შუაღამე გადავიდა უკვე, ძილი კი არ მეკარება ჯერაც. თვალწინ მიდგას ჩემი სოფლის შუკა, მენატრება მშობლიური კერა.
მამის მუდამ ფიქრიანი შუბლი, დედის თბილი, ნაჯაფარი ხელი... მთვარე მორცხვად მოეფარა ღრუბელს, ყინვამ ჩორთით მოაჭენა ცხენი.
ღმერთო, როგორ გაიწელა ყოფა, უსაშველოდ მიზოზინებს, ზანტად. სხვაა ზამთრის მობრძანება სოფლად, აქ ტალახი, შმორი და სიბლანტე.
ამ ახალ წელს ვერ შევხვდები მათთან, უფალს შევთხოვ დააფაროთ კალთა. მონატრება ტკივილივით ფეთქავს და წყვდიადი ატუზულა კართან.
გძინავთ? - ფიქრით დამტრიალებთ, აქ ხართ. თქვენი ლოცვა ბეგთარივით მიცავს. მომახვიაა ყინვამ სუსხი ხალთად, მომივერცხლა დათრთვილული მიწა.
შორს კი, თოვლში თბილად სძინავს სოფელს. ოხრავს დედა, მამა ძილში ბორგავს, შვილზე ფიქრით უთენდებათ მშობლებს, გარეთ თოვლი - ზამთრის თეთრი ტოგა.
ამ ახალ წელს ვერ შევხვდები მათთან. ღვთისმშობელო, დააფარე კალთა!
2007წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. გული ამიჩუყდა. ძალიან სათუთი და სევდიანია. თვალწინ წარმომიდგა შვილის დარდით გულდამძიმებული მშობლები +2 ჩემგან და ვწუხვარ მეტის დაწერა არ შემიძლია გული ამიჩუყდა. ძალიან სათუთი და სევდიანია. თვალწინ წარმომიდგა შვილის დარდით გულდამძიმებული მშობლები +2 ჩემგან და ვწუხვარ მეტის დაწერა არ შემიძლია
21. გმადლობთ ქალბატონო მანანა! :) გმადლობთ ქალბატონო მანანა! :)
20. მომეწონა და ამინს შეგაწევთ:) მომეწონა და ამინს შეგაწევთ:)
19. 30 წამი ჩემთვის, დანარჩენებისთვის აზროვნების და ფანტაზიის თავისუფლება, ეს შორია... პასუხი დღიურში იხილეთ :) პმს ვერ ვწერ მითქვამს უკვე :) 30 წამი ჩემთვის, დანარჩენებისთვის აზროვნების და ფანტაზიის თავისუფლება, ეს შორია... პასუხი დღიურში იხილეთ :) პმს ვერ ვწერ მითქვამს უკვე :)
18. :) კიდე ბევრია ნეტა მარსამდე? :) კიდე ბევრია ნეტა მარსამდე?
17. პმში მოწერის აზრს რომც ვხვდებოდე, მაინც ვერ მოგწერთ, კიდევ კარგი აზრი არ აქვს :) პმში მოწერის აზრს რომც ვხვდებოდე, მაინც ვერ მოგწერთ, კიდევ კარგი აზრი არ აქვს :)
16. წაიკითხე დებოშიორო!!! გული გაგითბება! წაიკითხე დებოშიორო!!! გული გაგითბება!
15. რომელი ხარ, მომწერე აბა პმ-ში :) რომელი ხარ, მომწერე აბა პმ-ში :)
13. 2-იანის მიღება პირველად მიხარია :D 2-იანის მიღება პირველად მიხარია :D
12. თბილზე თბილი და გულიანი ლექსია!!! გაფასებთ!!!
+2 (არა მეტად გაფასებთ, :) ) თბილზე თბილი და გულიანი ლექსია!!! გაფასებთ!!!
+2 (არა მეტად გაფასებთ, :) )
11. ნამდვილად ძალიან თბილია! +5 და მოწონება. :) ნამდვილად ძალიან თბილია! +5 და მოწონება. :)
10. შორს კი, თოვლში თბილად სძინავს სოფელს. ოხრავს დედა, მამა ძილში ბორგავს, შვილზე ფიქრით უთენდებათ მშობლებს, გარეთ თოვლი - ზამთრის თეთრი ტოგა.
ამ ახალ წელს ვერ შევხვდები მათთან. ღვთისმშობელო, დააფარე კალთა! :) შორს კი, თოვლში თბილად სძინავს სოფელს. ოხრავს დედა, მამა ძილში ბორგავს, შვილზე ფიქრით უთენდებათ მშობლებს, გარეთ თოვლი - ზამთრის თეთრი ტოგა.
ამ ახალ წელს ვერ შევხვდები მათთან. ღვთისმშობელო, დააფარე კალთა! :)
9. "შორს კი, თოვლში თბილად სძინავს სოფელს. ოხრავს დედა, მამა ძილში ბორგავს, შვილზე ფიქრით უთენდებათ მშობლებს, გარეთ თოვლი - ზამთრის თეთრი ტოგა.
ამ ახალ წელს ვერ შევხვდები მათთან. ღვთისმშობელო, დააფარე კალთა!"
კარგია. +++++++++++++ "შორს კი, თოვლში თბილად სძინავს სოფელს. ოხრავს დედა, მამა ძილში ბორგავს, შვილზე ფიქრით უთენდებათ მშობლებს, გარეთ თოვლი - ზამთრის თეთრი ტოგა.
ამ ახალ წელს ვერ შევხვდები მათთან. ღვთისმშობელო, დააფარე კალთა!"
კარგია. +++++++++++++
8. ლამაზ სახეებიანი, თბილი ლექსია!5 ლამაზ სახეებიანი, თბილი ლექსია!5
7. პაოლო იაშვილის ,,წერილი დედას'' გამახსენა.გულის ამაჩუყებელი ლექსია.ძალიან თბილი.+ + პაოლო იაშვილის ,,წერილი დედას`` გამახსენა.გულის ამაჩუყებელი ლექსია.ძალიან თბილი.+ +
6. ძალიან სევდიანი დარდიანი, ღრმა შინაარსის , კარგი ლექსი ძალიან სევდიანი დარდიანი, ღრმა შინაარსის , კარგი ლექსი
5. გფარავდეთ ღვთისმშობლის კალთა! გფარავდეთ ღვთისმშობლის კალთა!
3. მადლობა დაისო! :) მადლობა დაისო! :)
2. ამ ახალ წელს ვერ შევხვდები მათთან. ღვთისმშობელო, დააფარე კალთა!
ამ ახალ წელს ვერ შევხვდები მათთან. ღვთისმშობელო, დააფარე კალთა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|