ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო_ხევსური
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2008


ხევსურეთს

ჩამაიქროლებს არწივი
და თვალებს შემომანათებს,
ოქროებს გვაფენს კაშკაშა
მზე მთა_ჭიუხებს ანათებს.
ჭაღარა, გოროზი მთები
ამაყად გადმამცქერიან
და მათ კალთებზე ხასხასა
ბალახნი ლაღად მღერიან..
მწვერვალზედ ბრწყინავს ალმასი,
თვალებს მჭრის ელვარებითა,
ქვევით არაგვი ღრიალებს,
მოშხუის მღელვარებითა.
გაზაფხულს ფერთა გამები
ზღაპრულად შეგმატება
და შენსა მხილველს მარადჟამს
ჩარჩება შენი ხატება..
ო ხევსურეთო მშევენებით
ნურც ნურვინ შაგედარების,
დაჩრდილე თავად ედემი,
ღმერთიც არ შამედავების..
შენი შვილი ვარ..ვამაყობ..
მსურს მუდამ შენით ვხარობდე,
დიადო შენის სიტურფით
გულის იარას სწამლობდე..
ნეტავ დაბრუნდეს წარსული,
მაცხოვრა მაგ ქონგურებზე,
ხევსურთა ლხინში მამღერა
შაირითა ჩონგურებზე..
ტამთ მეცვას კაბა ნაქარგი,
არც რაი მქონეს სამდური,
მაცეკვა ნამდვილ ვაჟკაცთან,
თოლ ვუბრიალო მაცდური..
მწუხრისას ხინკალ ჩავყაროთ,
ღრეობა იყოს..ლუდის სმა..
ხევისრის ლოცვას ჰყვეოდეს
ხატ_დროშებისა ეჟვნის ხმა..
ცხენზე შემართულ ვაჟკაცნი
დოღში ერთურთსა სჯიბრობდენ,
კეჭნაობაში მაგებულ
დიაცის გულსა იპყრობდნენ.
დილით თვალებზე მკოცნიდეს
ციალი მზისა სხივისა,
კოკა შევიდგა მხარზედა
საზიდად წყლისა ცივისა..
რა საამოა ოცნება,
გულს ეფონების თბილადა.
ამოვალ..შენთან დავრჩები..
შენთან ვიცხოვრებ ტკბილადა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები