მე და შენ, ანუ ჩვენ ერთი თვეა ერთად ვცხოვრობთ. საინტერესო ფაქტია ის, რომ ერთმანეთი სულ სამჯერ გვყავდა ნანახი მანამ, სანამ ერთად დავმკვიდრდებოდით... შენამდე მე მარტო ვიჯექი აივნის დახურულ კარებთან სავარძელში მოკეცილი და ვუთვალთვალებდი დასევდიანებულ მთაწმინდას...
აი, შენს მერე, კი ყველაფერი ამერია... პირველი რამოდენიმე ღამე საშინლად მეძინა. ვერაფრით შევეგუე საწოლში "უცხო სხეულს"... ჩემს კარადაში უენთუზიაზმოთ გავათავისუფლე თარო და შენს ტანსამოსს დავუთმე. აბაზანაში კიდევ ერთი კბილის ჯაგრისი და ღრუბელი გაჩნდა, შემოსასვლელი ოთახის კარადაში წყვილი ჩუსტი, ჩემსაზე ბევრად დიდი ზომისა. საფერფლეში კი "KENT"-ის ნამწვავები ჩემი "MM"-ის "ბიჩოკებთან" ერთად. შენს მერე სამზარეულოს ნიჟარაში ერთის ნაცვლად ორი გასარეცხი თეფში დევს...
შეიცვალა ჩემი წმინდათა წმინდა დილის რიტუალიც. შენამდე მე ჯერ კიდევ თვალებდახუჭული გავდიოდი სამზარეულოში მორღვეული ნაბიჯებით და ყავას ვიმზადებდი, შევექცეოდი მას ღერ სიგარეტთან ერთად, მერე ვახელდი თვალს და ვუღიმოდი კიდევ ერთ მზიან დღეს ჩემს ცხოვრებაში. შენს მერე, კი დამდუღრულივით მეღვიძება და ვცდილობ გამოგარკვიო ძილიდან, რომ სამსახურში არ დაგაგვიანდეს. დავზდევ შენს მიყრილ-მოყრილ ტანსაცმელს, თანაც დიდი სიამოვნებით... მოთმინებით ვიტან, თუ როგორ რთავ ტელევიზორს ჩემთვის ზედმეტად არასასურველ არხებზე და უფრო არასასურველ გადაცემებს უყურებ. ვნერვიულობ, სანამ სახლში მოხვალ, ველოდები შენს ზარს და ვბუზღუნებ- რატომ არ გამაფრთხილე თუკი შეყოვნდი სამსახურში, ან სადმე გაიარე?..
შენს გარეშე ნაბიჯსაც არ ვადგამ. სამაგიეროდ შენც გთხოვ ყოველი ნაბიჯის "ანგარიშფაქტურას". მგონი ჩემი ეგოიზმიც თანდათან სადღაც ქრება. ნაცვალსახელი "ჩემი" მრავლობით რიცხვში გადავიდა და გახდა "ჩვენი", სიტყვა "მაქვს" ჩაანაცვლა "გვაქვს"-მა...
შენს მერე ჩემი მარტო ცხოვრება "გაორდა," საზრუნავი გამიჩნდა. არ მეგონა ვინმეზე მზრუნველობა ასე თუ მომხიბლავდა როდისმე. სამზარეულოში ფუსფუსი ასეთი ამაღელვებელი არასოდეს ყოფილა ჩემთვის, მე ხომ შენი გულის მოსაგებად მოვინდომე და წვნიანების კეთება დავიწყე...
მიუხედავად ჩემი გაუთავებელი ბუზღუნისა, სახლი უშენოდ ცარიელდება და მე სუნთქვა მეკვრის... ვითვლი წუთებს და შენს დაბრუნებას ველოდები. გიღიმი(გულში მაინც, გაბრაზებულიც რომ ვიყო შენზე) და გეკითხები- "რა მომიტანე?.."
უკვე ვეღარ ვეგუები უშენო ლოგინს, ალბათ ვეღარც შევეგუები...
შენ და მე ერთი ფუთი კი არა, 500 გრამი მარილის ჭამა ვერ მოვასწარით ერთად(თუმცა ორივეს გვიყვარს მარილიანი კერძები), მაგრამ
შენ
უკვე
ჩემი
ხარ...
მე მიყვარს შენს მიერ არეულ-დარეული სახლი და ჩემი დაზეპირებული ფრაზა- "გოგო, ადექი თორემ წყალს დაგასხამ, არ გაიპარო ძილში ადამიანო, შეიძლება "სუტკაში" 10 საათი ეძინოს ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ქალს? დაგაგვიანდა სამსახურში ადექიიი..." ამ ფრაზის შემდეგ კი მზრუნველად გიმზადებ საუზმეს და გაცილებ სამსახურში, სადაც ჩემი გაღვიძების მცდელობის მიუხედავად, მაინც დაგაგვიანდა. ვხურავ კარებს და ვფიქრობ "არა რა, სუფთა მძინარა მზეთუნახავი მყავს სახლში..."
p.s.- ვუძღვნი ჩემს მძინარა დაქალს "თელაველ მარი(ო)ს".
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. სხვა განწყობით ვკითხულობდი დაქალს თუ ეძღვნებოდა არ მეგონა და ვერც ვიფიქრებდი რომ არა p.s.
ვიფიქრე ქმარი ზრუნავსთქო ესე ...ეგ კიდევ დავუშვი რადგან დაქალს 39 ზომა ფეხი ................ სხვა განწყობით ვკითხულობდი დაქალს თუ ეძღვნებოდა არ მეგონა და ვერც ვიფიქრებდი რომ არა p.s.
ვიფიქრე ქმარი ზრუნავსთქო ესე ...ეგ კიდევ დავუშვი რადგან დაქალს 39 ზომა ფეხი ................
20. სხვა განწყობით ვკითსულობდი დაქალს თუ ეძღვნებოდა არ მეგონა და ვერც ვიფიქრებდი რომ არა p.s.
ვიფიქრე ქმარი ზრუნავსთქო ესე ...ეგ კიდევ დავუშვი რადგან დაქალქ 39 ზომა ფეხი ................ სხვა განწყობით ვკითსულობდი დაქალს თუ ეძღვნებოდა არ მეგონა და ვერც ვიფიქრებდი რომ არა p.s.
ვიფიქრე ქმარი ზრუნავსთქო ესე ...ეგ კიდევ დავუშვი რადგან დაქალქ 39 ზომა ფეხი ................
19. ლეჟანკა ვაკადრო ამხელა ფილარმონია ქალს?... ლეჟანკა ვაკადრო ამხელა ფილარმონია ქალს?...
18. "ანგარიშფაქტურა" საინტერესო მინიშნებაა ავტორის პროფესიაზე... ისა და,რა გრჯით ერთად რომ გძინავთ, ერთი "ლეჟანკა" უნდა მაგ საქმეს... :) "ანგარიშფაქტურა" საინტერესო მინიშნებაა ავტორის პროფესიაზე... ისა და,რა გრჯით ერთად რომ გძინავთ, ერთი "ლეჟანკა" უნდა მაგ საქმეს... :)
17. კი დაქალია დაწრმუნებუუუუუუუუულ..... კი დაქალია დაწრმუნებუუუუუუუუულ.....
16. მაშინ... ჰმმ.. დაქალია არა? :)დარწ.ხარ? მაშინ... ჰმმ.. დაქალია არა? :)დარწ.ხარ?
15. კი ეგეც მარია... :)) კი ეგეც მარია... :))
14. მომეწონა, იმიტომ რომ ჩემეული რაღაცეები ვნახე აქ... მარის ეძღვნება გასაგებია, მაგრამ "კენტს" რომ ეწევა ეგაც მარია? ისმის კითხვა... მომეწონა, იმიტომ რომ ჩემეული რაღაცეები ვნახე აქ... მარის ეძღვნება გასაგებია, მაგრამ "კენტს" რომ ეწევა ეგაც მარია? ისმის კითხვა...
13. აქ კომენტარებმა მახალისა:) აქ კომენტარებმა მახალისა:)
12. ეს წაკითხული მქონია+++++ ;) ეს წაკითხული მქონია+++++ ;)
11. +2 :))) მომეწონა +2 :))) მომეწონა
10. არც უპირველესი აღმზრდელობითი "ორგანო"- ოჯახი მუშაობს დღეს კარგად, უამრავი შეცდომაა დაშვებული ახალგაზრდა თაობის აღზრდაში, მაგრამ წერილობითი საყვედური ვის გავუგზავნე სახლში ნეტავ?.. არც უპირველესი აღმზრდელობითი "ორგანო"- ოჯახი მუშაობს დღეს კარგად, უამრავი შეცდომაა დაშვებული ახალგაზრდა თაობის აღზრდაში, მაგრამ წერილობითი საყვედური ვის გავუგზავნე სახლში ნეტავ?..
9. ნამეტანი ცუდად მუშაობს ჩვენი ფილოლოგიური კათედრა. რამდენი ''ღრამატიკული'' შეცდომაა. ნამეტანი ცუდად მუშაობს ჩვენი ფილოლოგიური კათედრა. რამდენი ``ღრამატიკული`` შეცდომაა.
8. პ.ს-მა მაგრად დაამთავრა:D პ.ს-მა მაგრად დაამთავრა:D
7. შენს მერე სამზარეულოს ნიჟარაში ერთის ნაცვლად ორი გასარეცხი თეფში დევს-ე.ი.შენ კარგი ზარმაცუნა ხარ!
მარი-(ო) შრომობს და შენ ძილსაც არ აცლი?:)
შენს მერე სამზარეულოს ნიჟარაში ერთის ნაცვლად ორი გასარეცხი თეფში დევს-ე.ი.შენ კარგი ზარმაცუნა ხარ!
მარი-(ო) შრომობს და შენ ძილსაც არ აცლი?:)
6. "მე და შენ, ანუ ჩვენ ერთი თვეა ერთად ვცხოვრობთ" - ანუ შენ და მარი(ო) ერთად ცხოვრობთ დიდი სიყვარულით, და შენ თვითონ ვინ ხარ? :)) "მე და შენ, ანუ ჩვენ ერთი თვეა ერთად ვცხოვრობთ" - ანუ შენ და მარი(ო) ერთად ცხოვრობთ დიდი სიყვარულით, და შენ თვითონ ვინ ხარ? :))
5. მე-3 კომენტარი :D აპათია რა იყო ეგ? :D მაგ კომენტის წაშლას მოვთხოვდი შენს ადგილზე ადმინისტრაციას :))
მარო,მაგარი ქალი სჩანს, გენაცვალეეეე :D ძილის გუდა (ოღონდ ავალიანი არა :D) მე-3 კომენტარი :D აპათია რა იყო ეგ? :D მაგ კომენტის წაშლას მოვთხოვდი შენს ადგილზე ადმინისტრაციას :))
მარო,მაგარი ქალი სჩანს, გენაცვალეეეე :D ძილის გუდა (ოღონდ ავალიანი არა :D)
4. იქ ბანალური უნდა ეწეროს. იქ ბანალური უნდა ეწეროს.
3. კენტთან გავჩერდი,იმდენად ანალური გახდა უკვე ნაწერებში ეს სიგარეტი(და არა მარტო ეს)რომ სურვილს მიკარგავს წაკითხვის. კენტთან გავჩერდი,იმდენად ანალური გახდა უკვე ნაწერებში ეს სიგარეტი(და არა მარტო ეს)რომ სურვილს მიკარგავს წაკითხვის.
2. :D =)) მაროს 39 ზომა ფეხი აქვს მე კიდევ 35,5 არაა ჩემსაზე ძალიან დიდი?... =)) :D =)) მაროს 39 ზომა ფეხი აქვს მე კიდევ 35,5 არაა ჩემსაზე ძალიან დიდი?... =))
1. :D :)) =))
გრამატიკულ შეცდომებს გადახედე და თან მიპასუხე...გაფიცებ, მაროს რა ზომის ფეხი აქვს? :D კენტს ეწევა არააა???? ქართველ ქალის სახე ეგა :D :)) :D :)) =))
გრამატიკულ შეცდომებს გადახედე და თან მიპასუხე...გაფიცებ, მაროს რა ზომის ფეხი აქვს? :D კენტს ეწევა არააა???? ქართველ ქალის სახე ეგა :D :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|