ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 ნოემბერი, 2010


* * *

ფანჯარასთან მიყუდებული გარედან ღამე მეკამათება.
უნდა გამიცნოს,წვიმა არ აცდის,წვეთებით იკრავს სახეს მოღუშულს
და მე არ მშურს მისი,მისი ყოველი კონტურის,ხაზის.
მინდა შთავინთქა სიბნელეში,როგორც თითები,
სელინჯერს რომ აწერინა.
მე სხვა თითები მაწერინებს, 
კადნიერებასაც აქვს ზღუდე,ალბათ....
რითმობრივად დახტიან ფიქრები წვეთებთან ერთად,
ოჰო,კრიმანჭულიც გააბეს.
მეზობლის ქალი რაღაცას ფენს,
ეს სინა არის?
ყოველთვის ერთი,ერთი,და იგივე,იგივე,ოო.....
ვიღაცეების ორ მესაც ვამჩნევ მიაბოტებენ.
მაგათ უყვართ წვიმა,ფანჯარასთან მიყუდებული,
რაღაცას ეკამათებათ.
ვერა,ვერ მოუგებენ.
ადამიანიდან ამოსული უსივრცო ბურთები,
ეგენიც ინდივიდიდან არ იყვნენ....
პატარა ბიჭი ენას უყოფს.
ვის?-ანარეკლს,
ცხვირი კი მიუჭყლეტია მინაზე
პატარა,კუდნოსა.
მეშინია...შიგნიდან არ დავიცალო და არ ავიმღვრე.
აი,მეც ვაორთქლებ მინას
და გამომყავს:,,we are the idiot",
ვერც შევამჩნიე...
პირველი პირით შეცვალე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები