ავტორი: რ_____ო_____ი ჟანრი: პოეზია 7 სექტემბერი, 2010
ბაკურ სვანიძეს
უკვე იმედის ზღუდე მოემტვრა, დღეებს მომავლის ფიქრით შემოსილს, ძნელია დარჩე ქართველ პოეტად, ძმაო, დღევანდელ საქართველოში. ჰოდა ერთმანეთს როგორ არ ვუთხრათ რომ სულიერად ისე დავბერდით, მხოლოდ ლექსებში გვრჩება საკუთრად - ბანა, სოხუმი, ტაო, შატბერდი. ბედის მისხალი მაინც გვქონოდა, ახლა იმედი გვქონდეს რაღასი - ტუჩთან მოკვნეტილ მხარეს ვგლოვობთ და სადღაც უტუჩოდ დადის აფხაზი. თუნდაც სისხლით და თუნდაც დებოშით, რამე ვიღონოთ, სანამ გაგვთელავს ეპოქა, თორემ საქართველოში ძნელია დარჩე ქართველ - ქართველად. და თუ კი ვინმეს ახლა არ სძინავს დაძინებაში ეს ლექსი უშლის, ქვეყანას გულ-თან დაუდე ბინა, რადგანაც აღარ გეტევა გულ-ში. ამ ტკივილებზე, ამ სისუსტეზე, თუნდაც ბოღმით და თუნდაც მხილებად, ყველაფერი ვთქვათ დროა სანამდის და სანამდისაც გვეთქმევინება...
კარგი ლექსია. სულიერად დაბერების ბრალია ვითომ,რომ მხოლოდ ლექსებში გვრჩება საკუთრად ბანა,სოხუმი,ტაო,შატბერდი?თუმცა ლექსი მიძღვნაა და პერსონალური,ამიტომ შესაძლოა ავტორი ადრესატსა და თავის თავს გულისხმობს.( ამიტომ ეს- "გვრჩება.")ასეთ შემთხვევაში,არაფერი მეთქმის. 5

ლექსი კარგია, მაგრამ ზოგადად იმ ფაქტს ვერ ვეგუები ცხოვრებაში რომ რაღაც წარუმატებლობის თუ იმედგაცრუების მიზეზად ქართველობას და საქართველოში ცხოვრებას და ქართველობას ასახელებენ

მხოლოდ ლექსებში გვრჩება საკუთრად - ბანა, სოხუმი, ტაო, შატბერდი.
სამწუხაროდ ასეა! მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გამთლიანდება და ისევ დავითის საქართველოში ვიცხოვრებთ. გაუმარჯოს საქართველოს-ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და სინოპიდან არდაველამდის!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ქვეყანას გულ-თან დაუდე ბინა, რადგანაც აღარ გეტევა გულ-ში. ამ ტკივილებზე, ამ სისუსტეზე, თუნდაც ბოღმით და თუნდაც მხილებად, ყველაფერი ვთქვათ დროა სანამდის და სანამდისაც გვეთქმევინება...
გაიხარე შენ...და მოკითხვა ჩემგან :)
ქვეყანას გულ-თან დაუდე ბინა, რადგანაც აღარ გეტევა გულ-ში. ამ ტკივილებზე, ამ სისუსტეზე, თუნდაც ბოღმით და თუნდაც მხილებად, ყველაფერი ვთქვათ დროა სანამდის და სანამდისაც გვეთქმევინება...
მართლა ძალიან ლამაზია , გაიხარე როი! უნიჭიერესი პოეტი ხარ! :) მეტკიება ხოლმე... როცა სოხუმს ახსენებენ... ადრესატიც ანალოგიურად ძალიან ნიჭიერი და კარგი პიროვნება, პოეტი! თუ ოდესმე დავბრუნდით... ჩათვალეთ რომ მეორე სახლი ჩემთან გაქვთ... გული და სულით... ამაფორიაქე ამ დილით... შენი ლამაზი ლექსით... :( :-*

ტუჩთან მოკვნეტილ მხარეს ვგლოვობთ და სადღაც უტუჩოდ დადის აფხაზი. თუნდაც სისხლით და თუნდაც დებოშით, რამე ვიღონოთ, სანამ გაგვთელავს ეპოქა, თორემ საქართველოში ძნელია დარჩე ქართველ - ქართველად.
ძნელია, თუმცა შეუძლებელი არ არის...ღირსეული პასუხია ნამდვილად.