 | ავტორი: თამარ ბუკია ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 იანვარი, 2011 |
სიზმარი ვნახე, ჯერ ქუჩაში, მერე - ტყეში დავდიოდი და ყველა ხიდან ვწყვეტდი თითო ყვავილს. ყვავილები იებს ჰგავდნენ ფერით, მაგრამ იები არ იყო... ან რა უნდა იას ხეზე? მთელი კალათი ავავსე. და როცა დავასრულე, - ყველა ყვავილი ვიცოდი, რომელი ხისა იყო... ორი მამაკაცი დავინახე. ერთს – შავი, ოდნავ გრძელი, კისრამდე თმა ჰქონდა და ლურჯი თვალები. შორიდან მიყურებდა. მეორეს - თაფლისფერი თვალები ჰქონდა და ჭაღარა თმა. ეს უფრო მაღალი და უფრო მსხვილი იყო (მაგრამ მსუქანი – არა), ვიდრე ის ლურჯთვალა და შავთმიანი. როცა ჯერ ისევ ვკრეფდი ყვავილებს, ეს მაღალი მოვიდა და მითხრა, - თუ გინდა მოგეხმარებიო, რადგან ზოგ ხეზე ყვავილებს ვერ ვწვდებოდი. “არ მინდა, ჩემით მოვწყვეტ-მეთქი”.
და იცი რა მოხდა? ხეები დაბლა ხრიდნენ ტოტებს. და მერე ისე ვკრეფდი ყვავილებს, რომ ფეხის წვერზეც კი არ ავწეულვარ! როგორც კი მოვწყვეტდი, ხეები მაშინვე სწორდებოდნენ და ისევ მიუწვდომელნი ხდებოდნენ.
კალათი რომ გავავსე, ახლა ლურჯთვალა და შავთმიანი მამაკაცი მოვიდა და მკითხა, - ახლა რა უნდა უყო ამათო?
მივედი ერთადერთ უყვავილო ხესთან და მის ქვეშ დავდექი. უეცრად ხემ ჩამოუშვა ტოტები და ამიტაცა. აღმოვჩნდი ლამის კენწეროზე. და მთავარი იყო, რომ არ მეშინოდა! მერე შევამჩნიე, რომ ფრთები მქონდა და... გავფრინდი... მივფრინავდი და თან კალათიდან ვყრიდი დაბლა, მიწაზე იმ ყვავილებს, რომლებიც ვარსკვლავებივით ინთებოდნენ! მინდოდა სულ დამეცალა კალათა, მაგრამ... არ იცლებოდა. რამდენსაც ვყრიდი, იმდენად ივსებოდა! მერე ხმა გავიგე, -“ვარსკვლავებს რა დალევს ცაზეო”? მივფრინავდი და ვერ გადამეწყვიტა, დავბრუნებულიყავი დაბლა, მიწაზე თუ არა...
მერე ისევ გავიგე ხმა, მხოლოდ ქალის. და დავინახე კიდეც თამარ მეფე. “მომყევიო”, - მითხრა და წინ გამიძღვა... ვარძიაში დავეშვი... ზარზე შემოკვრა მიბრძანა. - მე რომ კაცი არ ვარ-მეთქი”? - შენ სული ხარ ახლა და შეასრულე, რასაც გეუბნებიო...
შემოვკარი ვარძიის ზარებს და გამომეხმაურა ჯერ ერთი ზარი, მერე მეორე, მესამე და... ისევ ავფრინდი ზევით, - დავინახე, - მთელ საქართველოში ერთად რეკდა ყველა ზარი და ვარსკვლავებივით ბრწყინავდა ჩემი დაყრილი ყვავილები...
ამაზე გამეღვიძა!
იმდენად ლამაზი სიზმარი იყო, მინდოდა, თქვენთვისაც მომეყოლა... :))) სხვა არაფერი! :))))
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. მივედი ერთადერთ უყვავილო ხესთან და მის ქვეშ დავდექი. უეცრად ხემ ჩამოუშვა ტოტები და ამიტაცა. აღმოვჩნდი ლამის კენწეროზე. და მთავარი იყო, რომ არ მეშინოდა! მერე შევამჩნიე, რომ ფრთები მქონდა და... გავფრინდი... მივფრინავდი და თან კალათიდან ვყრიდი დაბლა, მიწაზე იმ ყვავილებს, რომლებიც ვარსკვლავებივით ინთებოდნენ! მინდოდა სულ დამეცალა კალათა, მაგრამ... არ იცლებოდა. რამდენსაც ვყრიდი, იმდენად ივსებოდა! მერე ხმა გავიგე, -“ვარსკვლავებს რა დალევს ცაზეო”?
აჰა, ხომ აგიხდა?! :))))))) მივედი ერთადერთ უყვავილო ხესთან და მის ქვეშ დავდექი. უეცრად ხემ ჩამოუშვა ტოტები და ამიტაცა. აღმოვჩნდი ლამის კენწეროზე. და მთავარი იყო, რომ არ მეშინოდა! მერე შევამჩნიე, რომ ფრთები მქონდა და... გავფრინდი... მივფრინავდი და თან კალათიდან ვყრიდი დაბლა, მიწაზე იმ ყვავილებს, რომლებიც ვარსკვლავებივით ინთებოდნენ! მინდოდა სულ დამეცალა კალათა, მაგრამ... არ იცლებოდა. რამდენსაც ვყრიდი, იმდენად ივსებოდა! მერე ხმა გავიგე, -“ვარსკვლავებს რა დალევს ცაზეო”?
აჰა, ხომ აგიხდა?! :)))))))
35. ულამაზესია..... ულამაზესია.....
34. ულამაზესია...... ზღაპარივითაა.....:) ულამაზესია...... ზღაპარივითაა.....:)
33. ნამდვილი სიზმარა ხარ! ნამდვილი სიზმარა ხარ!
32. უი, შენ გგავდა ის მაღალი კაცი, დახმარებას რომ მთავაზობდა! :))))) უი, შენ გგავდა ის მაღალი კაცი, დახმარებას რომ მთავაზობდა! :)))))
31. მშვენოერი სიზმარია თამრო:) მე არ დავბოდიალებდი სადმე:)? მშვენოერი სიზმარია თამრო:) მე არ დავბოდიალებდი სადმე:)?
30. გულითადი მოკითხვა თამარს ''ვსუ სუშესტვუეშეე ეტო სონ,ტო ჩტო ნი სონ- ნი სუშესტვუეტ''
გულითადი მოკითხვა თამარს ``ვსუ სუშესტვუეშეე ეტო სონ,ტო ჩტო ნი სონ- ნი სუშესტვუეტ``
29. დიდი მადლობა, მუხა! იცი, როგორ მჭირდებოდა ახლა ეს სიტყვები? ძალიან! :))) დიდი მადლობა, მუხა! იცი, როგორ მჭირდებოდა ახლა ეს სიტყვები? ძალიან! :)))
28. ძალიან მომეწონა, თქვენი ნაამბობი, სიხმარი კი არა ტყუილიც დაგეჯერებათ, ისეთი სუფტა და კრისტალური ადამიანი ბრზანდებით, ლამაზი სიზმარი, ლამაზად მოყოლილი, , არ არის გასაკვირი, რეალობაში , ქარგავთ,ძილში, მოქარგულ სილამაზეს ელამუნებით ძალიან მომეწონა, თქვენი ნაამბობი, სიხმარი კი არა ტყუილიც დაგეჯერებათ, ისეთი სუფტა და კრისტალური ადამიანი ბრზანდებით, ლამაზი სიზმარი, ლამაზად მოყოლილი, , არ არის გასაკვირი, რეალობაში , ქარგავთ,ძილში, მოქარგულ სილამაზეს ელამუნებით
27. ჰო ძალიან ლამაზი იყო :) გაიხარეთ! ჰო ძალიან ლამაზი იყო :) გაიხარეთ!
25. სიზმრებიიიი................. კარგი სიზმარია, მე ვერ ვხედავ ეგეთებს. 5 სიზმრებიიიი................. კარგი სიზმარია, მე ვერ ვხედავ ეგეთებს. 5
24. ვააა, რა კარგიაააა! :) :) :) ვააა, რა კარგიაააა! :) :) :)
23. გაიხარეთ... მრავალ ნათლიღებას დაესწარით გაიხარეთ... მრავალ ნათლიღებას დაესწარით
22. :) :) მშვენიერია.. :) :) მშვენიერია..
21. ღრმად მჯერა რომ ჩვენი სიზმრები დროში გვისწრებენ... ერთხელაც იქნება წამოვეწევით :) ყველა თავისას, რა თქმა უნდა :) არ მშურს იმათი, ვისაც კოშმარები აწუხებს... სულერთია რა მიზეზით _ ეს იმას ნიშნავს რომ ვერ მიუტევა, ან არ მოინანია... ნუ, მე ასე მგონია. ვინ დამიშლის ამას? _ ვერც ვერავინ! :) ღრმად მჯერა რომ ჩვენი სიზმრები დროში გვისწრებენ... ერთხელაც იქნება წამოვეწევით :) ყველა თავისას, რა თქმა უნდა :) არ მშურს იმათი, ვისაც კოშმარები აწუხებს... სულერთია რა მიზეზით _ ეს იმას ნიშნავს რომ ვერ მიუტევა, ან არ მოინანია... ნუ, მე ასე მგონია. ვინ დამიშლის ამას? _ ვერც ვერავინ! :)
20. თამარ, თეოფილ გოტიეს ფანტასტიკური მოთხრობები გამახსენე. აქაც უჩვეულო მოლოდინში ვარდება ადამიანი, კარგი თხრობაა! თამარ, თეოფილ გოტიეს ფანტასტიკური მოთხრობები გამახსენე. აქაც უჩვეულო მოლოდინში ვარდება ადამიანი, კარგი თხრობაა!
19. როცა ვნახე, ფსიქოანალიტიკოსებზე არ გამითვლია მაშინ... :)))) როცა ვნახე, ფსიქოანალიტიკოსებზე არ გამითვლია მაშინ... :))))
18. ლამაზი სიზმარია, მაგრამ ფსიქოანალიტიკოსებს შეიძლება გაეღიმოთ:) ლამაზი სიზმარია, მაგრამ ფსიქოანალიტიკოსებს შეიძლება გაეღიმოთ:)
17. გმადლობ, დაისო! :)
დიდი მადლობა ყველას! :) გმადლობ, დაისო! :)
დიდი მადლობა ყველას! :)
16. 14. ნეტა მარტო სიზმრებს იგონებდეთ!!!!!! რენუარი. 2011-01-17 18:53:17
რენუარ, ცოტა ვერ გავიგე, რა მითხარი...
შენ ი გ ო ნ ე ბ -ხოლმე სიზმრებს? :-? მე მხოლოდ ძილში ვხედავ-ხოლმე, ამიტომაცაა სიზმარი. :) ჩემი მოგონილი რომ იყოს, მაშინ - "ჩემს ფანტაზიას" დავარქმევდი... რა, ამიკრძალავდა ვინმე რამის შეთხზვას თუ რა? :-? :))))))))))))
რა ამის პასუხია და... ჩემს სიზმრებზე 5 ტელეგადაცემა გაკეთდა და 15 სხვადასხვა დასახელების ჟურნალი თუ გაზეთი წერდა, მ.შ. "საქართველოს ქალი", "საქართველოს რესპუბლიკა", "ქრონიკა", "კვირის პალიტრა", "იდუმალების სამყაროში", "ფენომენი", "გზა", "სარკე" ... სრულიად საკმარისია ჩამოსათვლელად! :))) 14. ნეტა მარტო სიზმრებს იგონებდეთ!!!!!! რენუარი. 2011-01-17 18:53:17
რენუარ, ცოტა ვერ გავიგე, რა მითხარი...
შენ ი გ ო ნ ე ბ -ხოლმე სიზმრებს? :-? მე მხოლოდ ძილში ვხედავ-ხოლმე, ამიტომაცაა სიზმარი. :) ჩემი მოგონილი რომ იყოს, მაშინ - "ჩემს ფანტაზიას" დავარქმევდი... რა, ამიკრძალავდა ვინმე რამის შეთხზვას თუ რა? :-? :))))))))))))
რა ამის პასუხია და... ჩემს სიზმრებზე 5 ტელეგადაცემა გაკეთდა და 15 სხვადასხვა დასახელების ჟურნალი თუ გაზეთი წერდა, მ.შ. "საქართველოს ქალი", "საქართველოს რესპუბლიკა", "ქრონიკა", "კვირის პალიტრა", "იდუმალების სამყაროში", "ფენომენი", "გზა", "სარკე" ... სრულიად საკმარისია ჩამოსათვლელად! :)))
15. ილუსტრაციაში დავდე ვარძიის ზარები და შემოჰკარით ილუსტრაციაში დავდე ვარძიის ზარები და შემოჰკარით
14. ნეტა მარტო სიზმრებს იგონებდეთ!!!!!! ნეტა მარტო სიზმრებს იგონებდეთ!!!!!!
13. მერე ხმა გავიგე, -“ვარსკვლავებს რა დალევს ცაზეო”?
დაე, თქვენნაირი ადამიანებიც არ დაელიოს საქართველოს! :-* :)
მოგიკითხეთ პატივისცემით მერე ხმა გავიგე, -“ვარსკვლავებს რა დალევს ცაზეო”?
დაე, თქვენნაირი ადამიანებიც არ დაელიოს საქართველოს! :-* :)
მოგიკითხეთ პატივისცემით
12. ეჰ, რომ შეგშურდება და თან ახდენას რო ინატრებ, მართლა ისეთი არაა?:)ბედნიერია ასეთი სიზმრების ქვეყნის მკვიდრი!:) ეჰ, რომ შეგშურდება და თან ახდენას რო ინატრებ, მართლა ისეთი არაა?:)ბედნიერია ასეთი სიზმრების ქვეყნის მკვიდრი!:)
11. "შენი სიზმარი-მე შენი სიზმარი-მე" მულტფილმი გამახსენდა.
ნია-კოს უთქვამს ჩემი სათქმელი:)
არამითი777-თქვენ ბოლო ხართ? მე თქვენს მერე ვიქნები...
"შენი სიზმარი-მე შენი სიზმარი-მე" მულტფილმი გამახსენდა.
ნია-კოს უთქვამს ჩემი სათქმელი:)
არამითი777-თქვენ ბოლო ხართ? მე თქვენს მერე ვიქნები...
10. კარგია ძალიან! გაიხარეთ! კარგია ძალიან! გაიხარეთ!
9. სიზმარი მართლაც ლამაზია... ისეთი დალაგებული...მოწერიგებული და ლამაზია...., ცოტათი დაუჯერებელს გავს კიდეც...:) სიზმარი მართლაც ლამაზია... ისეთი დალაგებული...მოწერიგებული და ლამაზია...., ცოტათი დაუჯერებელს გავს კიდეც...:)
8. მართლაც მშვენიერია (: მართლაც მშვენიერია (:
7. რა კარგია. რა მშვენიერი.
რა კარგია. რა მშვენიერი.
6. თაამ, სიზმარიც რა ძალიან ლამაზი გაქვს, გენაცვალე :) თაამ, სიზმარიც რა ძალიან ლამაზი გაქვს, გენაცვალე :)
5. თამრიკო არ იყიდება შენი სიზმრები? :D:D:D მართლაც ლამაზია! თამრიკო არ იყიდება შენი სიზმრები? :D:D:D მართლაც ლამაზია!
4. გფარავდეთ წმინდა თამარი! +5!!! გფარავდეთ წმინდა თამარი! +5!!!
3. ცრემლებამდე მაგარიააააააა! მიყვარხართ ქ-ნო თამარ!!!!!!!! ცრემლებამდე მაგარიააააააა! მიყვარხართ ქ-ნო თამარ!!!!!!!!
2. დავინახე, - მთელ საქართველოში ერთად რეკდა ყველა ზარი და ვარსკვლავებივით ბრწყინავდა ჩემი დაყრილი ყვავილები... თამრიი, მართლა რა ლამაზი სიზმარიააა! ხშირად გენახოს ასეთი სიზმრები. მოგიკითხე:) დავინახე, - მთელ საქართველოში ერთად რეკდა ყველა ზარი და ვარსკვლავებივით ბრწყინავდა ჩემი დაყრილი ყვავილები... თამრიი, მართლა რა ლამაზი სიზმარიააა! ხშირად გენახოს ასეთი სიზმრები. მოგიკითხე:)
1. გაჟრჟოლებამდე ლამაზი სიზმარიააააააა გაიხარეთ ქ-ნო თამარ! +2 გაჟრჟოლებამდე ლამაზი სიზმარიააააააა გაიხარეთ ქ-ნო თამარ! +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|