პალატაში ანი შემოფაციფუცდა. როდესაც გაიგო ჩემი გონზე მოსვლის შესახებ, გული დაწყდა თვითონ რომ ვერ დამელაპარაკა. -მიკითხა? -კი, გამაღვიძოს რომ მოვაო დაიბარა და ჩაეძინა. სუსტადაა ძალიან. -არ მძინავს... -მარ როგორ ხარ? -აქედან წასვლა მინდა. ექიმს უთხარით გამწეროს, სასტუმროში უკეთ ვიქნები. -ჯერ ადრეა გაწერაზე ლაპარაკი. ჩაგვერთო საუბარში გუგა. -შენ ვინ გეკითხება ნეტავ? ანი, დაუძახე და უთხარი გამწერონ. საშინელი სუნია ვერ ვიტან აქაურობას... -ამასთან წიააღმდეგობას აზრი არა აქვს, გავალ ექიმს ვნახავ.
ექიმისა და ჩემი კამათი გაწერის გადაწყვეტილებით დამთავრდა. როგორც იქნა სასტუმროში მიმიყვანეს. კინაღამ გული წამივიდა, როდსაც სარკეში ჩემი თავი დავინახე. ღმერთო რა მახინჯი ვყოფილვარ, არადა თავი მომხიბვლელ ქალად მიმაჩნდა. გუგა არც აქ მომშორებია გვერდიდან. საინტერესოა ამ ტიპს რა უნდა? გამომივიდა ესეც წითელი ჯვრის თანამშრომელი... ნეტავ რა მოწონს ჩემში? ნორმალურად არც კი დავლაპარაკებივარ, სულ "ვეშპილკები"... ეს კი თავისი ჭაობისფერი თვალებით ისე ნაზად მიყურებს ლამის ჩავიღვენთო... არც კი მიცნობს, არ იცის ვინ ვარ, რას ვსაქმიანობ, რისკენ ვისწრაფი ცხოვრებაში მაგრამ მაინც თავს მევლება, ინფორმაციული ვაკუუმის მიუხედავად... მე კი, როგორ "ვკბენ", აღარ ვიცი რითი ვაწყენინო, ვითომ ვერ ამჩნევს ჩემს მწარე ხუმრობებსა და მინიშნებებს ისე უჭირავს თავი. კარგი ადამიანი ჩანს, მე კიდევ ვსარგებლობ ამით...
3 კვირა სასტუმროდან კი არა, ნომრიდან არ გამაყოფინეს ცხვირი. ანი და გუგა ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ჩემი "მოვლის" საქმეში. სასტუმროს პერსონალი ხომ სულ ჩემს გარშემო ტრიალებდა. ასე მეგონა მე ვიყავი ერთადერთი სტუმარი და სხვა საქმე არ ჰქონდათ. დღეში 3 ჯერ ამინისტრატორი ამოდიოდა ჩემს სანახავად. მენიუს აღარც ვუყურებდი რაც მომინდებოდა იმას ვუკვეთავდი, ჩემთვის გამონაკლისი დაუშვეს და ცალკე ამზადებდნენ სადილს. მოკედ, ისე მანებივრებდა ყველა, ვფიქრობდი დედამიწამ ბრუნვის ტრაექტორია შეცვალა და ახლა ჩემს გარშემო ბრუნავს მეთქი. გუგაც თანდათან გავიცანი. დედისერთა ყოფილა, სპორცმენი კონკრეტულად კი- რაგბისტი. უამრავი ისტორია, სახალისო თუ სევდიანი ამბავი მიამბო თავის თავზე. მისი მეგობრებიც გავიცანი. ჩემს სანახავად ხშირად მოდიოდნენ. ნარდის ჩემპიონატიც ჩავატარე ვიწრო წრეში, აბა დრო რაღაცით ხომ უნდა გამეყვანა? საწოლიდან ვინ ამაყენებდა, ერთი წუთითაც არ მტოვებდნენ მარტოს, რომ ჩუმად მაინც გავპარულიყავი სადმე...
როგორც იქნა დასრულდა ჩემი 3 კვირიანი ლოგინსმიჯაჭვულობა და ბათუმში გასეირნება შევძელი. ისე გამიხარდა ქააქში გამოსვლა, ისე მიყვარდა იმ წუთას ბათუმი... ერას მოედნიდან რომ დავიწყე (სასტუმროს ადგილმდებარეობიდან გამომდინარე) სულ ფეხით მოვიარე ძველი და ახალი ბულვარი, დელფინარიუმი, ზოოპარკი და მრავალი სხვა... ჩემი ყველა სურვილი გუგასთვს კანონი იყო. ყოველ საღამოს რესტორანში ვისხედით და სადღეგრძელოების გრძელი რიგი ჩემი გამოჯანმრთელების აღნიშვნა-დალოცვით იწყებოდა. თანდათან ბათუმის მიმართ ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა. მომწონდა განახლებულ-გალამაზებული ქალაქი, სილამაზით გათამამებული შენობები... ხანდახან ვფიქრობდი- ამ ქალაქში სიამოვნებით ვიცხოვრებდი მეთქი...
ერთ დილას გუგა შეფიქრიანებული გამოცხადდა ჩემს ნომერში და ფრთხილად დაიწყო: -დადუ, სალაპარაკო მაქვს შენთან... -რამე მოხდა? შეწუხებული სახე გაქვს. -კი მოხდა... -დროზე მითხარი ადამიანო, დამელია გული მოუთმენლობითა და ინტერესით. -იმედია სწორად გამიგებ... -ვეცდები, ყოფილა რამე ისეთი რაც ვერ გავიგე? -არა... -ჰოდა მითხარი, რა ხდება?.. -მე ჯერ არც ერთი ქალის მიმათ არ მიგრძვნია ის, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ... (იმხელე პაუზა გააკეთა ინტერესით აჩქარებული გული ლამის ამომიხტა საგულედან, მაგრამ საუბრის გაწყვეტინება ნიშნავდა, რომ სულაც არ მაინტერესებდა რას მეტყოდა. შესაბამსად ახლა კი არა, შესაძლოა დამფრთხალს საერთოდ აღარასდროს დაესრულებინა დაწებული საუბარი. მამაკაცები ხომ გაცილებით დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ამ საკითხს და შედარებით მძიმედ გადააქვთ იმედგაცრუება.) მსიამოვნებს- შენი მოციმციმე თვალების, გაბუტული ტუჩების და სიფრიფანა ტანის ყურება. მომწონს- შენი ემოციური და ზუსტადმოძებნილი სიტყვებით საუბარი, სისულელეებზე გაბუტვა, სიარულისა და შენ წარმოიდგინე მოწევის მანერაც. მიყვარს- როდესაც რამეზე ფიქრობ, ნიკაპს ხელისგულებს ჩამოარდნობ, ტუჩებს დაბერავ და სადღაც სიღრმეში იყურები. მიყვარს- შენი აღტაცება აღელვებული ზღვის დანახვისას. მიყვარს- შენი სიჯიუტე და სიბრაზეც კი. მიყვარს შენი ცქერა, როდესაც მეგობრებზე მშობლებზე, ან ძმაზე უდიდესი სითბოთი და სიყვარულით საუბრობ. მიყვარს- შენი სევდანარევი პოეზია, შენი ათასფერი უსასრულო სამყარო. მყვარს როდესაც გიყურებ მძინარეს. მინდა მთელი ცხოვრება გიყურო ასეთს, ვიცი არასოდეს მომბზრდება. მინდა ჩემთან ახლოს ვგრძნობდე შენს სუნთქვას... მინდა ყოველ დილით ჩემს მკლავზე გეღვიძებოდეს და თვალის გახელისთანავე შენს ბედნიერ სახეს ვხედავდე. რა თმქმა უნდა ამაზე პასუხს ამ წუთას არ გთხოვ. ვიცი უნდა დაფიქრდე და მერე მიპასუხებ, უბრალოდ... (კიდევ ერთი პაუზა. იმაზე დიდი ვიდრე წინა. აშკარად უჭიდრა სათქმელის გაგრძელება. ერთი-ორჯე შემომხედა ისეთი სახით თითქოს შველას მთხოვდა, დახმარებას სიტყვების სწორად შერჩევაში. თქვენც არ მომიკვდეთ, მაგის ჩიტი ვიყავი ახლა მეე? ვიჯექი და მშვიდი სახით ვუყურებდი მის საცოდავ მცდელობას- როგორმე კარგად და გასაგებად გადმოეცა სათქმელი.) დიდი ხანია მინდა ეს ყველაფერი გითხრა, მაგრამ ვერ მოვახერხე თავის მობმა. შენ კარგად იცი, როგორი ურთიერთობა მაქვს დედაჩემთან(უაღრესაად მეგობრული). გუშინ მოვუყევი ყველაფერი, მითხრა, მიდი და რასაც გული გიკარნახებს უთხარიო. ოღონდ პირობა ჩამომართვა მალე გამაცანი, მაინტერესებს ვინაა ქალი, რომელმაც მოახერხა და ჩემი გათამამებული შვილი ასე შეცვალაო. ჰოდა იქნებ გამომყვე, დღეს სამსახუში არ წავიდა, გველოდება როდის მივალთ. ისეთი არაფერი, მხოლოდ შენთან საუბარი უნდა ჭიქა ყავის ფონზე. გთხოვ უარი არ მითხრა...
დაასრულა როგრც იქნა და ისეთი განწირული სახით შემომხედა ძვლები დამეწვა. მე კი გაშტერებული ვიჯექი და ცხოვრებაში პირველად არ ვიცოდი რა მეპასუხა, მოახერხა და დამამუნჯა...
to be continued...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მომეწონა ნამდვილად,ველოდები გაგრძელებას +++++ მომეწონა ნამდვილად,ველოდები გაგრძელებას +++++
8. ვფიქრობ, რო უნდა გაყვეს დედასთან. მაგრამ მანამდე ალბათ რაიმე საინტერესო პასუხს გასცემს, არაბანალურს და ისეთს, გოგონას რო შეეფერება, რომელიც აღტაცებულია აღელვებული ზღვის დანახვაზე და რომელიც პოეტია(მგონი,ასე იქნება). ეხლა ჩემთვის ამ გოგონას ფსიქოლოგიური პორტრეტი მოვხაზე და შემდეგი ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ გავაფერადებ. ჰო მართლა, ეს ნაწილიც მომეწონა. ვფიქრობ, რო უნდა გაყვეს დედასთან. მაგრამ მანამდე ალბათ რაიმე საინტერესო პასუხს გასცემს, არაბანალურს და ისეთს, გოგონას რო შეეფერება, რომელიც აღტაცებულია აღელვებული ზღვის დანახვაზე და რომელიც პოეტია(მგონი,ასე იქნება). ეხლა ჩემთვის ამ გოგონას ფსიქოლოგიური პორტრეტი მოვხაზე და შემდეგი ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ გავაფერადებ. ჰო მართლა, ეს ნაწილიც მომეწონა.
6. დათანხმდება, ვგონებ :)
იოლად მიდის, ადვილი წასაკითხია :_ დათანხმდება, ვგონებ :)
იოლად მიდის, ადვილი წასაკითხია :_
5. თხრობა აშკარად კარგია (გამონაკლისი_"გაბუტული ტუჩები" რატომღაც არ მომწონს და რა ვქნა. :)__ ჩემი სუბიექტური აზრი თუ დამოკიდებულებაა), საინტერესო და რა თქმა უნდ აველოდები გაგრძელებას. 5 :) "გამომივიდა ესეც წითელი ჯვრის თანამშრომელი"_ ამ წინადადებას გამოვყოფდი. მომეწონა. თხრობა აშკარად კარგია (გამონაკლისი_"გაბუტული ტუჩები" რატომღაც არ მომწონს და რა ვქნა. :)__ ჩემი სუბიექტური აზრი თუ დამოკიდებულებაა), საინტერესო და რა თქმა უნდ აველოდები გაგრძელებას. 5 :) "გამომივიდა ესეც წითელი ჯვრის თანამშრომელი"_ ამ წინადადებას გამოვყოფდი. მომეწონა.
4. კი, ბატონო გეტანხმებით მეც ველოდები:) მოუმატე თითო დღე თითი ფურცელი , და გამოვა რომ 3 ფურცელი მაინც იქნება წასაკითხი. თუ გაყევი ფაქტიურად ,კის, ეუბნები , აბა ვნახოთ როგორ გმოძვრები ამ სიტუაციიდან:) კი, ბატონო გეტანხმებით მეც ველოდები:) მოუმატე თითო დღე თითი ფურცელი , და გამოვა რომ 3 ფურცელი მაინც იქნება წასაკითხი. თუ გაყევი ფაქტიურად ,კის, ეუბნები , აბა ვნახოთ როგორ გმოძვრები ამ სიტუაციიდან:)
3. ვეთანხმები წინა კომენტარებს....საინტერესო თხრობაა და ველოდები გაგრძელებას... ვეთანხმები წინა კომენტარებს....საინტერესო თხრობაა და ველოდები გაგრძელებას...
2. მართლაც საინტერესოდ ვითარდება სიტვაცია......გაგრძელებას დავოდები....ვაწითლებ მე აქ 2 მართლაც საინტერესოდ ვითარდება სიტვაცია......გაგრძელებას დავოდები....ვაწითლებ მე აქ 2
1. ვადევნებ თვალს ნაწარმოებს, არ მინდოდა ფინალამდე კომენტარის დაწერა, მაგრამ ვერ მოვითმინე- კარგად ვითარდება მოვლენები,საინტერესო თხრობაა. დავტოვებ აქ 5:)
ვადევნებ თვალს ნაწარმოებს, არ მინდოდა ფინალამდე კომენტარის დაწერა, მაგრამ ვერ მოვითმინე- კარგად ვითარდება მოვლენები,საინტერესო თხრობაა. დავტოვებ აქ 5:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|