მისალმების ტექსტმაც მომხიბლა. ისე რა სორად შეურჩევია შენთვის სახელი, არა?!
ლი ვან სან, ძლიერი ხარ!!! გაიხარე შენა!!!
7. ჩემი სუბიექტური სიმპატიები ჰაიკუს ჩემი სუბიექტური სიმპატიები ჰაიკუს
6. როგორ მიყვარს იაპონური პოეზია... ძალიან ტევადია და მრავლისმთქმელი... ქლიავის სურნელება მომიტანა ახლა ამ ლექსმა და კიდევ: ჩემი საყვარელი იაპონური ანდაზა გამახსენდა: "ადამიანები მოვლენ და ქება-დიდებას შეასხამენ ალუბლების ყვავილებს. მაგრამ ჭეშმარიტად ერთგულია ის, ვინც მაშინ მოვა, როცა ალუბლები დაჭკნებიან"... მადლობა ამ თარგამისთვის. გაიხარეთ როგორ მიყვარს იაპონური პოეზია... ძალიან ტევადია და მრავლისმთქმელი... ქლიავის სურნელება მომიტანა ახლა ამ ლექსმა და კიდევ: ჩემი საყვარელი იაპონური ანდაზა გამახსენდა: "ადამიანები მოვლენ და ქება-დიდებას შეასხამენ ალუბლების ყვავილებს. მაგრამ ჭეშმარიტად ერთგულია ის, ვინც მაშინ მოვა, როცა ალუბლები დაჭკნებიან"... მადლობა ამ თარგამისთვის. გაიხარეთ
4. ლი ვან სან მოგიკითხე და ნაზ სურნელი ქლიავის ყვავილის შევისუნთქე:) ლი ვან სან მოგიკითხე და ნაზ სურნელი ქლიავის ყვავილის შევისუნთქე:)
3. გმადლობ თამარ! მიხარია, რომ ჰაიკუს თარგმანს (მართალია, მხოლოდ ინგლისურიდან, ჯერ-ჯერობით) ნელ-ნელა გულშემატკივრები გაუჩნდნენ. ეს იაპონური სასწაული (ჰაიკუს ვგულისხმობ), სწორედ ის ხატებებია, რომლებიც ყველაზე უფრო საინტერესოა ჩემთვის. მათი დანახული ჩვეულებრივი სამყარო, გადმოცემული არაჩვეულებრივი პოეტურობით. დიდი მადლობა გულშემატკივრობისათვის. გმადლობ თამარ! მიხარია, რომ ჰაიკუს თარგმანს (მართალია, მხოლოდ ინგლისურიდან, ჯერ-ჯერობით) ნელ-ნელა გულშემატკივრები გაუჩნდნენ. ეს იაპონური სასწაული (ჰაიკუს ვგულისხმობ), სწორედ ის ხატებებია, რომლებიც ყველაზე უფრო საინტერესოა ჩემთვის. მათი დანახული ჩვეულებრივი სამყარო, გადმოცემული არაჩვეულებრივი პოეტურობით. დიდი მადლობა გულშემატკივრობისათვის.
2. ლამაზია ქართულად!
(თუმცა თარგმანის ხარისხზე ვერაფერს ვიტყვი ინგლისურის არცოდნის გამო...)
ლამაზია ქართულად!
(თუმცა თარგმანის ხარისხზე ვერაფერს ვიტყვი ინგლისურის არცოდნის გამო...)
1. გეფიცები, შენი ნათარგმნი თუ უკეთესი არ იყოს ორიგინალთან შედარებით...
:))))))) 5 გეფიცები, შენი ნათარგმნი თუ უკეთესი არ იყოს ორიგინალთან შედარებით...
:))))))) 5
|