ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მოკლე ბიოგრაფიული ცნობა: ალენ გინზერგი/Irwin Allen Ginsberg (1926-1997) - ებრაული წარმოშობის ამერიკელი პოეტი და აქტივისტი, პერფორმანსისტი და რადიკალი, ბუდისტი და ჰომოსექსუალი, აშშ-ში, 50-იანი წლების ე.წ. ”ბიტნიკების თაობის” (Beat Generation) ერთ-ერთი ლიდერი. გინზბერგი, ლიტერატურულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან ერთად, მილიტარიზმისა და მატერიალიზმის ენერგიული მოწინააღმდეგე და სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველი იყო. ალენ გინზბერგი განსაკუთრებით ცნობილია თავისი პოემით ”ყმუილი” (Howl), რომელიც ეძღვნება მწერალ კარლ სოლომონს (Carl Solomon) და რომელშიც გინზბერგი ხოტბას ასხამს მის მეგობრებს, ”ბიტნიკების” თაობის ”არაფორმალებს” - როგორ გინზბერგი მათ უწოდებს: ”ანგელოზისთავიანი ჰიპსტერებს” ("angel-headed hipsters"). გინზბერგი სასტიკად გმობს აშშ-ში 50-60-იან წლებში გაბატონებული კონფორმიზმსა და დესტრუქციულ კაპიტალისტურ ძალებს, რომლებიც ებრძვიან ყველაფერს ჰუმანურს და ადამიანებს მსხვერპლად სწირავენ მოლოქს. ეს პოემა გინზბერგის და ”ბიტის” თაობის კლასიკურ ნიმუშადაა აღიარებული. ალენ გინზბერგი, ჯეკ კერუაკთან, უილიამ ბეროუზთან, კენ კიზისა და გრეგორი კორსოსთან ერთად, იყო ამერიკული 50-იანი წლების "ბიტის" თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი პოეტი. გინზბერგი ძალიან უცნაური პოეტი და ადამიანი იყო, ამიტომ, მისი პოეზია ყოველთვის არაერთგვაროვნად აღიქმებოდა. გინზბერგი გახლდათ უამრავი პოეტური ჯილდოსა თუ პრემიის მფლობელი და ლაურეატი. 80-იან წლებში, სსრკ-ში ამერიკელი პოეტების მეგობრული ვიზიტის ფარგლებში, ალენ გინზბერგი, ბობ დილანთან ერთად, ნამყოფია თბილისში. თუმცა, იმ დროს მთავრობამ ამერიკელი პოეტების ეს ვიზიტი არ გაახმაურა. ალენ გინზბერგი ნიუ-იორკში, 1997 წლის თებერვალში, თავის ოჯახში, 70 წლის ასაკში, ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა.
ამერიკა! მე ყველაფერი მოგეცი და დღეს არაფერი ვარ. ამერიკა! ორი დოლარი და ოცდაშვიდი ცენტი, იანვრის 17, 1956. მე ვეღარ ვუძლებ, გონზე აღარ ვარ. ამერიკა! როდის მოვრჩებით ომს ადამიანთა ? წადი და შენს თავს შე...ცი შენივე ბომბი, ატომური. თავს ცუდადა ვგრძნობ და ნუ მაწუხებ. ლექსს აღარ დავწერ, სანამ გონს არ მოვალ. ამერიკა! როდისღა იქცევი უმანკო ანგელოზად? როდის გაიხდი მთლიანად სამოსს? როდის შეხედავ შენს თავს სამარიდან? როდის გახდები ღირსი, შენივე მილიონი ტროცკისტის? ამერიკა! რატომ აივსო ბიბლიოთეკები შენი, მწარე ცრემლებით? ამერიკა! როდის აგზავნი შენს კვერცხებს ინდოეთს? მე გულს მირევს მოთხოვნები შენი, გიჟური.
როდისღა შევძლებ, შევიდე სუპერმარკეტში და მივიღო ის, რაც ეკადრება ჩემს გარეგნობას, სიმპათიურს? ამერიკა! ყველაფრის შემდეგ, ეს შენ და მე ვართ სრულყოფილნი და არა ცხოვრება მომავლის. შენი დანადგარები (და მათი რიტმი), აუტანელია ჩემთვის ეს ფიქრიც. ეს შენ იყავი, ვინც მე მომანდომა წმინდანობა. რაღაც სხვა გზა გვაქვს საპოვნი, მე და შენ, რათა შევთანხმდეთ და დავამთავროთ ეს კამათი, უსაგნო. ბეროუზი ტანჟერშია (მარიხუანის იმ სასაცილო ბრალდების გამო) და არ მგონია, რომ ჩამოვა უკან, საფრთხის საძებნად. ბოროტი ხარ? თუ ხუმრობ ბოროტად? სულ ვცდილობ აგიხსნა რა მსურს, და მივხვდე რამეს. არ ვიტყვი უარს, მე ჩემს ვნებებზე. ამერიკა! ნუ მაწვები, ნუ მთრგუნავ! ვიცი რას ვშვრები. ამერიკა! მშვიდობის ყვავილი ცვივა, ქლიავის. თვეებია, არ მივკარებივარ გაზეთებს შენსას. ვიღაცას ასამართლებენ მკვლელობისათვის, ყოველდღე. ამერიკა! მე თანავუგრძნობ "ვობლის" ჯგუფის მრეწველ–მშრომელებს, ამერიკა! მე კომუნისტი ვიყავი ბავშვობაში და საბოდიშო მაქვს არაფერი. "პლანსაც" ვეწევი, ნებისმიერ დროს, როცა მაქვს შანსი. დღეებია უკვე ვარ სახლში და მალულად ვუცქერ ვარდებს, გაფურჩქნულებს ჩემს უნიტაზში. "ჩაინათაუნში" ვთვრები ყოველთვის, თუმც, ფეხზედ ვრჩები. ჩემს გონებაში იხატება მოსალოდნელი უბედურების უშნო ნაჯღაბნი. მარქსის კითხვისას უნდა მნახო ვინა ვარ. ჩემი ფსიქოანალიტიკოსიც მიდასტურებს უდავოდ, რომ სწორი ვარ. ნუ ელი აღსარებას ჩემგან და ლოცვის სიტყვებს. მისტიურ გამოცხადებებთან ერთად, ვგრძნობ ვიბრაციას კოსმიურს. ამერიკა! მე დღემდე არ მითქვამს შენთვის, თუ რა დამართე ძია მაქსს, რუსეთიდან მისი ჩამოსვლის შემდეგ...
შენ მოგმართავ. კიდევ რამდენ ხანს მისცემ "ტაიმს მეგეზინს", უფლებას მართოს ემოციები ჩვენი ცხოვრების? მე "შემჯდარი" ვარ "ტაიმს მეგეზინზე" და მას ყოველ კვირას ვკითხულობ. გარეკანი მისი დაჟინებით მიყურებს, როცა მივიძურწები ტკბილეულის დახლის კუთხესთან, მე მას ვკითხულობ ბერკლის საჯარო ბიბლიოთეკის სარდაფშიც. პასიხისმგებლობის შესახებ მმოძღვრავს მე იგი, მუდმივად. სერიოზული ხალხი, საქმიანნი. სერიოზული პროდიუსერები, კინოსი. და ყველა - სერიოზული, ჩემს გარდა. როგორც ჩანს – ეს მე ვარ ამერიკა და ისევ ჩემს თავს მივმართავ.
აზია აზზვირთდა ჩემს წინააღმდეგ. მე არ მაქვს შანსი ჩინელთან. სჯობს დავითვალო ეროვნული სიმდიდრე ჩემი. ეროვნული სიმდიდრე ჩემი, შედგება ორი "მასტერკა" პლანისგან... და მილიონობით გენიტალიისგან, გამოუქვეყნებელი კერძო ლიტერატურისგან, რომელიც მოძრაობს 1400 მილის სიჩქარით (საათში), და 25 000 ფსიქიატრიული ჰოსპიტალისგან. არაფერს ვიტყვი ჩემს ციხეებზე, იმ მილიონ ღატაკზე, რომლებიც ჩემი ყვავილის ქოთანში ცხოვრობენ, მხურვალების ქვეშ, ხუთასი მზისა. გავანადგურე ბორდელები პარიზის (და) სიაში მომდენო - ტანჟერია. გავხდე პრეზიდენტი - ჩემი ოცნებაა, მიუხედავად იმისა, რომ ვარ კათოლიკე. ამერიკა, აბა როგორ დავწერ ლიტანიებს წმინდას, როცა ნოტზე ხარ შენ, სულელურზე? მე გავაგრძელებ ჰენრი ფორდივით, სტროფები ჩემი, განუმეორებლია, მისი ავტომობილებივით, მეტიც – ერთმანეთისგან სქესითაც კი განსხვავდებიან. ამერიკა, მოგყიდი სტროფებს (როგორც ფორდი ყიდის ავტომობილებს), თითოს ორი ათას ხუთასად და ხუთასს დაგიკლებ, შენს ძველს სტროფებში. ამერიკა! გაათავისუფლე ტომ მუნი (1) ამერიკა! უშველე ესპანელ ლოიალისტებს (2) ამერიკა! საკო და ვანცეტი არ უნდა მოკვდნენ! (3) ამერიკა! მე ვარ სქოთსბოროს ბიჭები. (4) ამერიკა, შვიდი წლისა, დედამ კომუნისტური უჯრედის შეკრებაზე წამიყვანა, მათ მოგვყიდეს გარბანზოსი (5) და ბილეთები, თითო 5 ცენტად. სიტყვები იყო თავისუფალი და ზეციური, მუშებზე სენტიმენტებით გაჯერებული. ყველაფერი ეს იყო ისე გულწრფელი, რასაც ვერ გაიგებ შენ, ვერასოდეს.... თუ ვინ იყო სკოთ ნირინგი (6) 1835-ში, დიადი მოხუცი, ნამდვილი "მენში" (7); შენ ვერ გაუგებ დედა ბლორს (8), რომლის გამოც მე ავტირდი. ერთხელ მე ვნახე ისრაელ ამტერიც (9), პირისპირ. ესენი ყველანი, როგორც ჩანს, შპიონები იყვნენ...
ამერიკა, შენ არ გინდა გულით, იმ ომში წასვლა. ამერიკა, ეს ისინი არიან, ცუდი რუსები. ის ცუდი რუსები, რუსები და ის ცუდი ჩინელები. ის რუსები. რუსებს სურთ ცოცხლად შეგვჭამონ. რუსეთი გაგიჟდა თავისი ძლიერებისგან. მას (რუსეთს) უნდა, რომ ჩვენი მანაქნებიც წაასხას, ჩვენი გარაჟებიდან. მას უნდა წაგვართვას ჩიკაგო. მას სურს რომ გვქონდეს წითელი Reader's Digest-ი (10). მას სურს ჩვენი ავტოქარხნები ციმბირში გადაიტანოს. მისი დიდი ბიუროკრატია, ამუშავებდეს ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებს. ეს ხომ ცუდია. უჰ. მას სურს ინდიელებმა კითხვა ისწავლონ. მას სჭირდება დიდი შავი ზანგები. ჰა. მათ სურთ გვამუშაონ თექვსმეტი საათი. გვიშველეთ. ამერიკა საქმე მართლაც სერიოზულადაა. ეს ის არის, რაც ტელევიზორის ცქერისას მე განვიცადე. ამერიკა ეს მართალია? მე მირჩევნია გადავიდე პირდაპირ საქმეზე . სიმართლეა ისიც, რომ მე არ მსურს არმიაში წასვლა ან დაზგასთან დგომა. მე ხომ ბრუციანი და ფსიქოპათიური ვარ, ისედაც. ამერიკა, ხელს ვიკაპიწებ და ხელს გამოგიწვდი, მიუხედავად ჩემი სიგიჟისა.
თარგმანი: ბევრჯერ ჩამოსულისა, 2011 წელი, 4 ივლისი. თბილისი. ________________________________________________________________________
The Poem: “America” by Allen Ginsberg
America I've given you all and now I'm nothing. America two dollars and twenty-seven cents January 17, 1956. I can't stand my own mind. America when will we end the human war? Go fuck yourself with your atom bomb I don't feel good don't bother me. I won't write my poem till I'm in my right mind. America when will you be angelic? When will you take off your clothes? When will you look at yourself through the grave? When will you be worthy of your million Trotskyites? America why are your libraries full of tears? America when will you send your eggs to India? I'm sick of your insane demands. When can I go into the supermarket and buy what I need with my good looks? America after all it is you and I who are perfect not the next world. Your machinery is too much for me. You made me want to be a saint. There must be some other way to settle this argument. Burroughs is in Tangiers I don't think he'll come back it's sinister. Are you being sinister or is this some form of practical joke? I'm trying to come to the point. I refuse to give up my obsession. America stop pushing I know what I'm doing. America the plum blossoms are falling. I haven't read the newspapers for months, everyday somebody goes on trial for murder. America I feel sentimental about the Wobblies. America I used to be a communist when I was a kid and I'm not sorry. I smoke marijuana every chance I get. I sit in my house for days on end and stare at the roses in the closet. When I go to Chinatown I get drunk and never get laid. My mind is made up there's going to be trouble. You should have seen me reading Marx. My psychoanalyst thinks I'm perfectly right. I won't say the Lord's Prayer. I have mystical visions and cosmic vibrations. America I still haven't told you what you did to Uncle Max after he came over from Russia.
I'm addressing you. Are you going to let our emotional life be run by Time Magazine? I'm obsessed by Time Magazine. I read it every week. Its cover stares at me every time I slink past the corner candystore. I read it in the basement of the Berkeley Public Library. It's always telling me about responsibility. Businessmen are serious. Movie producers are serious. Everybody's serious but me. It occurs to me that I am America. I am talking to myself again.
Asia is rising against me. I haven't got a chinaman's chance. I'd better consider my national resources. My national resources consist of two joints of marijuana millions of genitals an unpublishable private literature that goes 1400 miles and hour and twentyfivethousand mental institutions. I say nothing about my prisons nor the millions of underpriviliged who live in my flowerpots under the light of five hundred suns. I have abolished the whorehouses of France, Tangiers is the next to go. My ambition is to be President despite the fact that I'm a Catholic.
America how can I write a holy litany in your silly mood? I will continue like Henry Ford my strophes are as individual as his automobiles more so they're all different sexes America I will sell you strophes $2500 apiece $500 down on your old strophe America free Tom Mooney America save the Spanish Loyalists America Sacco & Vanzetti must not die America I am the Scottsboro boys. America when I was seven momma took me to Communist Cell meetings they sold us garbanzos a handful per ticket a ticket costs a nickel and the speeches were free everybody was angelic and sentimental about the workers it was all so sincere you have no idea what a good thing the party was in 1835 Scott Nearing was a grand old man a real mensch Mother Bloor made me cry I once saw Israel Amter plain. Everybody must have been a spy. America you don're really want to go to war. America it's them bad Russians. Them Russians them Russians and them Chinamen. And them Russians. The Russia wants to eat us alive. The Russia's power mad. She wants to take our cars from out our garages. Her wants to grab Chicago. Her needs a Red Reader's Digest. her wants our auto plants in Siberia. Him big bureaucracy running our fillingstations. That no good. Ugh. Him makes Indians learn read. Him need big black niggers. Hah. Her make us all work sixteen hours a day. Help. America this is quite serious. America this is the impression I get from looking in the television set. America is this correct? I'd better get right down to the job. It's true I don't want to join the Army or turn lathes in precision parts factories, I'm nearsighted and psychopathic anyway. America I'm putting my queer shoulder to the wheel.
-------------------------------------------------------------------------------- * - See Ginsberg and his psychiatrist (იხილეთ გინზბერგი და მისი ფსიქიატრი - აქ საუბარია ფსიქოანალიტიკოსზე, რომელმაც ალენ გინზბერგის ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, მას დართო ნება ეცხოვრა ისე, როგორც მას სურდა. გინზბერგის შეკითხვა ფსიქოანალიტიკოსისადმი ეხებოდა მის მიერ არჩეულ ცხოვრების წესს. მას არ სურდა ემუშავა, მხოლოდ წერა უნდოდა და იგი წინააღმდეგი იყო აშშ-ში იმ დროს გამეფებული მკაცრი რეჟიმის. 50-იან წლების ამერიკაში, ე.წ. "მაკარტიზმის" პერიოდში, სასტიკად დევნიდნენ კომუნისტებსა და ჰომოსექსუალებს, ქვეყანაში იყო ანტირუსული ისტერია, კონტროლის ქვეშ იყვნენ მემარცხენე და ანარქუსტული ჯგუფები. გინზბერგს კი სიმპათიები ჰქონდა კომუნისტებისადმი, იყო ჰომოსექსუალი და არ მალავდა ამას. ალენ გინზერგი (1926-1997), ჯეკ კერუაკთან, უილიამ ბეროუზთან, კენ კიზისა და გრეგორი კორსოსთან ერთად, იყო ამერიკული 50-იანი წლების "ბიტკნიკების" თაობის ერთიერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი პოეტი.
1 - ტომ მუნი (Thomas Joseph "Tom" Mooney, 1882–1942) - ირლანდიული წარმოშობის ამერიკელი აქტივისტი, სოციალისტი და მშრომელთა უფლებების დამცველი. დააპატიმრეს, როგორც ”ბომბისტი”, რის შედეგადაც სან-ფრანცისკოს მშრომელთა პარადის დროს 10 ადამიანი დაიღუპა. სპეციალურმა კომისიამ ვერ მოაგროვა საკმარისი მტკიცებულებები და ბევრს, დღემდე სჯერა, რომ მან ციხეში 22 წელი უსამართლო ბრალდებით გაატარა. მუნი შეწყალებულ იქნა და მალევე გარდაიცვალა ავდმყოფობისაგან. 2 - ფრანკოს ფაშისტების წინააღმდეგ მებრძოლი მემარცხენე ჯგუფი ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს (1936-1938 წწ). 3 - იტალიური წარმოშობის ორი ამერიკელი ანარქისტის გახმაურებული პროცესი, რომლის შედეგადაც ორივე სიკვიდილით დასაჯეს, ორი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით, 1927 წელს. აღსანიშნავია, რომ მათი პროცესისა და ბრალდების სამართლიანობა დღემდე ეჭვებს ბადებს და ბევრისათვის ისისნი უსამართლობის მსხვერპლის სიმბოლოები არიან. 4 - სქოთსბოროს ბიჭები - გახმაურებული რასისტული საქმე, რომელშიც 1931 წელს, 9 ალაბამელი აფროამერიკელი დააპატიმრეს ორი თეთრი ქალის გაუპატიურების შეთითხნილი ბრალდებით. ეს საქმე ამერიკული რასისტული იურისპრუდენციის ანთოლოგიური შემთხვევაა. თუმცა ამრიკელი კომუნისტების სერიოზული ჩარევით (რომელიც დაინტერესებული იყო შავკანიანებში გავლენის მოპოვებით) ცხრიდან ოთხს მოუხნეს ბრალდება, ხოლო დანარჩენებისათვის სასჯელი შერბილდა. თუმცა თავიდან, სასჯელი უმკაცრესი იყო: 75 წლიანი პატიმრობიდან სიკვდილით დასჯამდე. 5 - გარბანზოსი - ინდური ბარდის ერთ-ერთი სახეობაა. 6 - სქოთ ნირინგი (Scott Nearing, 1883-1983) - ერთ-ერთი თვალსაჩინო ამერიკელი პაციფისტი და ფილოსოფოსი. 7 - "a real mensch" - ამერიკულ-ებრაული (იდიში) ჟარგონია, ნიშნავს "ნამდვილ, ღირსეულ ადამიანს" (იდიში, გერმ. Mensch - ადამიანი). აღსანიშნავია, რომ ცუდი, უღირსი ადამიანი, იგივე ჟარგონზე, გამოიხატება ტერმინით - Unmensch, ანუ "არა-ადამიანი". 8- დედა ბლორი (Ella Reeve "Mother" Bloor, 1862–1951) - ამერიკული სოციალისტური და კომუნისტური მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი. 9 - ისრაელ ამტერი (Israel Amter, 1881—1954) - მარქსისტი პოლიტიკოსი, აშშ-ს კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. 10 - Reader's Digest, პოპულარული ამერიკული საოჯახო ჟურნალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ადგილებში ზედმეტად "ქართულად" ურტყამს და არა გინსბერგურად.
ამერიკა! როდისღა გახდები უმანკო, ანგელოზივით? <--- ამ ხაზს პრობლემა აქვს ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, როდის იქცევი ანგელოზად ან გაანგელოზდები. ან უბრალოდ როდის გახდები უმანკო ანგელოზი...
თუმცაღა, სათქმელი მაინც კარგად ჩანს და არ გჭედავს კითხვის დროს. ეს პლიუსად უნდა ჩაითვალოს აუცილებლად ადგილებში ზედმეტად "ქართულად" ურტყამს და არა გინსბერგურად.
ამერიკა! როდისღა გახდები უმანკო, ანგელოზივით? <--- ამ ხაზს პრობლემა აქვს ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, როდის იქცევი ანგელოზად ან გაანგელოზდები. ან უბრალოდ როდის გახდები უმანკო ანგელოზი...
თუმცაღა, სათქმელი მაინც კარგად ჩანს და არ გჭედავს კითხვის დროს. ეს პლიუსად უნდა ჩაითვალოს აუცილებლად
13. რაღა დროს ბიტებია.....:) რაღა დროს ბიტებია.....:)
11. მე უფრო ნაკლებად ცნობილი ბიტნიკები მევასებიან..
ალენის ლექსებიდან კი სუპერმარკეტი კალიფორნიაში.. ყველაზე ემტად : ))
ხო no i am nothing : ) მე უფრო ნაკლებად ცნობილი ბიტნიკები მევასებიან..
ალენის ლექსებიდან კი სუპერმარკეტი კალიფორნიაში.. ყველაზე ემტად : ))
ხო no i am nothing : )
10. http://lib.ge/body_text.php?10247
http://postfinnegan.wordpress.com/2011/04/12/%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/
,,Sunflower Sutra ,, -ც ეთარგმნა იქნებ ვინემს?:) http://lib.ge/body_text.php?10247
http://postfinnegan.wordpress.com/2011/04/12/%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/
,,Sunflower Sutra ,, -ც ეთარგმნა იქნებ ვინემს?:)
9. მოგიკითხეთ...წაგიკითხეთ...:) იაპონიის შესწავლა ვერ მოვასწარი და უცებ ამერიკაზე გადმოვხტი...:) სხვისი არ ვიცი და მე ამ გვერდზე კარგად ვნათლდები მგონი...:-* მოგიკითხეთ...წაგიკითხეთ...:) იაპონიის შესწავლა ვერ მოვასწარი და უცებ ამერიკაზე გადმოვხტი...:) სხვისი არ ვიცი და მე ამ გვერდზე კარგად ვნათლდები მგონი...:-*
8. http://shokoladi.ge/node/875?page=2 შემთხვევით ამ სტატიას ვკითხულობდი და გინზბერგის პოემაც გამოჩნდა
http://shokoladi.ge/node/875?page=2 შემთხვევით ამ სტატიას ვკითხულობდი და გინზბერგის პოემაც გამოჩნდა
7. საღამოს ჩავუჯდები საფუძვლიანად... შედარებაც მაინტერესებს... ვუერთდები საერთო აზრს ბიტნიკთა არ-მოწონებ-დაფასების თაობაზე, მაგრამ მაინც საღამოს ჩავუჯდები საფუძვლიანად... შედარებაც მაინტერესებს... ვუერთდები საერთო აზრს ბიტნიკთა არ-მოწონებ-დაფასების თაობაზე, მაგრამ მაინც
6. ნუ ხო.. :დ მთავარი ეგაა. :დ
ნუ ხო.. :დ მთავარი ეგაა. :დ
5. ლაცაბიძეს და ოტმარას ხო მოწონთ და მთავარიც ეგაა:)) ლაცაბიძეს და ოტმარას ხო მოწონთ და მთავარიც ეგაა:))
4. არც მე ვირევი დიდად:D არც მე ვირევი დიდად:D
3. გარეკილები არ ვიცი და მე მაგათ ლიტერატურულ ღირებულებას არ ვაღიარებ :დ
:დ გარეკილები არ ვიცი და მე მაგათ ლიტერატურულ ღირებულებას არ ვაღიარებ :დ
:დ
2. ის როგორ იყო, ბიტნიკებმა ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტს რო მიწერეს - მისტერ, შენ მაგარი კაცი ხარ, მაგრად გვევასები და ჩვენ შენთან სექსი გვინდაო:))
კაი გარეკილები კი იყვნენ:))
5! ის როგორ იყო, ბიტნიკებმა ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტს რო მიწერეს - მისტერ, შენ მაგარი კაცი ხარ, მაგრად გვევასები და ჩვენ შენთან სექსი გვინდაო:))
კაი გარეკილები კი იყვნენ:))
5!
1. გუდა მოდი აქ :დ გუდა მოდი აქ :დ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|