ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო_ხევსური
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2008


მიყვარხარ

ჩემს გულს გაჩუქებ, გაგანებივრებ, სიყვარულს ლამაზ ლექსად გავლექსავ,
კალამს ავიღებ, ლურჯი მელანი ფურცელს აკოცებს, რითმებს ავლესავ.
მე რო ვხატავდე ზღაპრულ ფერებში გამოვხატავდი კარგო შენს სახეს
და უთვალავჯერ გავიმეორებ თუნდაც სიზმარში მარტო შენს სახელს.
ჩემი შეშლილი შენდამი გრძნობა არცერთ სიგიჟეს არსით არა ჰგავს,
ყველა სხვა გრძნობა რაც კი არსებობს წავიდეს, გაქრეს, შთანთქოს არაგვმა.
სულში დაგინთე წმინდა სანთელი,ზედ დავაშენე წმინდა ტაძარი,
ლოცვა დავიწყე, ხელი ავღმართე,ავაგიზგიზე გულში ხანძარი.
ღმერთს შევავედრე მხურვალე ლოცვით რო დაიფაროს გრძნობა ცხოველი,
სამება კალთას გადმომაფარებს, მადლს გადმომაფრქვევს სვეტიცხოველი.
ჩემს გრძნობას ღვინით ადღეგრძელებენ დარდიმანდულად ჭიქით ლოთები,
ვეღარ იტევენ ცრემლებს ლოყები, ვით წვიმის წვეთებს მწვანე ფოთლები.
გადმოიღვრება ჩემს ბაგეთაგან, იფეთქებს სევდა როგორც ჩანცქერი,
თმას ამიწეწავს ქარიშხლიანი, მოუსვენარი ფიქრთა ნამქერი.
დღეს აღსარება შენ ჩაგაბარე, არ ვნანობ, რადგან ჩემია ნება.
ჩემი გიჟმაჟი და ვნებიანი გრძნობა მოგანდე ურცხვი, თავნება


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები