ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოდი
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2008


მათი კულტი უკვდავია

- ზიგფრიდ შეხედე ცის სიამაყეს,
ქრისტიანებმა რომ ჩაგირაზეს
          ფეხქვეშ გათელეს ვოლჰალას მითი
          და რაგნაროკი სხვა კულტით გარყვნეს.
- მე ზეცას ვუმზერ და ვითიშები,
ვფიქრობ ვოლჰალა მაინც იცოცხლებს
როგორც მითი და ციურ მნათობი
ვიკინგის გულში კვლავაც იბორგებს.
    -  ვოლჰალას აკვანი არის თვით ზეცა
        ამოუცნობი, როგორც რუნები
        არ გაპატიებს უხმლოდ დაცემას
        რაგნაროკი და მისი მოძმენი.
    -  შენ ისლანდიის დედოფალი ხარ
        ამავდროულად ჩემი მშობელი
        რადგან ჩვენ შეყრას ომში მხარდამხარ
        ვეღარ გაუძლებს საქსი მპყრობელი
        მათ ერთი ღამე კოცნეს ერთურთი
        ნამდვილი ვნების კოცონი დაანთეს,
        მძლავრი ხელების ნატიფ ფრჩხილებით
        ერთმანეთს ზურგები ვნებით დაუკაწრეს.
        მაგრამ განგებამ აღარ ინება
        წყვილის მეორედ პირისპირ შეყრა
        ლეგენდის ბოლოს, ზიგფრიდის სხეულს
        იქვე ბრუმჰილდაც დაეფინება .


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები