ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
7 მარტი, 2011


ჩემი მეორე ქალაქი (II ნაწილი)

    რა უბედურებაა ეს, თავი რატომ მაქვს შეხვეული ნეტავ?.. ფუფ, რა საშინელი სუნია... ღმერთო სად ვარ? ალბათ ჯოჯოხეთია... აბა ჩემი ცოდვების პატრონი სად მოვხვდებოდი სხვაგან?.. ქართულად ლაპარაკობენ, ჩემიანებთან მოვხვედრილვარ მთლად... (ჯოჯოხეთშიც ხუმრობა და თან საკუთარ თავზე თუ შეუძლია ვინმეს, ეს მე ვარ დამიჯერეთ) ნეტავ თვალი გამახელინა და ახლიდან მომკალით თუ გინდათ... არადა მიჭირს, ქუთუთოებს ძვრას ვერ ვუშვები. მახსოვს ბოლოს ბრმა არ ვყოფილვარ. იქნებ მე გახელილი მაქვს თვალები  და უბრალოდ აქ ისე ბნელა, ვერაფერს ვარჩევ?..

-სად ვარ და რა ხდება? არის აქ ვინმე? -  უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და ისე ამოვილუღლუღე.
-ექიმს დაუძახეთ გაიღვიძა.- მომესმა უცხო მამაკაცის ხმა.
ექიმსოოოოოო?.. ვაიმე დედააააააააააა, საავადმყოფოში ვყოფილვარ! თანაც ისე ცუდად ვარ, რომ თვალს ვერ ვახელ, სხეულს ვერ ვამოძრავებ და თან ამ "მისტერ იქსს" ისე გაუხარდა ჩემი ხმის გაგონება(რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი ვარ), ე.ი. ვკვდები და სულს ვღაფავ. დეეეედაააა, მიშველეეეეეეეეეეეეე...
-თვალს რატომ არ ახელთ? 
    აუფ, როგორ მინდა გიპასუხო და თუკი რამ სალანძღავი სიტყვა ვიცი გითხრა. შემეძლოს და არ გავახელ?! იდიოტი! გამომივიდა ესეც "გრეგორი ჰაუსი"...
-სუსტადაა ისევ. ნუ ღელავთ, არ შეაწუხოთ ხმაურით და კითხვებით მალე უკეთ იქნება.
-გასაგებია...- ამოილუღლუღა "მისტერ იქსმა"
ნეტავ, ანი სად გაქრა? ან ეს ტიპი ვინაა ასე რომ ღელავს ჩემზე და რატომ არ მეცნობა მისი ხმა?. არა, რადაც უნდა დამიჯდეს თვალი უნდა გავახილო. შევძლებ აუილებლად, ამისთანები მომიხერხებია? თვალი ვეღარ უნდა გავახილო ამხელა ქალმა?..
-თვალებს ახელს ექიმო...
-როგორ ხარ დადუნა?
    რაო? დადუნაო? საიდან მოიტანა, რომ დადუ მქვია? მოიცა ეს ის "აზაბოჩენი ტიპი" არაა "ინტურისტიდან"? გამახსენდა, კლუბიდან გამოსვლისას ვიღაცამ გუნდა მესროლა და წავიქეცი...
-ანი სადაა?
-ყავის დასალევად გავიდა, შენ როგორ ხარ?
-მგონი მომაკვდავის კვალობაზე არამიშავს, მაგრამ ვინ ხარ? უფრო სწორად მახსოვხარ, გუშინ კლუბში არ გეცეკვე... აქ რა გინდა მაგას ვერ მივხვდი.
-ეგ გუშინწინ იყო დადუ.
-მე მარი მქვია.
-შენ ჩემთვის დადუნა ხარ...
    დუმბაძის პერსონაჟივით... როგორ მიყვარს ეგ მოთხრობა... აღარ ვიცი რა ვთქვა. არა, ამან როგორ უნდა გამაჩუმოს?!. მერე რა, რომ ვკვდები, თავმოყვარეობის ამბავია, მამაკაცმა სიტყვები "დამაკარგვინოს" უბრალოდ შეურაცხმყოფელია.
-აქ რა გინდა?
-ასეთ მდგომარეობაში შენს გვერდით არ უნდა ვიყო?
-რატომ უნდა იყო? ტკბები ჩემი მდგომარეობით და გიხარია?
-არ მიცნობ...
-არც ვაპირებ გაგიცნო!..
ნეტა რა ჯანდაბა მჭირს, რა ლაპარაკის ხასიათზე მოვედი?
-ანის დაუძახე.
-ტელეფონი დარჩა, არ ვიცი სადაა, მოვა მალე.
    მეც მინდა ყავა მითუმეტეს ბათუმში ვარ...
-რა მჭირს არ მეტყვი?
-ტვინის შერყევა გაქვს.
-ეგ დაბადებიდან, ახლა რა მომივიდა?
    საყვარლად გაიცინა, ორივე ლოყა ჩაეჩუტნა, დედამისს კვერცხები მოუპარავს ორსულობისას...
-რადგან ხუმრობ- ე.ი. უკეთ ხარ..
-სახელი მაინც მითხარი?
-რას დამაქმევდი?
-კლუბში "აზაბოჩენ ტიპად" მოგნათლე, აქ "მისტერ იქსად"...
-გუგა მქვია.

    აუფ, გაბლატავებული, ტიპი გაპრანჭული სახელით. ფინანსური მდგომარეობა შესანიშნავი (ნუ, თუკი ეს ყველა უცნობ ქალს ასე უხდის კლუბში ფულს)... ამიტომაც აქვს თავში ავარდნილი და ჰქონია, რომ ყველა ქალი მის პირველვე შემოთავაზებას დასთანხმდება. ვერ მოგართვი! (აუ, რა პრეზიდენტივით გამომივიდააა)... ფინანსები "ჩოხა-ახალუხზეც" ემჩნევა- "ტომის" ჯინსი, "პოლოს" პულოვერი. გემოვნებასაც არაუშავს... მაღალი, კუნთიანი, მწვანეთვალება, შავი თმით და ხორბლისფერი კანით. მშვენიერი ქალი იქნებოდა...

-რა გაცინებს?
-წარმოვიდგინე, როგორი ქალი იქნებოდი... 
-დამცინი?
-ვცდილობ.
-როდის გამიშვებენ აქედან?
-ალბათ საღამოს. თუმცა წოლითი რეჟიმი გექნება მინიმუმ 3 კვირა.
-ასე მაგრად შევირყიე? მე საცოდავს ეგ მინდოდა კიდევ?
-უარესიც შეიძლებოდაო ექიმმა. თავი ბორდიულს ჩამოარტყი.
-რაო, გუნდა სნაიპერმა მესროლა?
-იმ ნა..ზარს მაგისათვის მაგრად მოხვდა, ამავე საავადმყოფოში წევს.
-დავიღალე ძალიან.
-დაიძინე.
-ვაპირებ. ანი რომ მოვა გამაღვიძოს.
-გადავცემ დადუნა, შენ მშვიდად დაიძინე.



    ტიპიური კუნთმაგარი და გონება სუსტია: მუშტებით გაუცია პასუხი ჩემი დამზარალებლისათვის. ნეტავ რით დავიმსახურე?.. არადა, რა საყვარლად მიყურებს. სითბოჩამდგარი, მოსევდიანო ჭაობისფერი თვალებით. მათში ჩაყვინთვა მოგინდება ადამიანს...



to be continued...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები