 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 6 ოქტომბერი, 2010 |
დილიდან ჩემს ფანჯარაზე ორი ეშმაკი ზის , სხედან რა უდარდელად , ფეხებსაც აქანავებენ როგორც ბავშვები და თქვენ წარმოიდგინეთ ცოტაც და წაიჩხუბებენ . –– ეს კაცი მე მომყიდის სულს, აი ნახავ !... –– არა , არა ,შეგეშალა, უფრო ჩემსკენ იყურება, მე მომყიდის მგონია ... –– წადიით !... თქვენი ... მომშორდით !.... თითქოს ვყვირი და ხმა კი აღარ ამომდის გამომშრალი ყელიდან , ვაიმე სადა ხარ დედაა ?... მინდა წამოვდგე და გავყარო, მაგრამ სხეული ისე დამიმძიმდა ვეღარ ვერევი . –– ცოტაც დავიცადოთ ... ამბობს პირველი ეშმაკი , ჯერ მზად არ არის .... –– წაადიით ... მომშორდიიით !.... ახლა ვემუქრები , მაგრამ გაგიგონიათ ?... უფრო ახლოს მომიცოცდნენ, მთელი ოთახი გაივსო , ჩემი ადგილი აღარ დარჩა და მიკვირს , მიკვირს მე როგორღა ვეტევი , ან იქნებ იქ აღარც ვარ ?... რა ვიცი ... მეორე მათგანი კიდევ უფრო ახლოს მომიცოცდა , მიღიმის , თან ყურს იფხანს ... –– გვემუქრებიი ?.... და მაინც რა უნდა ქნა ?... ხელიც ვერ აგიწევია შე უბედურო ... ამ დროს არ ვიცი საიდან მომეცა ამდენი ძალა, მგონი მაგიდა ამოვაყირავე . ეშმაკი გაქრა ... შვებით ამოვისუნთქე , აუუ... წასულაა ... მივიხედ–მოვიხედე მაგრამ იქნებ დაიმალნენ სადმე ?... სააბაზანოში შევედი , სარკიდან ვიღაცამ შემომიბღვირა , აი შენღა მაკლდი !... თან რა ნაცნობი სახე აქვს ?... მაგრამ რატომ მიყურებს ასე , რატომ ?... სარკე ჩაიმსხვრა ... ცივად ჩამოვუშვი სისხლიანი ხელი , ახლა ისეირნოს !... გახარებული ლამის ავცეკვდი სარკის ნამსხვრევებზე , ერთი ... ორი ... სამი ... სარკის ყველაზე დიდი ნატეხი ამოვარჩიე და ფანჯრიდან მოვისროლე , ოოო .... როგორ გაფრინდა ?... აირეკლა ცა , მიწა , სახლები , მანქანები , ხეები , დაკარგული კვირა დღე და მერე დაეცა , გაიფანტა , გაქრა. მომეწყინა . ფრენა რომ შემეძლოს ..... რამდენადაც მახსოვს , ფრენის სურვილი აეროდინამიკის კანონებთან მაინცადამაინც თანხმობაში ვერ მოდის . –– შენ ... გეშინია ... ამბობს ვიღაც , -- ჯანდაბას აეროდინამიკის ყველა კანონი !... თუ სურვილი დიდია ?... –– მართალია ... ვიღიმები , მართალია .... თუ სურვილი დიდია .... ფანჯრიდან ორივე ფეხი გადავყავი , ქარმა ოფლისგან შეწებილი თმები გამიშალა შუბლზე , ამ დროს საშინლად მომეფხანა თავი !... მაგრამ აი ეს უკვე არ უნდა გამეკეთებინა , ხელი ხომ ფანჯრის ჩარჩოზე მქონდა ჩაკიდებული !...
P.S. ფრენისას მივხვდი რომ: ( 1 ). აეროდინამიკის ეპოქა დასრულდა. ( 2 ). რომ ფაქტების კონსტატირება საქმეს ვერ შველის. ( 3 ) . ახლა მთავარია მეც იმ სარკესავით არ დავიმტვრე.
06.10.2010. სერგეი ნეველი .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ძალიან საინტერესო +2 ძალიან საინტერესო +2
20. ახლა მთავარია მეც იმ სარკესავით არ დავიმტვრე+++ ახლა მთავარია მეც იმ სარკესავით არ დავიმტვრე+++
18. კარგი რამეა+777 კარგი რამეა+777
17. ფანტასტიური ხარ!!! ჩემი მოწონება შეენ!!! 555! ფანტასტიური ხარ!!! ჩემი მოწონება შეენ!!! 555!
16. რამოდენიმე დღის წინ ვნახე ზუსტად ეგეთი სიზმარი... ვიფიქრე- კარგად არ დასრულდება ეს ამბავითქო... ახლა ეს რომ წავიკითხე- გულზე მომეშვა. . . მგონი აქ ამიხდა და გადავრჩი... L-) 5 :-bd რამოდენიმე დღის წინ ვნახე ზუსტად ეგეთი სიზმარი... ვიფიქრე- კარგად არ დასრულდება ეს ამბავითქო... ახლა ეს რომ წავიკითხე- გულზე მომეშვა. . . მგონი აქ ამიხდა და გადავრჩი... L-) 5 :-bd
15. ყოჩაღ,სერგეი! ყოჩაღ,სერგეი!
14. კარგია...საინტერესო...5 მიყვარს აქ შემოსვლა... კარგია...საინტერესო...5 მიყვარს აქ შემოსვლა...
13. ნიცშეს ამოტივტივება ამ ავტორთან, ჩემი აზრით, მთლად ულოგიკო არ უნდა იყოს!
არც - დოსტოევსკის, სხვათაშორის! ნიცშეს ამოტივტივება ამ ავტორთან, ჩემი აზრით, მთლად ულოგიკო არ უნდა იყოს!
არც - დოსტოევსკის, სხვათაშორის!
12. ზიან -> სხედან წაიჩხუბებიან -> წაიჩხუბებენ
ესენი შეასწორე, ცოტა სასვენ ნიშნებსაც მიხედე და, როგორც შენგან იყო მოსალოდნელი, მშვენიერი ფსიქოლოგიური ნოველაააა!
55555 ზიან -> სხედან წაიჩხუბებიან -> წაიჩხუბებენ
ესენი შეასწორე, ცოტა სასვენ ნიშნებსაც მიხედე და, როგორც შენგან იყო მოსალოდნელი, მშვენიერი ფსიქოლოგიური ნოველაააა!
55555
11. ჰმ კი კაია : )
ოღნდ ამდენი მრვალწერტილი უნდა ვითომ?
და ნიცშე? აქ?
თქვენ იცნობთ ნიცშეშ? სმიტ? : ))) ჰმ კი კაია : )
ოღნდ ამდენი მრვალწერტილი უნდა ვითომ?
და ნიცშე? აქ?
თქვენ იცნობთ ნიცშეშ? სმიტ? : )))
10. მაშინ ნურაფერს იტყვით :) მაშინ ნურაფერს იტყვით :)
9. მე აღარ ვიცი რა ვთქვა ?... მე აღარ ვიცი რა ვთქვა ?...
8. თუნდაც ის, რომ თქვენი კითხვისას მაგონდება ნიცშე :) თუნდაც ის, რომ თქვენი კითხვისას მაგონდება ნიცშე :)
7. მაინც რა ხდება ?... მაინც რა ხდება ?...
6. სემ, ყველაფერი ხდება :)
სემ, ყველაფერი ხდება :)
5. სმიტს რატომ ან რამ გაახსენა ნიცშე ალბათ ცხოვრების ბოლომდე ამოუცნობი დარჩება ჩემთვის : ]]]
გუდ სერგეი გუუდ ; ] სმიტს რატომ ან რამ გაახსენა ნიცშე ალბათ ცხოვრების ბოლომდე ამოუცნობი დარჩება ჩემთვის : ]]]
გუდ სერგეი გუუდ ; ]
4. არ დაიმტვრევი იმიტომ რომ მარტო არ ხარ... მეც მინდა ფრენა:D არ დაიმტვრევი იმიტომ რომ მარტო არ ხარ... მეც მინდა ფრენა:D
3. :D :D :D
კარგი რამეა და რა ვქნა ;;)
ნეტა მე ვინ მომყიდის სულს ჰა? :D ;;)
მაქსიმუმს ვტოვებ! :D :D :D
კარგი რამეა და რა ვქნა ;;)
ნეტა მე ვინ მომყიდის სულს ჰა? :D ;;)
მაქსიმუმს ვტოვებ!
2. +2 ძალიან მომეწონა, შიგნიდანაა ამოსული, მართალი რამაა +2 ძალიან მომეწონა, შიგნიდანაა ამოსული, მართალი რამაა
1. ნიცშე გამახსენა, რატომღაც. ეს არ მქონდა წაკითხული? ნიცშე გამახსენა, რატომღაც. ეს არ მქონდა წაკითხული?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|