 | ავტორი: ლევანი-7 ჟანრი: პოეზია 12 აგვისტო, 2010 |
მივდივარ, ყოველ წუთს ვშორდები ქვეყანას თან მიმაქვს დარდი და ოცნება მწველი, მას ვისაც სიცოცხლე ამ ქვეყნად ეწადა ბედმა უმუხთლა და დარია ხელი.
ცხოვრება ულმობელი, ვერაგი ბრჭყალებით როდის, სად გიყელებბს - ვერ ეტყვი უარს მოდგება დაარბევს - შენს ნაგებს წვალებით არ არჩევს ამ ქვეყნად მართალს და მტყუანს.
მეც მისი მსხვერპლი ვარ, ასე განწირული მივყვები ბილიკს - ხან ვხარობ, ხან ვტირი, ობლობას მიჩვეული, კვლავ მე ვარ ეული ჩემს მიმართ შეუკვრია სულ ყველას პირი.
მივდივარ მონატრებულს იქ ვნახავ მამაჩემს ყველასგან წავუღებ მოკითხვის სალამს ვეტყვი რომ დედა ობლობას არ გვამჩნევს და მედგრად აფრიალებს ჩვენს თავზე ალამს.
აქედან გამყვება მე დედის ცრემლები და დარდი გულს რომ ბზარავს ვაიმე დედავ აქედან მეცრემლები სიცოცხლე გაგიმწარე ჭარმაგს.
და ჩემი დაიკო პატარა თითებით სანთელს არ მომაკლებს მარად ამოვა საფლავზე ლურჯი იებით თავისთვის მომიგონებს წყნარად.
მცირე ხნით ყველა შეწუხდება იტყვიან კარგსაც და ავსაც ჩემს წასვლას ტირილი არ უხდება, ცრემლი სდის ქალსა და კაცსაც.
მე მწარე წარსული მივატოვე მხოლოდ მაქვს სიმშვიდის განცდა სასახლით მეგობრები სივრცეს მიაპობენ ღვთისმშობლის ტაძარსაც გასცდა…
ყველა მიმაცილებს უკანასკნელად ყვავილებს მიფენენ ფეხთა უნდათ აღიბეჭდონ წუთი წარუშლელად წარსულის უქრობ დღეთა.
დიახ! მე მივდივარ იქ, იმ ქვეყანაში და ვრჩები წარსულში თქვენთან ჩემი სიყვარული გეგონათ თამაში აწყვეტილ, გაუგონარ ბედთან.
და ეგ წარმოსახვა ამდენს თუ აიტანს აწმყოში მე დავრჩები თქვენთან ზეცამდე შენს სახელს კივილით ავიტან და მაინც ვერ მოვალ შენთან…
უგონო თვალებით დავეძებ მხოლოდ ერთს არა ჩანს, ვერ ვხედავ ხალხში, ცრემლიც არ მაპკურა, შევჩივი მაღალ ღმერთს მან მითხრა, რომ ის ტირის სახლში.
თურმე ჰყვარებიხარ, მაგრამ გამოჩენას ახლა ვერა ბედავს ხალხში, იცის დაუყრიან უამრავ ენას და რომ გაჭორავენ კარში.
მინდა მისი ცრემლი ჩამყვეს სამარეში გულზე დამეცეს ნამად, სიტურფე მისი ჩემს ახალ მხარეში წამყვეს დაუვიწყებ წამად.
მაგრამ შენ ყოველთვის ოცნება გიყვარდა, ნატრობდი აუხდენელ ნატვრით, შენმა სურვილებმა ვერასდროს ივარდა ვერც მიეახლა გაკვრით.
აგერ ვარდობის თვეს, მხოლოდ ერთად-ერთხელ შენსკენ მომავალს ხედავ ფიგურას თხელს ვარდებით გილოცავს დაბადების დღეს სანთელს აგინთებს და აფარებს ხელს.
შენ კი გაჰკივიხარ ზეცაში მდუმარებით… ამ ქვეყნად რად იყავი წყნარი?! ყოველთვის იყავი ყველგან გულანთებით არასდროს დაგიშვია ფარი.
ახლა მხოლოდ ერთი დამრჩა სათხოვარი გიბარებთ ძმებსა და დებს ოჯახს მიმიხედეთ, არ ვარ მათხოვარი ღვინო დამილიეთ დღეს.
საფლავზე გამოდით, ფეხი დამაბიჯეთ ღვინო წამიქციეთ ზედ, თქვენი სიყვარულით სიკვდილი გადავგლიჯე ისევ ცოცხალი ვარ და მხნე…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არავის გაკვირვებას არ ვაპირებ არავის გაკვირვებას არ ვაპირებ
3. რასველოდებოდი და ჩემთვის რაიმე ახალს!
საფლავები და დატირებები დიდი ხანია მოძველდა,მეგობარო. ( :
ამ ნაწერით ვერავის გააკვირვებ.
მოკლედ განვედი მე. რასველოდებოდი და ჩემთვის რაიმე ახალს!
საფლავები და დატირებები დიდი ხანია მოძველდა,მეგობარო. ( :
ამ ნაწერით ვერავის გააკვირვებ.
მოკლედ განვედი მე.
2. რას ელოდებოდი? რა თქმ უნდა შენ არაფერს მოგცემდა! რას ელოდებოდი? რა თქმ უნდა შენ არაფერს მოგცემდა!
1. მწველი დარდი და ოცნება,ულმობელი,ბრჭყალებიანი ცხოვრება,ეულობა...
ამხელა ნაწერია და არაფერი მომცა...
ნახევრამდეც ვერ მივედი.. მწველი დარდი და ოცნება,ულმობელი,ბრჭყალებიანი ცხოვრება,ეულობა...
ამხელა ნაწერია და არაფერი მომცა...
ნახევრამდეც ვერ მივედი..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|