ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მხოლოდ შენ ერთს
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2010


სიახლოვით, თრთოლვით, ალერსით...

რა ლამაზია ეს სამყარო, ახლა, როდესაც
ერთად ვართ, ერთად, ვეფერებით ერთიმეორეს,
წეღან სიზმარში თითქოს შენი სუნთქვა მომესმა,
რასაც სიცხადეც ადასტურებს და იმეორებს...

ბედნიერი ვარ, სიახლოვით, თრთოლვით, ალერსით,
შენი ღიმილის და ვნებების სიახლოვეთი,
მაგ შენს სითბოში, სიკეთეში, სისუფთავეში,,,
ბოლოს და ბოლოს, ხომ შევძელ და მაინც მოვედი!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები