ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო99
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2011


ჩემს იღბალს!

ყოველივე ახალი
უკვე აღარ მჭირდება,
დავიღალე, გავთავდი,
დავიცალე ფიქრებად,
გაფრნილი გედები
ღრუბლებს გაჰყვნენ გიდებად,
მომეფერეთ,
მიშველეთ,
თორემ
დამავიწყდება...
თორემ დამავიწყდება,
რომ ოდესღაც მტკვრის პირას
მეც მიყვარდა თამაში,
რომ მდინარის სარკეში,
მეცა ვჩანდი ლამაზი,
რომ ვერხვების მორევში,
ობლად იდგა ტირიფი,
რომ სიმართლედ მომყიდეთ,
ყოველივე  ირიბი.

                            2001წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები