 | ავტორი: ლევანი-7 ჟანრი: პოეზია 7 აგვისტო, 2010 |
მინდა რომ შენი მონატრება ვიყო უსაზღვრო, ფიქრობდე ჩემზე დღეში თუნდაც სულ ერთი წამი, არ მემეტები იმისათვის, რომ ცრემლი ღვარო, მე შენ მიყვარხარ, სიყვარულში - ეს მე ვარ ხამი.
მსურს მონატრება შენი ვიყო მე უსაშველო და სურვილებში ლანდად გედგეს ჩემი აჩრდილი, როგორ მინდოდა, რომ ამ ქვეყნად სულ ერთად გვევლო წადილი დარჩა ასე, ჩემგან არც კი განცდილი.
მენატრებოდი და ყოველ წამს მელანდებოდი, სული განიცდის დადაგული გულის ტკივილებს, მე რომ მიყვარდი - შენ წუთით არ გაგონდებოდი, ჩემი სიკვდილი შეწყვეტს თქვენთან მწარე ჩივილებს.
მოგაგონდები, ისევ შეჰკრავ წამით გრძელ წარბებს, აგეტირება, ტირილი რომ არ გენდომება, ზეცის აწყვეტილ ცხოვრებიდან ვამტვრევ დარაბებს ცრემლიან თვალებს დაგიკოცნი და გეამება.
შენს სიყვარულში საუკუნეს რომ ვაცილებდი ობოლი სულის კივილს მუდამ განიცდის გული, ზეცის მონაბერ მე შენს სუნთქვას ვაყვავილებდი, და ნათელ ღამეს ვარსკვლავებში ვწან თაიგული.
მიმაფრენს რაში - ილეწება რაც მხვდება გზაზე მივუახლოვო მინდა ზეცას აწვდილი ხელი, ღამის წყვდიადში ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე მე ცისარტყელით გამოვსახე შენი სახელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა ყველას. გამგები გაიგებს ყველაფერს. მეც ერთს ვიტყვი, რომ ბევრი რამ რაც ჩვენ არარეალური გვგონია _ შესაძლებელია. და მეც ბევრი წამიკითხია. შორს რომ არ წავიდე, თუნდაც ამ საიტზე. მე შემთხვევით არ შემშლია:) მადლობა ყველას. გამგები გაიგებს ყველაფერს. მეც ერთს ვიტყვი, რომ ბევრი რამ რაც ჩვენ არარეალური გვგონია _ შესაძლებელია. და მეც ბევრი წამიკითხია. შორს რომ არ წავიდე, თუნდაც ამ საიტზე. მე შემთხვევით არ შემშლია:)
7. ლევან, ჩემო კარგო! სიყვარული უმშვენიერესი რამაა, ლექსი კი ცოტა სუსტია. არ მიწყინო. ბევრს არ გეტყვი - ღამის წყვდიადში ცისარტყელა არაფრით არ იქნება... წარმატებები შენ სიყვარულშიც და პოეზიაშიც! ლევან, ჩემო კარგო! სიყვარული უმშვენიერესი რამაა, ლექსი კი ცოტა სუსტია. არ მიწყინო. ბევრს არ გეტყვი - ღამის წყვდიადში ცისარტყელა არაფრით არ იქნება... წარმატებები შენ სიყვარულშიც და პოეზიაშიც!
6. მე რომ მიყვარდი - შენ წუთით არ გაგონდებოდი, ჩემი სიკვდილი შეწყვეტს თქვენთან მწარე ჩივილებს.
ჯერ ადრეა სიკვდილი. ბევრი რამე ვნახე ჩემთვის ნაცნობი და ახლობელი ამ ლექსში. +2 მე რომ მიყვარდი - შენ წუთით არ გაგონდებოდი, ჩემი სიკვდილი შეწყვეტს თქვენთან მწარე ჩივილებს.
ჯერ ადრეა სიკვდილი. ბევრი რამე ვნახე ჩემთვის ნაცნობი და ახლობელი ამ ლექსში. +2
5. დაიხვეწება ხელწერა და ლექსებიც უკეთესად დაიწერება, ნიჭი თავისას იზამს! 55 დაიხვეწება ხელწერა და ლექსებიც უკეთესად დაიწერება, ნიჭი თავისას იზამს! 55
4. მდაას... :-? სიყვარული კარგია...მაგრამ ლექსი?..."ეს მე ვარ ხამი"? :-? მდაას... :-? სიყვარული კარგია...მაგრამ ლექსი?..."ეს მე ვარ ხამი"? :-?
2. ხამიო?
ლექსში ხომ მთავარი გულია,მეგობრებო!
+2
გენიოსი ლურსმანი. ხამიო?
ლექსში ხომ მთავარი გულია,მეგობრებო!
+2
გენიოსი ლურსმანი.
1. არაუშავს +2 არაუშავს +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|