ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: იუმორისტული
7 თებერვალი, 2011


საქორწილო კონტრაქტი 2 (მამაკაცების საკითხავი);)


                                                      1.საერთო დებულებები
1.1.ეს ხელშეკრულება საქ.სამოქალაქო კოდექსის 1172-1181მუხლების შესაბამისად განსაზღვრავს მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს.
1.2.ხელშეკრულების მხარეებს შეადგენენ ერთი მხრივ ქმარი-ოჯახის თავი და მეორეს მხრივ ცოლი-ქმრის მონა.
1.3.ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და ძალაშია განქორწინებამდე.



                                              2.მეუღლეთა პირადი ურთიერთობანი.
2.1.ცოლი მოვალეა შეუქმნას ქმარს ყველანაირი პირობა,რათა იგი ყოველთვის გამოიყურებოდეს მიმზიდველად.მათ შორის უცხო ქალებისთვისაც.
2.2.ქმრის ყოველგვარი ნება-სურვილი უნდა სრულდებოდეს დაუყოვნებლივ ყოველგვარი შეკამათების გარეშე.
2.3.ქმარს აქვს უფლება მოსთხოვოს ცოლს(სიდედრ-სიმამრს) ყოველდღიურად განუსაზღვრელი რაოდენობის თანხა.
2.4.ცოლი მოვალეა ქმარს ყოველ საღამოს ძილის წინ ჩაუტაროს სხეულის სხ.სხ.სახის მასაჟები,ქმრის სურვილისამებრ.(თუ რომელი მასაჯები იქნება პრიორიტეტული,ქვემოთ მოგახსენებთ.
2.5.ცოლი(უკიდურეს შემთხვევაში ცოლისდა)ვალდებულია დილას,ახალგაღვიძებულ ქმარს მიართვას ლოგინში ცივი ლუდი,ან ყავა და მიმართოს მას ათასგვარი საალერსო სიტყვებით.
2.6.ცოლი მოვალეა პატივისცემით და მოწიწებით მოეპყრას ქმრის ყველა მეგობარს,დედას,მამას,ძმას,დას და ყველა ნათესავს,მათ შორის საყვარლებსაც(თუ რა თქმა უნდა ქმარს აქვს სურვილი იყოლიოს საყვარელი ხანდახან გართობის მიზნით).არ გამოთქვას პრეტენზია მათ ხშირ სტუმრობაზე,გაუშალოს სუფრა(ლოგინი საყვარლის შემთხვევაში) და უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით დროებით გავიდეს სახლიდან დედამისთან.ან მეზობელ ოთახში და წყნარად დარჩეს იქ,მანამ,სანამ ქმარი ყველანაირ საქმეს არ მოამთავრებს.(სტუმრებად არ ითვლებიან:-სიდედრი,სიმამრი,ცოლისდა,ცოლისძმა და სხვა ოფიციალური, თუ არაოფიციალური ცოლის ნათესავები)
2.7.ქმარს აქვს უფლება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში სასურველი დროით წავიდეს  მეგობრებში,მეგობრებთან(ან ნაშებთან) ერთად ბარში,კაზინოში,ღამის კლუბში,სტრიპტიზ ბარში და როცა უნდა მაშინ დაბრუნდეს სახლში.

2.7.1.ქმარს აქვს უფლება მოითხოვოს ,რომ ოჯახში ყოველთვის ხვდებოდეს სადილი,ვახშამი(პირველი,მეორე,დესერტის ჩათვლით),არა აქვს მნიშვნელობა ვინ მოაგვარებს ამ პრობლემას.
2.7.2.იმ შემთხვევაში თუ ამ ვალდებულებას სიდედრი  იკისრებს,ცოლი ვალდებულია შეასრულოს დეგუსტატორის როლი.
2.8.ნებისმიერი სადაო საკითხი ოჯახში ან სასამართლოში უნდა გადაწყდეს ქმრის  სასარგებლოდ.
2.9ცოლს გააჩნია ბავშვების მოვლის და საჭმლის კეთების უფლება,ასევე ჩუმად ყოფნისა და ოთახებში უხმაუროდ გადაადგილების უფლება(ქმრის სახლში ყოფნის საათებში)
2.10.ცოლი ვალდებულია მუშაობდეს(ასევე სიდედრი და სიმამრი) რაც შეიძლება მაღალანაზღაურებად სამსახურში,ხოლო ხელფასის 100%ს აბარებდეს ქმარს,ყოველგვარი შეკამათების გარეშე,ხოლო თავის სახარჯო ფულს ართმევდეს დედას.
2.11.სიმამრი ვალდებულია იზრუნოს სიძის სახლზე,აგარაკზე და ავტომობილზე,რომელიც სასურველია იყოს ორი,ერთი სპორტული,მეორე ჯიპი(რა თქმა უნდა ბოლო მოდელის)ასევე სიმამრმა უნდა იზრუნოს სიძის ჯიბის ფულზე და დაუყოვნებლივ შეავსოს სიძის დაცლილი საკრედიტო ბარათი.
2.11.1.სიდედრი ვალდებულია სახლი და აგარაკი დაულაგოს სიძეს მისი იქ არ ყოფნის განმავლობაში,გადაყაროს ნახმარი პრეზერვატივები,ისე რომ მისმა ქალიშვილმა არ შეამჩნიოს(ისე ყოველიშემთხვევისათვის)ასევე მოსპოს ყოველგვარი ღრეობის კვალი.აგარაკზე და სახლშიც ყოველდღე ბალიშის ქვეშ ამოდოს 100 ევროიანი კუპიურა ჯიბის სახარჯო ფულად,ასევე შეავსოს სიძის მობილური ანგარიშები.
2.12.ცოლი ვალდებულია სამსახურში წასვლის წინ,სამუშაო დღის განმავლობაში და ასევე საღამოს,მესიჯით აცნობოს ქმარს(რათა ლაპარაკით არ შეაბეზროს)  გადაადგილების გეგმა.იმ შემთხვევაში თუ ქმარი წინააღმდეგი იქნება ცოლის რომელიმე მარშუტისა,დაუყოვნებლივ აღკვეთოს იმ მიმართულებით გადაადგილება.
2.13.ცოლს უფლება აქვს  ჰქონდეს ნათესავებთან თვეში არაუმეტეს სამი შეხვედრისა,რის შესახებაც მან წინასწარ წერილობითი განცხადებით  უნდა აცნობოს ქმარს ორი დღით ადრე,რომელსაც შეუძლია საპატიო მიზეზით,ან უმიზეზოდ აკრძალოს ეს შეხვედრა.
2.14.ცოლის წახალისება კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის-წახალისების სახეებია:-
ა)მადლობის გამოცხადება;
ბ)სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა;
გ)ყავის დალევის რაოდენობის გაზრდა;
დ)ოჯახის წევრებთან დამატებითი შეხვედრის უფლების მიცემა.
ე)კვირაში ერთხელ მეგობრებთან ერთად ყავის დასალევად,საჭორაოდ და სერიალის საყურებლად წასვლა.(სახლში სერიალების ჩართვა სასტიკად ეკრძალება)

2.15.ქმარს უფლება აქვს მოიყვანოს მე-2-ე,მე-3,მე-4 და ა.შ. ცოლები,ამასთან ცოლები ვალდებულნი არიან ერთმანეთს მოეპყრან გულისხმიერად,ეკრძალებათ ჩხუბი. მათთან დაწოლის რიგს აწესებს ქმარი საკუთარი სურვილისამებრ,რასაც გამოხატავს სახლში მისვლისას მზერით, ცოლებს ეკრძალებათ შეკამათება და პრეტენზიების გამოთქმის უფლება.
ცოლი(ან ცოლები) ვალდებულნი არიან გამოიყურებოდნენ ყოველთვის ლამაზად,ესხათ ძვირფასი სუნამოები(რასაც მშობლების ხარჯზე შეიძენენ)
ასევე ვალდებულნი არიან თეორიულად ისწავლონ სხვადასხვა მიმდინარეობის სექსის ხელოვნება,რასაც შემდგომ ერთმანეთს
გაუზიარებენ და ქმართან გამოიყენებენ მთელი თავისი მონდომებითა და ფანტაზიით.
ვალდებულნი არიან ფლობდნენ ეროტიკული ცეკვის ხელოვნებას სინქრონში და სახლში მისულ ქმარს გაუმართონ სხ.ხ. სახის გასართობი წარმოდგენები,რათა ქმარმა მოწყენილად არ იგრძნოს თავი,ასევე უნდა შეეძლოთ ყველა მათგანს ვირტუოზული სტრიპტიზ ცეკვების ჩატარება დედაბოძის გარშემო ინდივიდუალურადაც და სინქრონშიც…
ცოლი (ან ცოლები) ვალდებულნი არიან ქმრის სახლში მოსვლისას სასწრაფოდ მოუმზადონ ჯაკუზი,ან ბასეინი სურნელოვანი ცხელი წყლით,ასევე ცივი ლუდი,ან შამპანიური თავისი მისაყოლებლებით(ქმრის სურვილისამებრ)რომელსაც ჯაკუძზში,ან ბასეინში ნებივრობისას ცეკვა-ცეკვით მიართმევენ.
ყოველი მათგანი ვალდებულია ფლობდეს სამკურნალო,სპორტული და ეროტიკული მასაჟის ხელოვნებას.
2.16.ცოლებს ეკრძალებათ ზედმეტად გახდომა,ან გასუქება ქმრის ნებართვის გარეშე.


                                               
                                                        3.მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობანი
3.1.ქორწინების შემდეგ ყოველგვარი ქონება და/ან მატერიალური აქტივი,რაც ოჯახს მიემატება,წარმოადგენს ქმრის საკუთრებას,მიუხედავად ამ ქონების ფორმირების წყაროსი.
3.2.განქორწინებისას,მიუხედავად იმისა ეს ქმრის ინიციატივით მოხდება  თუ არა,ცოლის ოჯახი,კერძოდ სიმამრი ვალდებულია აუნაზღაუროს სიძეს მატერიალური და მორალური ზიანი ყოველთვიური გადასახადის სახით 3000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარებში,ქორწინების ყოველ დღეზე..



                                                                4.დასკვნითი დებულებები.
4.1. ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად.მეუღლეებს გადაეცემათ ხელშეკრულების თითო-თითო ეგზემპლარი.ყოველ ეგზემპლარს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.
4.2.ყოველგვარი ცვლილება ხელშეკრულებაში შესაძლებელია მხოლოდ ქმრის გადაწყვეტილებით,ცოლის თანხმობა არ მოითხოვება.
4.3.ცოლს ეკრძალება ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარის თქმა,წინააღმდეგ შემთხვევაში,ხდება მისი დედ-მამის,დის და ძმის(შესაძლოა ნათესავებისაც)ქონების კონფისკაცია სახელმწიფოს მხრიდან სიძის სასარგებლოდ…
ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.

ხელმოწერა:-


პ.ს. ვისაც ძალიან დაგწყდებათ გული(ქალებს ვგულისხმობ) შეგიძლიათ წაიკითხოთ:-"საქორწილო კონტრაქტი 1(ქალების საკითხავი) ;)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს