 | ავტორი: მე-კალ-მე ჟანრი: პროზა 28 დეკემბერი, 2010 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
"ტერაქტის შედეგად ოცდათორმეტი ადამიანი დაიღუპა, ორასი კი - დაშავდა..." "ჩვიდმეტი წლის ბიჭმა საკუთარი ოჯახი ამოწყვიტა..." "ცუნამის შედეგად სამოცდათორმეტი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა..." "ხელისუფლება სიკვდილით დასჯის დაკანონებაზე ალაპარაკდა..." "დედამ საკუთარი შვილები დახოცა..." "ნაგვის ბუნკერთან ახალშობილი გოგონას გვამი იპოვეს..."
...ყველაფერი ამერია თავში. ყოველი უჯრედიდან ახალი წინადადება მოდის, თითოეული ექოსავით მეორდება, ერწყმის ერთურთს, კადრებად იქცევა და ისეთი სისწრაფით ანაცვლებს ერთმანეთს,თავი მიდიდდება, სამყარო უსწრაფესად იწყებს ტრიალს ჩემს გარშემო... აღარც მიწა გდია ძველებურად უხმოდ და უძრავად. ის ღელვას იწყებს... მიწის ტალღები ფეხებზე მეხეთქება და ვიძირები. მიწაზე ჭიებივით დაცოცავენ ფრაზები: "ახალდაქორწინებულმა გოგონამ საკუთარ ქმარს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა..." "რამოდენიმე დღეში დედაქალაქში "გეი-აღლუმი" მოეწყობა..." ...ჭიებად ქცეული ფრაზები ფეხებზე მაცოცდებიან. მუხლებზე ვგრძობ მათ შეხებას... ჭიპზე... მკერდზე... კისერზე... ტუჩებზე... თვალებზე... სულში.., ისინი ჩემს სულში დაცოცავენ და ზუზუნებენ... თავში ისევ ყველაფერი ირევა და და მე მთელი ხმით ვხარხარებ...
ცისფერი პიჟამო მაცვია, გახუნებული შავი ზოლებით. ჩაკეტილი ოთახის კუთხეში ვარ მიყუჟული და ვკანკალებ... მცივა და მეშინია... კედლიდან საღებავი ცვივა და,თითქოს, ყველაფერი თავზე მეშლება. აქ შმორისა და შარდის სუნია. ოთახში უმისამართოდ დადის კიდევ რამოდენიმე ადამიანი, ჩემნაირ პიჟამოში გამოწყობილი. ერთი გოგოა კუთხეში მიმჯდარა, ხელში გაწეწილი თოჯინა უჭირავს და ცდილობს თავი მოაგლიჯოს... -მე ღმერთი ვარ! - იძახის ერთ-ერთი უაზროდ მოხეტიალე და შარვლის გაუხდელად იატაკზე შარდავს. -წამლის მიღების დროა! - შემოდის ოთახში მელოტი, თეთღხალათიანი მამაკაცი და რამოდენიმე აბს მიყრის მუჭში. მერე წყალს მაწვდის იმ ჭიქით,რომელშიც კიდევ ერთი ოთახის ბინადარი აფურთხებდა ამ დილით... ჭიქას და აბებს შორს ვყრი და ყვირილს ვიწყებ როგორც ყოველთვის: -მე გიჟი არ ვააააააარ!!! მერე მკლავზე ჩხვლეტას ვგრძნობ და...
მე დედის კალთაში მიდევს თავი. ის მეფერება თმაზე... ვცდილობ დავარწმუნო, თავისთან წამიყვანოს, თბილ და ლამაზ ბავშვობაში: -დეე, მე აღარ მინდა ყოფნა იქ, სადაც სიკვდილია... სადაც ომია,ბომბი,აბორტი,ვირტუალური სექსი, მკვლელობა, გაუპატიურება... მე აღარ მინდა ჩემს საყვარელ ატრაქციონს "ეშმაკის ბორბალი" ერქვას... მე ანგელოზის ფრთებით მინდა ვიფრინო! მე მინდა ჰამაკში დავიძინო! მე პორნოფილმები არ მინდა... ზღაპრები მინდა! არ მინდა "ომობანას" თამაში, "დედობანა" ვითამაშოთ, დე...
თანდათან ვმშვიდდები, აღარ ვკანკალებ, ვპატარავდები...მუხლისთავებთან რეიტუზი ისევ მეჩაჩება და... მე ვგრძნობ, როგორ ვბავშვდები დედის თბილ მკლავებში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
50. ძალიან მომეწონა ძალიან მომეწონა
49. არადა, მგონი, ეგ არის სწორედ ერთადერთი ჩემი ნაწერი, რომელიც ოთარს გამოეპარა :) მეეედ, გმადლობ! არადა, მგონი, ეგ არის სწორედ ერთადერთი ჩემი ნაწერი, რომელიც ოთარს გამოეპარა :) მეეედ, გმადლობ!
48. ეგ ოთარს არ გამოაპაროთ გაუხარდებაა :-P ეგ ოთარს არ გამოაპაროთ გაუხარდებაა :-P
47. ძალიან კარგად გადმოეცი.. გამიცოცხლდა კადრები წარმოსახვაში. ყოჩაღ! + 5 ძალიან კარგად გადმოეცი.. გამიცოცხლდა კადრები წარმოსახვაში. ყოჩაღ! + 5
46. ...ჭიებად ქცეული ფრაზები ფეხებზე მაცოცდებიან. მუხლებზე ვგრძობ მათ შეხებას... ჭიპზე... მკერდზე... კისერზე... ტუჩებზე... თვალებზე... სულში.., ისინი ჩემს სულში დაცოცავენ და ზუზუნებენ... თავში ისევ ყველაფერი ირევა და და მე მთელი ხმით ვხარხარებ...
-მე გიჟი არ ვააააააარ!!!
...ჭიებად ქცეული ფრაზები ფეხებზე მაცოცდებიან. მუხლებზე ვგრძობ მათ შეხებას... ჭიპზე... მკერდზე... კისერზე... ტუჩებზე... თვალებზე... სულში.., ისინი ჩემს სულში დაცოცავენ და ზუზუნებენ... თავში ისევ ყველაფერი ირევა და და მე მთელი ხმით ვხარხარებ...
-მე გიჟი არ ვააააააარ!!!
45. ჩემი ლიკანა ხარ შენ :) ჩემი ლიკანა ხარ შენ :)
44. ჩემი ლიკანა ხარ შენ :) ჩემი ლიკანა ხარ შენ :)
43. miyvarxar.... miyvarxar....
42. გმადლობთ... :) ყველას... გმადლობთ... :) ყველას...
41. სევდიანია და მტკივნეული თემაა სევდიანია და მტკივნეული თემაა
38. გაააიყვანე შენი საქმრო აქედაააან! არ დაგინახოთ ჩემმა უძაანლამაზესმა თვალებმა!!! =)) =)) გაააიყვანე შენი საქმრო აქედაააან! არ დაგინახოთ ჩემმა უძაანლამაზესმა თვალებმა!!! =)) =))
37. შენ ჩემს საქმროსა რათ ესპორები ჰა?რახან სთქვა ეგრეა ესეიგი ეგრეა ვააააა=))
შენ ჩემს საქმროსა რათ ესპორები ჰა?რახან სთქვა ეგრეა ესეიგი ეგრეა ვააააა=))
35. ჩათვალე, რომ უკვე ვთამაშობთ. :) :) :) :) ჩათვალე, რომ უკვე ვთამაშობთ. :) :) :) :)
34. ""დედობანა" ვითამაშოთ, დე..." - ვითამაშოთ მე-კალ-მე. "შენ იქნები ჩემი შვილი, მე ვიქნები დედა"-ეს დორას ლექსიდან არის.- ტენდი, როგორ გამახარეეეეეეეე!!! აი, ძალიან, ძალიააააან! ვითამაშოთ "დედობანა" :)
ბექა აროშიძე ლილე სანოძე ორივეს უღრმესი მადლობა, გამახარეთ ძალიააან! ლილე, ვხედავ აქტიურად ეცნობი ჩემს ნაწერებს და მიხარია ძალიან... სხვათა შორის, ლილე ჩემი საყვარელი სახელია. ერთი მინიატურა მაქვს, რომელსაც სათაურად "ლილე" შევურჩიე... აქ ვერ ვდებ ჯერ, რომელიმე კონკურსისთვის ვინახავ :) ""დედობანა" ვითამაშოთ, დე..." - ვითამაშოთ მე-კალ-მე. "შენ იქნები ჩემი შვილი, მე ვიქნები დედა"-ეს დორას ლექსიდან არის.- ტენდი, როგორ გამახარეეეეეეეე!!! აი, ძალიან, ძალიააააან! ვითამაშოთ "დედობანა" :)
ბექა აროშიძე ლილე სანოძე ორივეს უღრმესი მადლობა, გამახარეთ ძალიააან! ლილე, ვხედავ აქტიურად ეცნობი ჩემს ნაწერებს და მიხარია ძალიან... სხვათა შორის, ლილე ჩემი საყვარელი სახელია. ერთი მინიატურა მაქვს, რომელსაც სათაურად "ლილე" შევურჩიე... აქ ვერ ვდებ ჯერ, რომელიმე კონკურსისთვის ვინახავ :)
33. მე მომეწონა ეს ნაწერი! რატომღაც მერაბ ჯიხაძის ერთ-ერთი ლექსი გამახსენდა - "პროტესტი" - მე მიყვარს მსგავს თემებზე შექმნილი ისეთი ნაწერები, როგორიც ეს არის - პროტესტი ზედმეტი ბინძური ფრაზების გარეშე!
მე ვარ გიჟი,სამაგიეროდ! :) მე მომეწონა ეს ნაწერი! რატომღაც მერაბ ჯიხაძის ერთ-ერთი ლექსი გამახსენდა - "პროტესტი" - მე მიყვარს მსგავს თემებზე შექმნილი ისეთი ნაწერები, როგორიც ეს არის - პროტესტი ზედმეტი ბინძური ფრაზების გარეშე!
მე ვარ გიჟი,სამაგიეროდ! :)
32. გიჟი არა ხარ, მეკალმე, მაგრამ მაგარი ხარ!!! :) :) :) მგონი პირველად გამოვიყენე კომენტარებში სიტყვა "მაგარი". :) :) :) ამ სიტყვამ ზუსტად გადმოსცა ჩემი ემოცია. :) :)
მე კიდევ ეგ ხომ არ მინდა, რაც შენ არ გინდა:) :) :) კიდევ რუსეთის მეზობლობა არ მინდა არაფრით, გადადგმა მაინც შეიძლებოდეს სადმე.:) :) :) არადა არც სხვა სახელმწიფოებს სახელმწიფოებს რომ არ უნდათ. :) :) :) ეს ჩემთვის იმდენად მტკივნეული საკითხია, უკვე მეცინება. ""დედობანა" ვითამაშოთ, დე..." - ვითამაშოთ მე-კალ-მე. "შენ იქნები ჩემი შვილი, მე ვიქნები დედა"-ეს დორას ლექსიდან არის. :) :) :)
პატივისცემით: ტენდი გიჟი არა ხარ, მეკალმე, მაგრამ მაგარი ხარ!!! :) :) :) მგონი პირველად გამოვიყენე კომენტარებში სიტყვა "მაგარი". :) :) :) ამ სიტყვამ ზუსტად გადმოსცა ჩემი ემოცია. :) :)
მე კიდევ ეგ ხომ არ მინდა, რაც შენ არ გინდა:) :) :) კიდევ რუსეთის მეზობლობა არ მინდა არაფრით, გადადგმა მაინც შეიძლებოდეს სადმე.:) :) :) არადა არც სხვა სახელმწიფოებს სახელმწიფოებს რომ არ უნდათ. :) :) :) ეს ჩემთვის იმდენად მტკივნეული საკითხია, უკვე მეცინება. ""დედობანა" ვითამაშოთ, დე..." - ვითამაშოთ მე-კალ-მე. "შენ იქნები ჩემი შვილი, მე ვიქნები დედა"-ეს დორას ლექსიდან არის. :) :) :)
პატივისცემით: ტენდი
31. ძალიან სასიამოვნოდ წავიკითხე. პირველი ადამიანი ხარ(თ), რომლის აზრებიც ასე თანხვდა ჩემს შეხედულებებს.
"- დეე, მე აღარ მინდა ყოფნა იქ, სადაც სიკვდილია... სადაც ომია,ბომბი,აბორტი,ვირტუალური სექსი, მკვლელობა, გაუპატიურება... მე აღარ მინდა ჩემს საყვარელ ატრაქციონს "ეშმაკის ბორბალი" ერქვას... მე ანგელოზის ფრთებით მინდა ვიფრინო! მე მინდა ჰამაკში დავიძინო! მე პორნოფილმები არ მინდა... ზღაპრები მინდა! არ მინდა "ომობანას" თამაში, "დედობანა" ვითამაშოთ, დე..."
ასეთი ფინალი მეტად ეფექტური იყო, ნახევარი ეფექტი სწორედ ფინალისგან მივიღე. მადლობა ამისთვის! :) ძალიან სასიამოვნოდ წავიკითხე. პირველი ადამიანი ხარ(თ), რომლის აზრებიც ასე თანხვდა ჩემს შეხედულებებს.
"- დეე, მე აღარ მინდა ყოფნა იქ, სადაც სიკვდილია... სადაც ომია,ბომბი,აბორტი,ვირტუალური სექსი, მკვლელობა, გაუპატიურება... მე აღარ მინდა ჩემს საყვარელ ატრაქციონს "ეშმაკის ბორბალი" ერქვას... მე ანგელოზის ფრთებით მინდა ვიფრინო! მე მინდა ჰამაკში დავიძინო! მე პორნოფილმები არ მინდა... ზღაპრები მინდა! არ მინდა "ომობანას" თამაში, "დედობანა" ვითამაშოთ, დე..."
ასეთი ფინალი მეტად ეფექტური იყო, ნახევარი ეფექტი სწორედ ფინალისგან მივიღე. მადლობა ამისთვის! :)
30. გმადლობთ, მისტერ :) მომიკრავს ყური თქვენი პროზის ქებისთვის და ... გამოვჩნდები მალე თქვენს გვერდზე :) გმადლობთ, მისტერ :) მომიკრავს ყური თქვენი პროზის ქებისთვის და ... გამოვჩნდები მალე თქვენს გვერდზე :)
29. მომეწონა. მძიმე და საკამათო საკითხებია მომეწონა. მძიმე და საკამათო საკითხებია
28. გიგო, ერთი თუ სულისთვის არის მომაკვდინებელი და მეორე სხეულისთვის, განა ორივე გასაპროტესტებელი არ არის? ვისთვის როგორ, მაგრამ თითუეული მათგანი ჩემში პროტესტის გრძნობას იწვევს... უბრალოდ ამ პროტესტის გამოხატულება შეიძლება იყოს სხვადასხვა... გიგო, ერთი თუ სულისთვის არის მომაკვდინებელი და მეორე სხეულისთვის, განა ორივე გასაპროტესტებელი არ არის? ვისთვის როგორ, მაგრამ თითუეული მათგანი ჩემში პროტესტის გრძნობას იწვევს... უბრალოდ ამ პროტესტის გამოხატულება შეიძლება იყოს სხვადასხვა...
27. -დეე, მე აღარ მინდა ყოფნა იქ, სადაც სიკვდილია... სადაც ომია,ბომბი,აბორტი,ვირტუალური სექსი, მკვლელობა, გაუპატიურება... მე აღარ მინდა ჩემს საყვარელ ატრაქციონს "ეშმაკის ბორბალი" ერქვას... მე ანგელოზის ფრთებით მინდა ვიფრინო! მე მინდა ჰამაკში დავიძინო! მე პორნოფილმები არ მინდა... ზღაპრები მინდა! არ მინდა "ომობანას" თამაში, "დედობანა" ვითამაშოთ, დე...
თანდათან ვმშვიდდები, აღარ ვკანკალებ, ვპატარავდები...მუხლისთავებთან რეიტუზი ისევ მეჩაჩება და... მე ვგრძნობ, როგორ ვბავშვდები დედის თბილ მკლავებში...
ძალიან იმოქმედა... ეს მწარე რეალობაა და ჩვენ მართლა გვიჭირდება ხშირად დავუბრუნდეთ ბავშვობას. ვაი მას, ვისაც ეს არ შეუძლია. მომწონხარ, მეკალმევ, კარგად აზროვნებ, კარგად ხედავ. მოდი, ვისურვოთ, რომ მომავალი წელი ასეთი მწარე სურათებით სავსე არ იქნება :) მზესა და ღიმილებს გისურვებ -დეე, მე აღარ მინდა ყოფნა იქ, სადაც სიკვდილია... სადაც ომია,ბომბი,აბორტი,ვირტუალური სექსი, მკვლელობა, გაუპატიურება... მე აღარ მინდა ჩემს საყვარელ ატრაქციონს "ეშმაკის ბორბალი" ერქვას... მე ანგელოზის ფრთებით მინდა ვიფრინო! მე მინდა ჰამაკში დავიძინო! მე პორნოფილმები არ მინდა... ზღაპრები მინდა! არ მინდა "ომობანას" თამაში, "დედობანა" ვითამაშოთ, დე...
თანდათან ვმშვიდდები, აღარ ვკანკალებ, ვპატარავდები...მუხლისთავებთან რეიტუზი ისევ მეჩაჩება და... მე ვგრძნობ, როგორ ვბავშვდები დედის თბილ მკლავებში...
ძალიან იმოქმედა... ეს მწარე რეალობაა და ჩვენ მართლა გვიჭირდება ხშირად დავუბრუნდეთ ბავშვობას. ვაი მას, ვისაც ეს არ შეუძლია. მომწონხარ, მეკალმევ, კარგად აზროვნებ, კარგად ხედავ. მოდი, ვისურვოთ, რომ მომავალი წელი ასეთი მწარე სურათებით სავსე არ იქნება :) მზესა და ღიმილებს გისურვებ
26. 4 ვწერ!!! რადგან და რადგან... კომენტარებიც საინტერესო!!! ისე, მგონი მართალია არტური. ეს ორი უკიდურესობა ერთმანეთისგან გასამიჯნია, მაგრამ ამავდროულად ცალ-ცალკე საზიანო, როგორც ფიზიკური (ბომბი, სიკვდილი) ასევე სულიერი (ჰომოსექსუალიზმი, სიკვდილი). მოკლედ დამდეგს გილოცავთ ყველას!!! გაიხარე შენა!!! 4 ვწერ!!! რადგან და რადგან... კომენტარებიც საინტერესო!!! ისე, მგონი მართალია არტური. ეს ორი უკიდურესობა ერთმანეთისგან გასამიჯნია, მაგრამ ამავდროულად ცალ-ცალკე საზიანო, როგორც ფიზიკური (ბომბი, სიკვდილი) ასევე სულიერი (ჰომოსექსუალიზმი, სიკვდილი). მოკლედ დამდეგს გილოცავთ ყველას!!! გაიხარე შენა!!!
25. ერთა–თქო არ ამბობ, მაგრამ ერთ სიბრტყეზე აყენებ ამ მოცემულ ნაწარმოებში და ეს სასაცილოა... მე დავეთანხმნები ყველა ჰომოსექსუალისტსა და ვირტუალური სექსის მიმდევარს, რომელიც შენი ამ მნაწერის გამო შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს. ამას ალალად ვამბობ. და კიდევ – ალალად მგონია, რომ ასეთი ნაწერები მათ წისქვილზე ასხამს წყალს, მათ აძლევს სათქმელს. ასეთი ნაწერების გამო ისინი ჩვენ დაგვამარცხებენ!!! არ შეიძლება გვერდი–გვერდ გააპროტესტო ბომბი, კაცისკვლა და ვირტუალური სექსი, რომელიც მართლა არ უშავებს არავის არაფერს. მაშინ ის მამაკაცებიც გავაპროტესტოთ ლამაზ ქალს ქუჩაში ურცხვად რომ აყოლებენ თვალს. ისინი ამით ფაქტობრივად ვირტუალურ სექსს ამყარებენ მათთან:)))) დამიჯერე, მეგობარო, ვირტუალური სექსის და ომის, კაცისკვლის ერთად ხსენება, მართლ არ შეიძლება და სასაცილოაააააააა:))))) (არ ვლაპარაკობ აღლუმებზე და ამორალიზმის პროპაგანდის შემთხვევებზე. ეს უკვე აქტიური ქმედებაა და აუცილებლად გასაპროტესტებელია). მოკლედ მე მოვრჩი. შენი საქმის შენ იცი. ვიღაცას ეს აუცილებლად უნდა ეთქვა შენთვის, რომ მხოლოდ ორი პოლუსური აზრის არსებობა არ ყოფილიყო შენში – "მათი", ვინც ამორალიზსმს ქადაგებს, და მათი, ვინც ამ ნაქერს და ასეთ რადიკალლურ აზრებს გიქებს (თუნდაც ამ საიტზე). უბრალოდ, თუნდაც ის, რომ არსებობს კიდევ სხვა, ამ ორისგან განსხვავებული აზრი, ამის ცოდნა შენთვის კარგი იქნება. ამიტომ ჩავთვლი რომ ტყუოლად არ დავშვრი. წარმატებები შენ! ერთა–თქო არ ამბობ, მაგრამ ერთ სიბრტყეზე აყენებ ამ მოცემულ ნაწარმოებში და ეს სასაცილოა... მე დავეთანხმნები ყველა ჰომოსექსუალისტსა და ვირტუალური სექსის მიმდევარს, რომელიც შენი ამ მნაწერის გამო შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს. ამას ალალად ვამბობ. და კიდევ – ალალად მგონია, რომ ასეთი ნაწერები მათ წისქვილზე ასხამს წყალს, მათ აძლევს სათქმელს. ასეთი ნაწერების გამო ისინი ჩვენ დაგვამარცხებენ!!! არ შეიძლება გვერდი–გვერდ გააპროტესტო ბომბი, კაცისკვლა და ვირტუალური სექსი, რომელიც მართლა არ უშავებს არავის არაფერს. მაშინ ის მამაკაცებიც გავაპროტესტოთ ლამაზ ქალს ქუჩაში ურცხვად რომ აყოლებენ თვალს. ისინი ამით ფაქტობრივად ვირტუალურ სექსს ამყარებენ მათთან:)))) დამიჯერე, მეგობარო, ვირტუალური სექსის და ომის, კაცისკვლის ერთად ხსენება, მართლ არ შეიძლება და სასაცილოაააააააა:))))) (არ ვლაპარაკობ აღლუმებზე და ამორალიზმის პროპაგანდის შემთხვევებზე. ეს უკვე აქტიური ქმედებაა და აუცილებლად გასაპროტესტებელია). მოკლედ მე მოვრჩი. შენი საქმის შენ იცი. ვიღაცას ეს აუცილებლად უნდა ეთქვა შენთვის, რომ მხოლოდ ორი პოლუსური აზრის არსებობა არ ყოფილიყო შენში – "მათი", ვინც ამორალიზსმს ქადაგებს, და მათი, ვინც ამ ნაქერს და ასეთ რადიკალლურ აზრებს გიქებს (თუნდაც ამ საიტზე). უბრალოდ, თუნდაც ის, რომ არსებობს კიდევ სხვა, ამ ორისგან განსხვავებული აზრი, ამის ცოდნა შენთვის კარგი იქნება. ამიტომ ჩავთვლი რომ ტყუოლად არ დავშვრი. წარმატებები შენ!
24. ვერ გაიგე შენ,ან "არ გაიგე"...მე ხომ არ ვამტკიცებ გეი-აღლუმი და ბომბი ერთია-თქო? მე რაც არ მომწონს ჩემს გარშემო, იმაზე ვლაპარაკობ... მე არატრადიციული ორიენტაციის ადამიანს, ან ადამიანს რომელიც ვირტუალური სექსით ერთობა, ამ შეხედულებების და ცხოვრების სტილის გამო არასდროს გავლანძღავ,არ ვეჩხუბები და ა.შ. დისკრიმინაციით არ გამოვხატავ ჩემს შეხედულებას...უბრალოდ, ეს ყველაფერი ამაზრზენია ჩემს თვალში, ეპოქის სენია ეს ჩემთვის და მე მაქვს უფლება ამდაგვარად გამოვხატო ჩემი პროტესტი, დავანახო მკითხველს ჩემი განცდები, შეხედულებები...მე მაქვს ამის გამოხატვის უფლება... ლინკს და შენს მეტსახელ(ებ)ს რაც შეეხება, მე ვერაფერს მივხვდი... დედათა ბუნებაა ნეტა იწრო, თუ მამრთა მინიშნებები? ;) ვერ გაიგე შენ,ან "არ გაიგე"...მე ხომ არ ვამტკიცებ გეი-აღლუმი და ბომბი ერთია-თქო? მე რაც არ მომწონს ჩემს გარშემო, იმაზე ვლაპარაკობ... მე არატრადიციული ორიენტაციის ადამიანს, ან ადამიანს რომელიც ვირტუალური სექსით ერთობა, ამ შეხედულებების და ცხოვრების სტილის გამო არასდროს გავლანძღავ,არ ვეჩხუბები და ა.შ. დისკრიმინაციით არ გამოვხატავ ჩემს შეხედულებას...უბრალოდ, ეს ყველაფერი ამაზრზენია ჩემს თვალში, ეპოქის სენია ეს ჩემთვის და მე მაქვს უფლება ამდაგვარად გამოვხატო ჩემი პროტესტი, დავანახო მკითხველს ჩემი განცდები, შეხედულებები...მე მაქვს ამის გამოხატვის უფლება... ლინკს და შენს მეტსახელ(ებ)ს რაც შეეხება, მე ვერაფერს მივხვდი... დედათა ბუნებაა ნეტა იწრო, თუ მამრთა მინიშნებები? ;)
23. გეი–აღლუმი ნამდვილად არ არის იგივე რანგის საშინელება, როგორიც ბობმბი, ომი, აბორტი. ეს სამივე მოვლენა მოიცავს ძალადობას! ჰომოსექსუალიზმი და ვირტუალური სექსი არანაირად არ არის ძალადობრივი "დანაშაული". მე ვთქვი, რომ ამათი ერთად, ერთ რანგში განხილვაა სასაცილო. თორემ ცალ–ცალკე, ისინი, შეიძლება ყველა ამორალური იყოს. მასე ზოგისთვის ქორწინებამდე სექსია მიუღებელი, ზოგისთვის კიდე ყურის გახვრეტა:)) ასეთი "გადამჭრელი პროტესტი" შეიძლება მხოლოდ ძალადობრივი მოვლენების მიმართ გქონდეს. სხვა ადამიანები ერთმანეთს, ორმხრივი ნებით, ვირტუალურად დაეკონტაქტებიან თუ ტელეპატიიურად, ეს არავისი საქმე არ არის:)) სასაცილოა ეს ყველაფერი. სად ბომბი და კაცისკვლა და სად ვირტუალური სექსი:))))))))))) რაც შეეხება ჰომოსექსუალიზმს – თავში ქვა უხლიათ და იმ ადგილში კიდე – ის რაც სურთ:)) ოღონდ ყოველგვარი აღლუმებისა და პროპაგანდის წინააღმდეგი ვარ... ამ ნიკით გამოქვეყნებულ ნაწერებს რაც შეეხება ჩემსას, ნახე ის ლინკი, რაც დევს "ჩემი" სურათის ქვეშ და იქნებ მიხვდე რამეს... :) წარმატებები:) გეი–აღლუმი ნამდვილად არ არის იგივე რანგის საშინელება, როგორიც ბობმბი, ომი, აბორტი. ეს სამივე მოვლენა მოიცავს ძალადობას! ჰომოსექსუალიზმი და ვირტუალური სექსი არანაირად არ არის ძალადობრივი "დანაშაული". მე ვთქვი, რომ ამათი ერთად, ერთ რანგში განხილვაა სასაცილო. თორემ ცალ–ცალკე, ისინი, შეიძლება ყველა ამორალური იყოს. მასე ზოგისთვის ქორწინებამდე სექსია მიუღებელი, ზოგისთვის კიდე ყურის გახვრეტა:)) ასეთი "გადამჭრელი პროტესტი" შეიძლება მხოლოდ ძალადობრივი მოვლენების მიმართ გქონდეს. სხვა ადამიანები ერთმანეთს, ორმხრივი ნებით, ვირტუალურად დაეკონტაქტებიან თუ ტელეპატიიურად, ეს არავისი საქმე არ არის:)) სასაცილოა ეს ყველაფერი. სად ბომბი და კაცისკვლა და სად ვირტუალური სექსი:))))))))))) რაც შეეხება ჰომოსექსუალიზმს – თავში ქვა უხლიათ და იმ ადგილში კიდე – ის რაც სურთ:)) ოღონდ ყოველგვარი აღლუმებისა და პროპაგანდის წინააღმდეგი ვარ... ამ ნიკით გამოქვეყნებულ ნაწერებს რაც შეეხება ჩემსას, ნახე ის ლინკი, რაც დევს "ჩემი" სურათის ქვეშ და იქნებ მიხვდე რამეს... :) წარმატებები:)
22. მე გარკვევით დავწერე "დედამიწის, ეპოქის სნეულებები" და მძიმეც გარკვევით დავსვი... თუ ვირტუალური სექსი ეპოქის სნეულებაა, ბომბი, ომი და აბორტი დედამიწის სნეულებებია... (თუმცა აბორტი შეიძლება ეპოქალურიც იყოს), გეი-აღლუმზე რატომ არ გაამახვილე მაშ, ყურადღება? ეგეც მორალურად ცუდია... არა? მე ეს ყველაფერი არ მინდა რომ არსებობდეს, მიუღებელია ჩემთვის ეს ყოველივე... აქსიომა ისაა, რაშიც ეჭვი არავის შეაქვს... შენ "ყველა" არ ხარ, შესაბამისად არ არის შენი მტკიცება აქსიომა :) რომელიღაც საკმაოდ ცნობილ საიტელს გავხარ და თემაზე "სექს პო ტელეფონუ" დაწერილ ლექსებს საკუთარი მეტსახელით რატომ არ აქვეყნებ? :) მე გარკვევით დავწერე "დედამიწის, ეპოქის სნეულებები" და მძიმეც გარკვევით დავსვი... თუ ვირტუალური სექსი ეპოქის სნეულებაა, ბომბი, ომი და აბორტი დედამიწის სნეულებებია... (თუმცა აბორტი შეიძლება ეპოქალურიც იყოს), გეი-აღლუმზე რატომ არ გაამახვილე მაშ, ყურადღება? ეგეც მორალურად ცუდია... არა? მე ეს ყველაფერი არ მინდა რომ არსებობდეს, მიუღებელია ჩემთვის ეს ყოველივე... აქსიომა ისაა, რაშიც ეჭვი არავის შეაქვს... შენ "ყველა" არ ხარ, შესაბამისად არ არის შენი მტკიცება აქსიომა :) რომელიღაც საკმაოდ ცნობილ საიტელს გავხარ და თემაზე "სექს პო ტელეფონუ" დაწერილ ლექსებს საკუთარი მეტსახელით რატომ არ აქვეყნებ? :)
21. მტკივნეული რაკურსით დანახული სამყარო!.. მტკივნეული რაკურსით დანახული სამყარო!..
20. ეგ გასაგებია. სხვა არის მორალურად "ცუდი" და სხვა არის ის, რასაც სხვებისთვის მოაქვს ცუდი. მეზარება დედას გეფიცები სერიოზული კამათი. მით უმეტეს ამ ნიკით. მაგრამ "ომი" "ბომბი" და "აბორტი" ეპოქის სნეულებები არ არის... ეს არის ადამიანის გაჩენის დღიდან არსებული ისეთი ტიპის საშინელებები, რასაც სხვა ადამიანებისთვისაც მოაქვს ზიანი. შენ არაფერს გეკითხებიან ისე გკლავენ. ისე გიკლავენ ახლობეს. ისე გინადგურებენ ცხოვრებას. რაც შეეხება "ვირტუალურ სექსს" – ეს სწორედ არის ეპოქის სნეულება. მაგრამ თუ თავად არ გსურს, ძალად ვერავინ გესექსავება ვირტუალურად. ვირტუალური ზალადობა და ვირტულაური გაუპატიურება არ არსებობს. ამიტომ, ომთან, სექსთან და აბორტთან თანაბრობაში ვირტუალური სექსი განხილვა, უბრალოდ უაზრობაა. აქსიომაა ეს და ძალიან სასაცილოდ ჟღერს ამ ნაწერშიც ამათი ერთად დაყენება... არ არის ძნელი მისახვედრი რასაც ვამბობ. უბრალოდ სასაცილოა ეს ყველაფერი. ეგ გასაგებია. სხვა არის მორალურად "ცუდი" და სხვა არის ის, რასაც სხვებისთვის მოაქვს ცუდი. მეზარება დედას გეფიცები სერიოზული კამათი. მით უმეტეს ამ ნიკით. მაგრამ "ომი" "ბომბი" და "აბორტი" ეპოქის სნეულებები არ არის... ეს არის ადამიანის გაჩენის დღიდან არსებული ისეთი ტიპის საშინელებები, რასაც სხვა ადამიანებისთვისაც მოაქვს ზიანი. შენ არაფერს გეკითხებიან ისე გკლავენ. ისე გიკლავენ ახლობეს. ისე გინადგურებენ ცხოვრებას. რაც შეეხება "ვირტუალურ სექსს" – ეს სწორედ არის ეპოქის სნეულება. მაგრამ თუ თავად არ გსურს, ძალად ვერავინ გესექსავება ვირტუალურად. ვირტუალური ზალადობა და ვირტულაური გაუპატიურება არ არსებობს. ამიტომ, ომთან, სექსთან და აბორტთან თანაბრობაში ვირტუალური სექსი განხილვა, უბრალოდ უაზრობაა. აქსიომაა ეს და ძალიან სასაცილოდ ჟღერს ამ ნაწერშიც ამათი ერთად დაყენება... არ არის ძნელი მისახვედრი რასაც ვამბობ. უბრალოდ სასაცილოა ეს ყველაფერი.
19. შენ გაქვს უფლება გამოხატო შენი აზრი :) სწორედ ამისთვის არის ეს ნაწერი სამჯავროზე გამოტანილი :) არ ჩავუღრმავდები აქ... უბრალოდ ამაზრზენია ჩემთვის 40 წლის "თინეიჯერი", რომელიც მამიკოს სთხოვს ანგარიში შეუვსოს, რომ ინტერნეტში შევიდეს და ასე გაერთოს... ვისთვის როგორ... ჩემთვის ეს გამაღიზიანებელია... ომი,ბომბი,აბორტი -საშინელებაა, ვირტუალური სექსი ამაზრზენია... აქ ჩამოთვლილია დედამიწის, ეპოქის ის "სნეულებები", რომლებიც ერთმანეთში ირევა და აჩენს სურვილს გაექცე რეალობას... მე ასე მაქვს აღქმული, შენ როგორ აღიქვამ - ნება შენია...:) შენ გაქვს უფლება გამოხატო შენი აზრი :) სწორედ ამისთვის არის ეს ნაწერი სამჯავროზე გამოტანილი :) არ ჩავუღრმავდები აქ... უბრალოდ ამაზრზენია ჩემთვის 40 წლის "თინეიჯერი", რომელიც მამიკოს სთხოვს ანგარიში შეუვსოს, რომ ინტერნეტში შევიდეს და ასე გაერთოს... ვისთვის როგორ... ჩემთვის ეს გამაღიზიანებელია... ომი,ბომბი,აბორტი -საშინელებაა, ვირტუალური სექსი ამაზრზენია... აქ ჩამოთვლილია დედამიწის, ეპოქის ის "სნეულებები", რომლებიც ერთმანეთში ირევა და აჩენს სურვილს გაექცე რეალობას... მე ასე მაქვს აღქმული, შენ როგორ აღიქვამ - ნება შენია...:)
18. ფორევერ თუ არაფორევერ ეგ სხვა ამბავია, მაგრამ ბომბთან, ომთან და აბორტთან მაგ უწყინარი გართობის გვერდით დაყენება მართლა უაზრობა მგონია. ძალიან უაზროდ ზის ეგ მაგათ გვერდით. ამას სერიოზულად ვამბობ. ფორევერ თუ არაფორევერ ეგ სხვა ამბავია, მაგრამ ბომბთან, ომთან და აბორტთან მაგ უწყინარი გართობის გვერდით დაყენება მართლა უაზრობა მგონია. ძალიან უაზროდ ზის ეგ მაგათ გვერდით. ამას სერიოზულად ვამბობ.
17. უკაცრავად თქვენ "მაგთი-ჩეთიდან" "ურაკპარაკზე" "შემოგზააბნეულებული" მკითხველი ბრძანდებით??? ვირტუალური სექსი 4-ევერ????? =)) უკაცრავად თქვენ "მაგთი-ჩეთიდან" "ურაკპარაკზე" "შემოგზააბნეულებული" მკითხველი ბრძანდებით??? ვირტუალური სექსი 4-ევერ????? =))
16. ომი, ბომბი, აბორტი... ხო, კაი, მაგრამ, ვირტუალური სექსი ამეებტან რა შუაშია? ვის რას უშავებენ ვირტუალური სექსის მიმდევრები?.. ხო, კაი, შენ მაინც არ დამირეკავ და.... ომი, ბომბი, აბორტი... ხო, კაი, მაგრამ, ვირტუალური სექსი ამეებტან რა შუაშია? ვის რას უშავებენ ვირტუალური სექსის მიმდევრები?.. ხო, კაი, შენ მაინც არ დამირეკავ და....
15. ყოჩაღ! მართლაც მაგარი რამე იყოო! :-* 555! ყოჩაღ! მართლაც მაგარი რამე იყოო! :-* 555!
14. ყველას უდიდესი სითბო და უღრმესი მადლობააააა.... ყველას უდიდესი სითბო და უღრმესი მადლობააააა....
13. კარგი ხარ,ყოჩაღ :-* კარგი ხარ,ყოჩაღ :-*
12. ძალიან მაგარია!+777 ძალიან მაგარია!+777
11. კარგია. მოგიკითხე 5 კარგია. მოგიკითხე 5
10. ბატონო მიხეილ, მე რომ არ ვიცი ვ.მ. როგორ გავშიფრო? :( ბატონო მიხეილ, მე რომ არ ვიცი ვ.მ. როგორ გავშიფრო? :(
9. ...ჭიებად ქცეული ფრაზები ფეხებზე მაცოცდებიან. მუხლებზე ვგრძობ მათ შეხებას... ნაცნობი განცდაა...გადარეულ დროში ვცხოვრობთ მართლაც...:( შენთვის კი მე-კალ-მე ზედ გამოჭრილი ნიკია...5555555555 ...ჭიებად ქცეული ფრაზები ფეხებზე მაცოცდებიან. მუხლებზე ვგრძობ მათ შეხებას... ნაცნობი განცდაა...გადარეულ დროში ვცხოვრობთ მართლაც...:( შენთვის კი მე-კალ-მე ზედ გამოჭრილი ნიკია...5555555555
5. მომეწონა ძალიაან! ბევრი ადამიანის სულიერ მდომარეობას გამოეხმაურება ეს ნაწერი მომეწონა ძალიაან! ბევრი ადამიანის სულიერ მდომარეობას გამოეხმაურება ეს ნაწერი
4. "მუხლისთავებთან რეიტუზი ისევ მეჩაჩება "___ამ ნაწერის ჩასახვას შევესწარი მე მგონი...
ლან :-*
+5 "მუხლისთავებთან რეიტუზი ისევ მეჩაჩება "___ამ ნაწერის ჩასახვას შევესწარი მე მგონი...
ლან :-*
+5
3. ძალიან კარგია... ძალიან კარგია...
2. უმაგრესი თვითონ ხარ, თუ კაია, ნოოოდ... :) უმაგრესი თვითონ ხარ, თუ კაია, ნოოოდ... :)
1. უმაგრესი ნაწერია :) აი უმაგრესი... :-*
მოგიკითხე :-* უმაგრესი ნაწერია :) აი უმაგრესი... :-*
მოგიკითხე :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|