-ბუნების ცქერით ტკბებით,არა? -ჩვეულებისამებრ,შოკოლადის მუზეუმები ორშაბათს დაკეტილია,მხოლოდ ბრუგეში იკეტება ის სამშაბათობით. -სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი ჰერცოგი პლეზი პრალინი. -ყველა გენიალური აზრი თავის დროზე კი არა,ცოტა მოგვიანებით მოდის.
წავიდა.მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მიაჭრაჭუნებდა თოვლზე,ცალ ხელში ჩანთა ჩებღუჯა და ისე ცდილობდა ხელთათმანის ჩაცმას. კაცმა გაქცევის გადაწყვეტილება დაინახა ამ ყველაფერში, სურვილი გაუჩნდა, კიდევ ერთხელ ენახა იგი.
კლაიდი
ბოლო დროს კლაიდს მარტოდმარტო ეძინა.მისი რამოდენიმეწლიანი ქორწინების მეორე ნახევარს ,,ნოისტერნში"დაბეჭდილ სულელურ რომანებს უთმობდა.ქმარს შუაღამისას დაბრუნება ჩვეულებად გადაქცეოდა,ისიც სასტუმრო ოთახში დივანზე წამოწვებოდა და სიზმარში კალის ჯარისკაცები და ,,ა ლა სუიზეს" დეკოლტეები ესიზმრებოდა. გასაკვირი არც რამე იყო, მათი ქორწინება თავიდანვე წააგავდა ადამიანების პირველყოფილ მოთხოვნილებას, თავი შეეფარებინათ საყოველთაოდ გავრცელებული ბედნიერების რეცეპტისათვის, მოფერებით თუ პირიქით, „ოჯახურ თბილ კერას“ რომ უწოდებენ. კლაიდი ყოველ სამშაბათს სტუმრობდა იქვე,მარიასტრატზე,,The Old Chocolate House”-ს,მონდომებით არჩევდა ტრუფელებსა და ოჯახური, საიდუმლო რეცეპტით დამზადებულ შოკოლადის მშრალ ნამცხვრებს, თან სიამოვნებისაგან მთელს სხეულში ჟრუანტელი უვლიდა, ისე ნათლად წარმოდიგენდა საყვარელ სავარძელს, სანათს, ახალ რომანსა და შერჩეული ტკბილეულის გვარიანად გაძეძგილ კორდონის პაკეტს. თუმცა, მეკონდიტრის ქმარმა, ერთ დღეს ნამდვილად გადაულაპარაკა მეუღლეს:„ნუთუ შენ ისევ გჯერა, შოკოლადი გონებასა და საშვილოსნოს ყელს ხსნიდეს?!“ არადა,კლაიდს ლამაზი ქალიც კი ეთქმოდა. დედა ხშირად ეუბნებოდა:„თმასავით გრძელი თითები გაქვს და თითებივით სწორი თმა“ -ო. ჰენრისაც ისე უყვარდა, როგორც ძირითადად მამებს სჩვევიათ, პირველი და ამ შემთხვევაში უკანასკნელი ქალიშვილების სიყვარული.მართალია, კლაიდს თავადვე აღარ ახსოვდა, როდის გამოეთხოვა ქალწულობას და მას შემდეგ, რაც მამა გარდაიცვალა, ყველა, მათ შორის უილიამიც კი „მემ“-ს ეძახდა, მაგრამ ვერაფრით დაივიწყა, როგორ უთხრა ერთხელ ჰენრიმ „სანამ თვალები დახუჭული გაქვს, ვერავინ მოგწვდება“ -ო. იმ დილითაც,,The Old Chocolate House-ში”, ზომაზემეტადთვალებმოჭუტული დაემშვიდობა პოტენციურ ჰერცოგს. ძნელი აღსაწერია, რას გრძნობდა კლაიდი,არც თუ იშვიათად, უცნობი მამაკაცები მასთან გამოლაპარაკებას რომ ცდილობდნენ. უპასუხოდ არავის ტოვებდა, თუმცა პასუხის ღირსადაც არ თვლიდა ყველას. კაცმა გაქცევის გადაწყვეტილება დაინახა ამ ყველაფერში, სურვილი გაუჩნდა, კიდევ ერთხე ენახა იგი.
მოხუცი ჯუზეპე
-მემ, დღეს ჩვეულებრივზე ხმამაღლა ჩაგიბღუჯავთ ხელში შოკოლადების პაკეტი, არ გსურთ ჩემთან ერთად გაისეირნოთ ბოუდენვაინ პარკში ? - თქვენ წადით, ისედაც უნდა მოკვდეთ მალე. -ადამიანი კვდომას მაშინ იწყებს, ზრდას რომ წყვეტს. -თქვენი კატა როგორ არის ? -ძაღლზე უკეთ, გმადლობთ. ასეთი ამინდები კარგად მეტყველებს თქვენს აღზრდაზე. -დღეს სადილად ქათმის წვნიანი გვაქვს, შემოგაწოდოთ? -ვფიქრობ, დღეს მშვენიერი დღეა, გმადლობთ, მოგვიანებით მოვკვდები.
მოხუცი ჯუზეპე,იქვე, ქუჩის გადაღმა ცხოვრობდა. ძნელი სათქმელია რამდენი წლის იყო, მეზობლები ხუმრობდნენ, ბოლო 5 წელია ყოველ 7 იანვარს 90 წლის ხდებაო. არც იმის განსაზღვრა იყო ადვილი, რა როლს ასრულებდა კლაიდის ცხოვრებაში, ანდა პირიქით, როგორც გენებოთ. თუმცა ფაქტია, არსებობდა ასეთი კაცი, ცხოვრობდა ქუჩის გადაღმა და ყოველ 7 იანვარს 90 წლისაც ხდებოდა. თავად ყოველთვის ახსოვდა კლაიდი, გამოლაპარაკებასაც ხშირად ცდილობდა, კლაიდს კი მხოლოდ მაშინ ეჯუზეპევებოდა, ბრუგეს ცაზე ჩვეულებრივზე მეტად რომ მოიმატებდა ღრუბელი.
ჰერცოგი
,,ცხოვრება ბევრად მარტივი იქნებოდა, ამდენი კითხივითი ფორმა რომ არ არსებობდეს ენაში.“ ვერ ვიტყვით:,იუმორის გრძნობა არ ჰქონდაო, პერიოდულად კი აღმოაჩნდებოდა და, ისიც, მეტად თავისებური. მაშინაც, როცა კლაიდმა გულთანმიბღუჯული შოკოლადების პაკეტით მაღაზია დატოვა, მან გულმოდგინედ და აუჩქარებლად გადაითვალა მოლარისათვის გადასახდელი თანხა.ბრუგე, არც ისე დიდი ქალაქია(არქიტექტორი ეკონომიურად აზროვნებდა),თან, ,,მაინც ყველა ქუჩა ერთმანეთს კვეთსო” - გაიფიქრა და კლაიდს ფეხდაფეხ აედევნა. ფეხის ზომა დიდი ჰქონდა, ასე 44-45.წარბებსქვეშიდან, შესაძლოა უნებურადაც,მაგრამ მომაკვდინებლად შეეძლო მზერა. წამწამებს თითქმის არასოდეს აფახურებდა, და პოტენციური ჰერცოგის ფონზე, ჰერცოგივითაც კი გამოიყურებოდა. „ადამიანების მეხსიერება რამდენიმე წამს იტევს მხოლოდ, და ისიც, ძალიან დიდ ხანს“ - გაიფიქრა პოტენციურმა ჰერცოგმა, როდესაც კლაიდის ხელებს შეხედა და მას შემდეგ ჭირის დღესავით შესძულდა ხელთათმანები. იცოდა ყველაფერი, მაგრამ არაფრის დაჯერება შეეძლო. ნერვიულობდა, კი. კლაიდს, ფეხდაფეხ მისდევდა, კი. ასეა:ფეხის ზომა, ვერ განსაზღვრავს ნაბიჯის სიდიდეს.
ერთხელ
ერთხელ, როცა დაღამდა, როცა შესაძლოა არც დაღამებულა,დანამდვილებით კი იყო შაბათი, კლაიდი ჰერცოგთან იწვა. მოხდა ეს ამბავი ასე: ქუჩაში ვიღაცამ ჩაილაპარაკა: ყველაფერი ახლა დამთავრდება. მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მიაჭრაჭუნებდა თოვლზე,ცალ ხელში ჩანთა ჩებღუჯა და ისე ცდილობდა ხელთათმანის ჩაცმას. ვერ ჩაიცვა. -სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი ჰერცოგი პლეზი პრალინი. -დღეს შაბათია. -და ყველა ქრისტიანი ისვენებს. -მე წარმართი ვარ_ ჩემთვის მხოლოდ უქმე დღეა ქმედითი. -სად წავიდეთ? -მე მარტო ვცხოვრობ, თქვენთან სჯობს. როცა დაღამდა, როცა შესაძლოა არც და ღამებულა, დანამშვილებით კი, არ გათენებულა, კლაიდი იწვა ჰერცოგთან. მეორე დღეს კედელზე ქინძისთავებით მიმაგრებულ კალენარზე დაეწერათ - „სამშაბათი“ .
უილიამი
„ქალი პირს რომ გააღებს, უკვე ვიცი რა ზომისაა“ -ეს ნათქვამი, როგორც ყველა სხვა სიმართლე, ჩვეულებისაებრ წაუუხეშებს. თანაცხოვრების მეორე ნახევარი, ძალიან წააგავდა ბედნიერების რეცეპტს ინგრედიენტების გარეშე _როცა უილიამი მოდიოდა, კლაიდი სახლში არ იყო ან ეძინა, და პირიქით. ოჯახურ სიტკბოებაზეც, მხოლოდ „შოკოლადის ძველი სახლი“ მიუთუთებდა, პირველ წელიწადს,ასე რუდუნებით, რომ დაარქვეს სამზარეულოს ერთ-ერთ უჯრას. კარი უილიამმა გააღო. პაკეტი გამოართვა ახალგაზრდა კაცს, მადლობა გადაუხადა და ლოგიკურია, კარიც მიუხურა, ცხვირ წინ თუ არა ცხვირთან მაინც. -მეემ, - გასძახა, - კლაიდ! შენთვის პაკეტი მოიტანეს, მაღაზიაში ხელთათმანები დაგრჩა, როგორ უნდა ტოვებდე ყველაფერს სადმე, თავად კი არსად რჩებოდე!
### -დღეს ჩვეულებრივზე ხმამაღლა ხელცარიელი ბრუნდენბით ჰერცოგო, არ გსურთ ჩემთან ერთად გაისეირნოთ ბოუდენვაინ პარკში ? -თქვენ წადით, მე მალე უნდა მოვკდე. -გაზრდა არ გაწყენდათ, დღეს სამშაბათია და ყველაფერი დაკეტილია. -მეგონა მარტო ცხოვრობდა... -კი, მარტო ცხოვრობს, ქმარიც ჰყავს და სხვა კაცთანაც იწვა. -თქვენი სახელი, ბატონო? -ჯუზეპე, ჯუზეპე დამიძახეთ... -ჰო, ჰო ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. მიყვარს შოკოლადი, მწარეც და... ტკბილიც! ესეც მომეწონა! მიყვარს შოკოლადი, მწარეც და... ტკბილიც! ესეც მომეწონა!
31. მდააჰ - ძალიან დასანანია ავტორის პასიურობა. ძა-ლი-ან!!! მდააჰ - ძალიან დასანანია ავტორის პასიურობა. ძა-ლი-ან!!!
30. ეგ ცნობილი ფაქტია, ბალმონტ :-* ეგ ცნობილი ფაქტია, ბალმონტ :-*
29. თქვენ კარგი გემოვნება გაქვთ,ამარუ :D :-* თქვენ კარგი გემოვნება გაქვთ,ამარუ :D :-*
28. მე თქვენ მომწონხართ, ბალმონტ :-* მე თქვენ მომწონხართ, ბალმონტ :-*
27. სერგეი :) ნუთუ თქვენ პოტენციური ჰერცოგის ფონზე, ჰერცოგივითაც კი გამოიყურებით? :)) სერგეი :) ნუთუ თქვენ პოტენციური ჰერცოგის ფონზე, ჰერცოგივითაც კი გამოიყურებით? :))
25. სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი ჰერცოგი.... არ გსურთ ჩემთან ერთად გაისეირნოთ ბოუდენვაინ პარკში ?... :) [-( სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი ჰერცოგი.... არ გსურთ ჩემთან ერთად გაისეირნოთ ბოუდენვაინ პარკში ?... :) [-(
24. აქ ნუ იწუწუნებთ,ჯარედ :)) აქ ნუ იწუწუნებთ,ჯარედ :))
23. აუჰ :| დავიღალე :| პეპსის კიდევ გაზი გაუვიდა :| აუჰ :| დავიღალე :| პეპსის კიდევ გაზი გაუვიდა :|
20. -მე მარტო ვცხოვრობ, თქვენთან სჯობს..... -მე მარტო ვცხოვრობ, თქვენთან სჯობს.....
19. -დღეს სადილად ქათმის წვნიანი გვაქვს, შემოგაწოდოთ?....... 5. სერგეი. 2011-01-15 16:36:33
გმადლობთ, მოგვიანებით მოვკვდები. :):):)
-დღეს სადილად ქათმის წვნიანი გვაქვს, შემოგაწოდოთ?....... 5. სერგეი. 2011-01-15 16:36:33
გმადლობთ, მოგვიანებით მოვკვდები. :):):)
18. -დღეს სადილად ქათმის წვნიანი გვაქვს, შემოგაწოდოთ?....... 5. -დღეს სადილად ქათმის წვნიანი გვაქვს, შემოგაწოდოთ?....... 5.
17. waukitxavad momwons :) waukitxavad momwons :)
16. :) მისს,გიცნობთ? (ნუ,მთლად ჭკვიანური არაა ეს კითხვა ახლა,მითუმეტეს შორსაა ლიტერატურისგან :D მაგრამ ყველაფერს რომ სადმე ვტოვებ და თავად არსად ვრჩები-ს დაკოპირების ბრალია) :))
:) მისს,გიცნობთ? (ნუ,მთლად ჭკვიანური არაა ეს კითხვა ახლა,მითუმეტეს შორსაა ლიტერატურისგან :D მაგრამ ყველაფერს რომ სადმე ვტოვებ და თავად არსად ვრჩები-ს დაკოპირების ბრალია) :))
15. როგორ უნდა ტოვებდე ყველაფერს სადმე, თავად კი არსად რჩებოდე!
: )) +2. ზედმეტად მოხიბლული ვარ.
ოხ, ეს ჭორიკანა კაცები : ) როგორ უნდა ტოვებდე ყველაფერს სადმე, თავად კი არსად რჩებოდე!
: )) +2. ზედმეტად მოხიბლული ვარ.
ოხ, ეს ჭორიკანა კაცები : )
14. :):) შენ შეგიძლია უჩემოდ დარჩე :))
კარგი,ვიმეგობროთ :) გმადლობ. :):) შენ შეგიძლია უჩემოდ დარჩე :))
კარგი,ვიმეგობროთ :) გმადლობ.
13. შენ შეგიძლია ჩემთან იმეგობრო შენ შეგიძლია ჩემთან იმეგობრო
12. ar vetanxmebi arc ert komentars, ar momwooons :) ar vetanxmebi arc ert komentars, ar momwooons :)
11. ბედნიერების რეცეპტს ინგრედიენტების გარეშე ;) მეც მინდა:) ბედნიერების რეცეპტს ინგრედიენტების გარეშე ;) მეც მინდა:)
10. გიღიმით ყოველს, ჩუმადქულმომტანნო ბანოვანნო :D
ვაჰ, მე, ვაი! გიღიმით ყოველს, ჩუმადქულმომტანნო ბანოვანნო :D
ვაჰ, მე, ვაი!
9. -ყველა გენიალური აზრი თავის დროზე კი არა,ცოტა მოგვიანებით მოდის.
მეცნობა ეს ავტორი :-S
მკვეთრი ფერის სუნამო და ჩვეულებრივზე ხმამაღლა ჩაბღაუჭებული შოკოლადის პაკეტი :D -ყველა გენიალური აზრი თავის დროზე კი არა,ცოტა მოგვიანებით მოდის.
მეცნობა ეს ავტორი :-S
მკვეთრი ფერის სუნამო და ჩვეულებრივზე ხმამაღლა ჩაბღაუჭებული შოკოლადის პაკეტი :D
8. 7 komentari, karg nacerze...yvelaferi isea rogorc unda iyos ho... 7 komentari, karg nacerze...yvelaferi isea rogorc unda iyos ho...
7. რა ძალიან კარგი იყო :D რა ძალიან კარგი იყო :D
6. გარედან წავიკითხე და თავი ვერ შევიკავე...
ოხ, როგორ მივხვდი... :)) მაგრამ არ ვიტყვი :D
კარგი იყო :) გარედან წავიკითხე და თავი ვერ შევიკავე...
ოხ, როგორ მივხვდი... :)) მაგრამ არ ვიტყვი :D
კარგი იყო :)
5. დიდი მადლობაო, მეგობრებო, დიდი ძალიან :)
დიდი მადლობაო, მეგობრებო, დიდი ძალიან :)
4. ვახ, რა კარგია აქ რომ შემოვედი :) სიამოვნებით ჩავიკითხე ნამდვილად. ძველი რომანები გამახსენა და შავი, მწარე შოკოლადიც მომანდომა :D
მოხუც ჯუზეპეზე მომეწონა ძალიან :)
მართლა კარგი იყო :-*
ვახ, რა კარგია აქ რომ შემოვედი :) სიამოვნებით ჩავიკითხე ნამდვილად. ძველი რომანები გამახსენა და შავი, მწარე შოკოლადიც მომანდომა :D
მოხუც ჯუზეპეზე მომეწონა ძალიან :)
მართლა კარგი იყო :-*
3. მშვეიერია...5555 მშვეიერია...5555
2. მ აგარია ძალიან მაგარი ეულალია:) ეკუთვნისბევრი შოკოლაქდები, ბრუგეში კარგი შოკოლადია:) მ აგარია ძალიან მაგარი ეულალია:) ეკუთვნისბევრი შოკოლაქდები, ბრუგეში კარგი შოკოლადია:)
1. momcons me am adamianis nacerebi... momcons me am adamianis nacerebi...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|