რა ლამაზი ხარ მწვერვალო მორთულო ბურუსითაო, შენ პატარძალო ბუნების შემკულო ფუსფუსითაო. ნისლი თავს შამაგხვევია ფატად გებნევა თმაზედა, გამშვენებს ყოილთ ნაქარგი თეთრი კაბაი ტანზედა. თვალ_მარგალიტი დაგყრია მკერდზე ვით სამკაულია, უფალმა შენი სახითა გვაჩუქა სასწაულია. კოხტად გიჭირავს კისერი, თმებში ჩაგწვნია ვერცხლია. ნაძერწო ღვთისგან უნაკლოდ აგვინთე გულში ცეცხლია. შორეული ხარ ალმასო, ბრწყინავ ირგვლივ და ელვარებ, მნახველთ აოცებ, იზიდავ, გულს უქსოვ გრძნობას მღელვარეს. მორცხვად ძირსა ხრი თვალებსა, წამწმებით მალავ მზერასა. ნეტავ ვის უცდი ვიცოდე, ვის უძღვნი გულის ძგერასა. უწვდომი ხარ და უმანკო, ელი წამყვანსა ღირსსაო, ამაყსა და დალოცვილსა, ძლევამოსილსა გმირსაო. სადღაა სოფლად მასეთი? მითამც შეგკვრია წარბია. გულცივი გახდი ლოდინში საუკუნენი გარბიან. გამაჩნდებისა ვაჟკაცი გოტოზი მზისა სადარი? იმედი ქრების, დრო გადის, ის კი სადაა?..სად არის? არ დაჭკნეს შენი სიტურფე, დაიბადების რჩეული, გვერდს დაგიმშვენებს ლამაზო და არ დარჩები ეული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ყოჩაღ სულო5 ყოჩაღ სულო5
14. ყოჩაღ, ძალიან კარგია
ყოჩაღ, ძალიან კარგია
13. უF,პაპანაქება სიცხეში მთის მდინარეში რომ გადაეშვები ....სწორედ ასეთი სიამოვნებაა შენი ლექსის წაკითხვა
შენს მშობლებს მოკითხვა რომ ასეთი ჯიგრიანი გოგო რომ აჩუქა ღმერთმა გაიხარე ... უF,პაპანაქება სიცხეში მთის მდინარეში რომ გადაეშვები ....სწორედ ასეთი სიამოვნებაა შენი ლექსის წაკითხვა
შენს მშობლებს მოკითხვა რომ ასეთი ჯიგრიანი გოგო რომ აჩუქა ღმერთმა გაიხარე ...
11. ლამაზია, შენი რაც წავიკითხე, ყველაზე საუკეთესოა და კარგია შედარების გარეშეც. ნეკერასი არ იყოს, გოტოზი მეც ვერ გავიგე რა არის. ალბათ გოროზი უნდა იყოს.
5 ქულა ლამაზია, შენი რაც წავიკითხე, ყველაზე საუკეთესოა და კარგია შედარების გარეშეც. ნეკერასი არ იყოს, გოტოზი მეც ვერ გავიგე რა არის. ალბათ გოროზი უნდა იყოს.
5 ქულა
10. ლამაზია. ეს ლექსები ყოველთვის მთაში წასასვლელად განმაწყობს. ლამაზია. ეს ლექსები ყოველთვის მთაში წასასვლელად განმაწყობს.
8. როცა ასე წერ ან საერთოდ არ უნდა წერო ან ძალიან კარგად უნდა მომიტანო როცა ასე წერ ან საერთოდ არ უნდა წერო ან ძალიან კარგად უნდა მომიტანო
7. წარმატება ავტორს წარმატება ავტორს
6. უჩვენოდაც ტრიალებდა მიწა, ჩვენი თვალთა ჩენა, უჩვენოდაც იტრიალებს- მთავარია, რა ვართ ჩვენა!
მე კი, შენი შემოქმედებით ნაწილობრივ შეგიცნობ, ვინ ხარ შენა! :) უჩვენოდაც ტრიალებდა მიწა, ჩვენი თვალთა ჩენა, უჩვენოდაც იტრიალებს- მთავარია, რა ვართ ჩვენა!
მე კი, შენი შემოქმედებით ნაწილობრივ შეგიცნობ, ვინ ხარ შენა! :)
5. გოტოზი რა არის თამ? :) და კიდევ "წამწები" შეასწორე, წამწამიც რომ ჩასვა რიტმი არ ირღვევა ;) 5 შენ. გოტოზი რა არის თამ? :) და კიდევ "წამწები" შეასწორე, წამწამიც რომ ჩასვა რიტმი არ ირღვევა ;) 5 შენ.
3. მადლობა ბუბუ..რავი ირი ვარ რა..ხვალ სოფელში მივდივაააააააარ...მაშ :) მადლობა ბუბუ..რავი ირი ვარ რა..ხვალ სოფელში მივდივაააააააარ...მაშ :)
1. ირი ჩემი ქალი...ისევ შენ ხო? :) ირი ჩემი ქალი...ისევ შენ ხო? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|