სულ მაინტერესებდა, რა გემო აქვს შვილის დაბადების აღსანიშნავად, სამშობიაროსთან სახელდახელოდ გახსნილ შამპანურს, მაგრამ ვერ გავსინჯე. მთელი ფეხმძიმობა სულ იმას ვეჩხუბებოდი მეუღლეს: რა არაპრეტენზიული ორსული ხარ, რამე ინატრეთქო, - მაგრამ გაგიგონიათ?! თითქმის არაფერი უნატრია. ერთადერთხელ, წინა ზამთარს, გაგანია იანვარში ინატრა: - ნეტა მოხარშული სიმინდი იქნებოდესო, დაკონსერვებული მოვიტანე, - ეგ არა, ბარჯისხევში მოხარშული სიმინდის ტაროები რომ იყიდება ის მინდაო და.. მოკლედ ნატვრა ვერ ავუსრულე, ჩამრჩა ხინჯად გულში. სამხედროს ცხოვრება ასეთია, თითქმის მთელი წელი მხოლოდ დასაძინებლად გიწევს სახლში მისვლა, ან ვერ მიდიხარ. ამიტომ ისე გაირბინა 9 თვემ, თითქმის არც გამიგია. ისე ჩუმად აიტკივა მუცელი, ჩვეულებრივი ტკივილი მეგონა. თვითონაც ვერ მიხვდა, ამიტომ დილით, ჩვეულებრივ ადრე წავედი სამსახურში, ისე რომ არც არაფერს ველოდებოდი. ნახევარი საათის მისული ვიყავი ნაწილში დამირეკეს უკვე სამშობიაროსკენ მივდივართო და გამოვვარდი გულხეთქებით. უკვე ბლოკში ჰყავდათ შეყვანილი, როცა მივაღწიე სამშობიარომდე. ბლოკთან მომლოდინე და უკვე ბედნიერი მშობლების სიმრავლეა - ზოგი შამპანურს სვამს, ზოგი ეწევა, ზოგი ახალშობილს უცქერის კარს მიღმა. თითქმის ვერავის ვამჩნევ... მორიგე ექთანს ხალათი გამოვართვი, ნიღაბი ავიფარე, ხელთათმანი გავიკეთე და ცხოვრებაში პირველად შევაბიჯე დაწესებულებაში, რომლის შესახებაც ქმრებმა ასე ცოტა რამ ვიცით... ...საწოლზე იწვა, ნაცრისფერი, რაღაც არაბუნებრივი ფერი ედო სახეზე. ფერის უჩვეულობას საავადმყოფოს ნერვების მოშლამდე თეთრი კედლებიც უსვამდნენ ხაზს. - მიშველე ექიმო! - (ვერ მიცნო ხალათით და ნიღბით). დავუჯექი თავთან, ვამშვიდებ, ვეფერები, აბა მეტი რა შემიძლია... გადის ერთი საათი, მეორე, როგორც იქნა დაიწყო! ტკივილმა იმატა, ხმა თითქმის აღარა აქვს, ცივი ოფლი და ისევ ის საშინელი ფერი... ომგამოვლილს, სისხლიც მინახავს, მკვდარიც და ტკივილიც, მაგრამ ასეთი ტკივილი და ასეთი ფერი არსად... შეჰყავთ. მეც მივყვები და ვგრძნობ როგორ მიჭერს მისი თითები ხელზე, ვხვდები, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს, რაც საფუძვლიანად შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, ან... არ მინდა ამ “ან”-ზე ფიქრი... ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად იქნება... ვფიქრობ და ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო, რადგან მხოლოდ მე მიყურებს და ჩემგან ელის შველას... თანდათან კულმინაციას აღწევს ტკივილი, უფროდაუფრო სუსტად მიჭერს ხელზე თითებს და ვგრძნობ რომ მეც მეცლება ღონე, უკანასკნელ მოთმინებას და ძალას ვიკრებთ ორივე, უკანასკნელი დაძაბვა და... ...გაჩნდა პაწია... ჩაისუნთქა თუ არა ჰაერი, იმწამს რაც გავიგონე მისი ტირილი იყო, ზარივით დატრიალდა ოთახში, ყურებში, ტვინში და ენერგია დამიბრუნა, არამარტო მე... – გოგო რომ იყო, იცოდით? - მგონი ექიმი კითხულობს, - (რა დროს ეგაა!) - რაღაცას ვბუტბუტებ პასუხად და დედაშვილს ვუყურებ - დედას ნელნელა მოსდის ფერი, მაგრამ პაწია მოშავო-მოლურჯო ფერზეა, ჯერ თვალებიც კი არა აქვს ახელილი მაგრამ მაინც ეპოტინება დედის მკერდს... სასწორზე აწვენენ, ტირის და ფეხებს იქნევს, იქვე დიდი ჭიქით სპირტი დევს, ფეხი ხვდება და სპირტი იღვრება - უკვე აფუჭებს რაღაცეებს - ისევ ექიმია ალბათ; კიდევ ერთხელ დავყურებ დედა-შვილს, ვრწმუნდები რომ ყველაფერი კარგადაა და გამოვდივარ თუ გამოვყავარ ბლოკიდან (რა ჯანი ჰქონია ამ გალეულ ექთანს!)... ...გარეთ ჩემები მელოდებიან, შამპანური, მოლოცვები, სიხარული, მაგრამ არაფრის თავი აღარა მაქვს, ყველა ემოცია, ყველა შეგრძნება ახლა ერთ წერტილზე ტრიალებს - პალატა, მეუღლე, ბავშვი, და აქ ითიშება ყველაფერი... მაინტერესებდა, რა გემო აქვს შვილის დაბადების აღსანიშნავად, სამშობიაროსთან სახელდახელოდ გახსნილ შამპანურს, მაგრამ ვერ გავსინჯე... სამაგიეროდ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ვნახე და გავიგე – ახალი სიცოცხლე სხვა სიცოცხლის რისკის ფასად, უდიდესი ტკივილისა და სტრესის ფასად ჩნდება. მეც და ჩემი მეუღლეც იმ წუთას ბავშვთან ერთად დავიბადეთ... მე მამა გავხდი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. რა კარგია, რომ ახლა მეუღლეებს ასწრებენ მშობიარობას. ყველა კაცმა უნდა ნახოს რა ტანჯვით ჩნდება ახალი სიცოცხლე. ღმერთმა გაგიზარდოთ. გამრავლდით. ბედნიერი მშობლები ყოფილიყავით. რა კარგია, რომ ახლა მეუღლეებს ასწრებენ მშობიარობას. ყველა კაცმა უნდა ნახოს რა ტანჯვით ჩნდება ახალი სიცოცხლე. ღმერთმა გაგიზარდოთ. გამრავლდით. ბედნიერი მშობლები ყოფილიყავით.
29. უფალმა გაგაძლიეროთ ისე როგორ მაშინ მშობიარობას, რომ ესწრებოდი...და გაგაძლებინა გეყურებინა იმ სასიხარულო ტანჯვისთვის. უფალმა გაგაძლიეროთ ისე როგორ მაშინ მშობიარობას, რომ ესწრებოდი...და გაგაძლებინა გეყურებინა იმ სასიხარულო ტანჯვისთვის.
28. ძალიან .ძალიან მომეწონა. ცრემლიც მომერია. :) გაგიზარდოთ ღმერთმა :) ძალიან .ძალიან მომეწონა. ცრემლიც მომერია. :) გაგიზარდოთ ღმერთმა :)
27. გმადლობთ!!! :) გმადლობთ!!! :)
26. შენთან ერთად ვესწრებოდი ახლა მშობიარობას... გაიხარეთ ორთავე მშობელმა და თქვენმა პაწაწამაც! :-* 5 შენთან ერთად ვესწრებოდი ახლა მშობიარობას... გაიხარეთ ორთავე მშობელმა და თქვენმა პაწაწამაც! :-* 5
25. კიდევ ერთხელ გადავიკითხე, უკვე მეასეჯერ... :) :) :) კიდევ ერთხელ გადავიკითხე, უკვე მეასეჯერ... :) :) :)
24. გმადლობთ :D გმადლობთ :D
23. ეს წავიკითხე რომ განთავსდა იმ დღეს, მთელი გვერდი კომენტარიც დავწერე, ბოლომდე გადმოვეცი ემოცია და როგორც კი ღილაკს "დამატება" დავაჭირე, შუქი ჩაქრააა :) ჰოდა, ისედი საძაგელი ქარი იყო, რაღაც გააფუჭა და მხოლოდ დღეს მოვიდა შუქი, პირველად აქ შემოვედი რომ მეთქვა: ეს არის უდიდესი ემოცია, უფრო ვრცლად და ზუტად ახლა, სამწუხაროდ, ვერ დავწერ, რა ვიგრძენი, როცა პირველად წავიკითხე... არ მეგონა, თუ კაცებს შეეძლოთ ასე ემოციურად აღქმა და მით უფრო გადმოცემა ამ ყველაფრის... უფალმა გაგიხარდოს! +5 ეს წავიკითხე რომ განთავსდა იმ დღეს, მთელი გვერდი კომენტარიც დავწერე, ბოლომდე გადმოვეცი ემოცია და როგორც კი ღილაკს "დამატება" დავაჭირე, შუქი ჩაქრააა :) ჰოდა, ისედი საძაგელი ქარი იყო, რაღაც გააფუჭა და მხოლოდ დღეს მოვიდა შუქი, პირველად აქ შემოვედი რომ მეთქვა: ეს არის უდიდესი ემოცია, უფრო ვრცლად და ზუტად ახლა, სამწუხაროდ, ვერ დავწერ, რა ვიგრძენი, როცა პირველად წავიკითხე... არ მეგონა, თუ კაცებს შეეძლოთ ასე ემოციურად აღქმა და მით უფრო გადმოცემა ამ ყველაფრის... უფალმა გაგიხარდოს! +5
22. გაგიზარდოს! გაგიზარდოს!
21. სამშობიაროს ფოიეში დგომას და შამპანურის წრუპვას, შიგნით ნერვიულობა ჯობია. :) სამშობიაროს ფოიეში დგომას და შამპანურის წრუპვას, შიგნით ნერვიულობა ჯობია. :)
20. ზატო ეს მომეწონა :) ზატო ეს მომეწონა :)
19. ვაიმეეეე ცუუუდად ვაარ, რა მაგარიააა :X ყველა კაცმა უნდა წაიკითხოს და შეიგრძნოს ის რაც აქ წერია..... ვაიმეეეე ცუუუდად ვაარ, რა მაგარიააა :X ყველა კაცმა უნდა წაიკითხოს და შეიგრძნოს ის რაც აქ წერია.....
18. ვაიმეეეეეე აიიიი არ ვიციი სიტყვები არ მყოფნიიიის.......... ვაიმეეეეეე აიიიი არ ვიციი სიტყვები არ მყოფნიიიის..........
17. ღმერთმა გაგიზარდოთ პატარა...ძალიან თბილი და ემოციური ნაწერია... ღმერთმა გაგიზარდოთ პატარა...ძალიან თბილი და ემოციური ნაწერია...
16. ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოთ . ძალიან კარგადაა ემოცია მოტანილი. ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოთ . ძალიან კარგადაა ემოცია მოტანილი.
15. ძალიან ძლიერი ემოციაა აქ :) ძალიან ძლიერი ემოციაა აქ :)
14. 5
კარგია, ყოჩაღ.
გაგიზარდოთ ღმერთმა დიდი ოჯახის პატარა. 5
კარგია, ყოჩაღ.
გაგიზარდოთ ღმერთმა დიდი ოჯახის პატარა.
13. გაიხარეთ, იმრავლეთ, იბედნიერეთ :) გაიხარეთ, იმრავლეთ, იბედნიერეთ :)
12. მრავალჟამიერ... :) კიდევ მრავალგზის "დაბადებულიყავით" ერთად... მშვიდობით და ბედნიერებისთვის "განწირულნი" :) მრავალჟამიერ... :) კიდევ მრავალგზის "დაბადებულიყავით" ერთად... მშვიდობით და ბედნიერებისთვის "განწირულნი" :)
11. სამაგიეროდ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ვნახე და გავიგე – ახალი სიცოცხლე სხვა სიცოცხლის რისკის ფასად, უდიდესი ტკივილისა და სტრესის ფასად ჩნდება. მეც და ჩემი მეუღლეც იმ წუთას ბავშვთან ერთად დავიბადეთ... + + + + + +
ღმერთმა გაგიზარდოთ!
სამაგიეროდ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ვნახე და გავიგე – ახალი სიცოცხლე სხვა სიცოცხლის რისკის ფასად, უდიდესი ტკივილისა და სტრესის ფასად ჩნდება. მეც და ჩემი მეუღლეც იმ წუთას ბავშვთან ერთად დავიბადეთ... + + + + + +
ღმერთმა გაგიზარდოთ!
10. უზუსტესად და მთელი გულწრფელობით გაქვთ გადმოცემული მამის განცდები. საოცრად კარგი ნაწერია! უფალმა დაგილოცოს ოჯახი! 55555555555555 უზუსტესად და მთელი გულწრფელობით გაქვთ გადმოცემული მამის განცდები. საოცრად კარგი ნაწერია! უფალმა დაგილოცოს ოჯახი! 55555555555555
9. გაიხარეთ ჩემო კარგებო :) ცოტა უფრო უარესი სცენებიც მინახავს, მაგრამ ეს მართლა ძალიან მძიმე იყო :) გაიხარეთ ჩემო კარგებო :) ცოტა უფრო უარესი სცენებიც მინახავს, მაგრამ ეს მართლა ძალიან მძიმე იყო :)
8. ცრემლიანი თვალებით წავიკითხე და არც ვიცი რა დავწერო.... კაცები გაურბიან ასეთი სცენების ყურებას და ყოჩაღ თუ ეგ შეძელი :) მაგას იშვიათი კისრულობს.... უფრო დააფასებ მეუღლეს და ღმერთმა გაგიზარდოთ თქვენი პაწია... :) ცრემლიანი თვალებით წავიკითხე და არც ვიცი რა დავწერო.... კაცები გაურბიან ასეთი სცენების ყურებას და ყოჩაღ თუ ეგ შეძელი :) მაგას იშვიათი კისრულობს.... უფრო დააფასებ მეუღლეს და ღმერთმა გაგიზარდოთ თქვენი პაწია... :)
7. ომგამოვლილს, სისხლიც მინახავს, მკვდარიც და ტკივილიც, მაგრამ ასეთი ტკივილი და ასეთი ფერი არსად...
თბილია :) უფალმა გაგიზარდოთ ! ომგამოვლილს, სისხლიც მინახავს, მკვდარიც და ტკივილიც, მაგრამ ასეთი ტკივილი და ასეთი ფერი არსად...
თბილია :) უფალმა გაგიზარდოთ !
6. კარგადაა მოტანილი. ვიგრძენი :) კარგადაა მოტანილი. ვიგრძენი :)
5. გამაჟრიალა.. გამაჟრიალა..
4. "მე მამა გავხდი..." - მე დედა :) "მე მამა გავხდი..." - მე დედა :)
3. უღრმესი მადლობა ყველას :) უღრმესი მადლობა ყველას :)
2. "მაინტერესებდა, რა გემო აქვს შვილის დაბადების აღსანიშნავად, სამშობიაროსთან სახელდახელოდ გახსნილ შამპანურს, მაგრამ ვერ გავსინჯე..."
მეორე!!!! :) :) :) თუ გინდა "გიჟი" ნათლია ვიქნები!!!!
"მაინტერესებდა, რა გემო აქვს შვილის დაბადების აღსანიშნავად, სამშობიაროსთან სახელდახელოდ გახსნილ შამპანურს, მაგრამ ვერ გავსინჯე..."
მეორე!!!! :) :) :) თუ გინდა "გიჟი" ნათლია ვიქნები!!!!
1. სიამით ამევსო სული! გაიხარე ავტორო .
თანდათან კულმინაციას აღწევს ტკივილი, უფროდაუფრო სუსტად მიჭერს ხელზე თითებს და ვგრძნობ რომ მეც მეცლება ღონე, უკანასკნელ მოთმინებას და ძალას ვიკრებთ ორივე, უკანასკნელი დაძაბვა და...
არა,არ მყოფნის სიტყვები! სიამით ამევსო სული! გაიხარე ავტორო .
თანდათან კულმინაციას აღწევს ტკივილი, უფროდაუფრო სუსტად მიჭერს ხელზე თითებს და ვგრძნობ რომ მეც მეცლება ღონე, უკანასკნელ მოთმინებას და ძალას ვიკრებთ ორივე, უკანასკნელი დაძაბვა და...
არა,არ მყოფნის სიტყვები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|