ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრია თორელი
ჟანრი: იუმორისტული
13 აპრილი, 2011


ემანსიპაცია ჩემს ოჯახში

ცოლ ამიჯანყდა დილითა:
- შინ ჯდომითა ვარ დაღლილი.
ტოლ-სწორთ ვეღარა ვნახულობ,
მარტო ფოტოებს დავღიმი.

რაც ბალღი გაჩნდა, მას მერე
მიჯაჭვული ვარ კერასა,
ვეღარც სალონში დავდივარ,
ჩემით ვყიდულობ ვერასა.

- თქვი, დედაკაცო, რა გინდა?
რად აჰყოლიხარ წერასა?
დიაც ბალღს უნდა უვლიდეს,
კარჩიით იზამს ვერასა.

ნეტა არ მეთქვა, უეცრად
ლამის დამექცა ქვეყანა.
რასაც შვიდი თვე მითმენდა
ქოქოლად ამეეყარა:

- სულ არ მაჯავრებს, თუკი დღეს
ვეღარ მიხედავ ჯარსაო!
ეხლა სალონში მივდივარ,
მოვიწესრიგებ თავსაო.

მერე გავუვლი დაქალებს,
წყალ უნდა ვასვათ თვალსაო.
ვიდრე არ მოვალ, თავმკვდარო,
გიჯობს მიხედო ბალღსაო!.

- რამდენჯერ გითხარ, ხიმიას
ნუ აწვევინებ თმასაო?!
ყურ არ ათხოვა ნათქვამსა,
გაიჯახუნებს კარსაო.

ძნელი ყოფილა სახლშია
მარტო დარჩენა ქმრისაო,
აქეთ ბალღს გამეეღვიძა,
მშიერი მიღებს პირსაო.

ემ ბალღის დედა სალონში,
პარიკმახერთან ზისაო...

ვინ მაიგონა ხიმიით
ჩხირზე დახვევა თმისაო?
მამგონი დამაჭერინა,
გავუნაყავდი ცხვირსაო..

ვერ დავაძინე პატარა,
ვერც საფენს ვუცვლი ჯინაზე.
ლამის კლოუნად ვიქეცი,
გადავიარე ყირაზე,

ნეტავი დროით მოვიდეს,
დედამ მიხედოს ბალღსაო.
არც მაგის სალონს დავეძებ,
აღარც ფრჩხილსა და თმასაო..

გვიან დაბრუნდა დაღლილი,
თმაშეხვეული შალითა,
ცოცხალი თავით არ იხსნის,
თავად მოვაძვრე ძალითა..

რაც ვნახე, კარგად არ მახსოვს,
ძლივს მომაბრუნა წყალითა.

დასვენებულმა ამოთქვა
გულზე რაცა სჭირს იარა:
თუმე სტაჟიორ ყოფილა
პარიკმახერი კი არა.

თმების დავარცხნას ვინ ჩივის,
ლამის დაუწვა მთლიანად.

- არ დამიჯერა წასვლამდე,
მოწმეა ხალხი, მილეთი,
გაიხანგრძლივა მაგითი
შინ, ბალღთან ჯდომის ბილეთი.

ძველთაგანვეა ნათქვამი:
ცოლმა უჯეროს ქმარსაო.
ჩემი ოჯახის ამბავიც
ამის საბუთსა ჰგავსაო.

გენდერულ პრობლემებითა
ნუ აიტკიებთ თავსაო.
ქმარი  - ოჯახის გარეთა,
ცოლმა -  მიხედოს სახლსაო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები