ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო_ხევსური
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2008


* * *


ხომ შეიძლება ისე გავგიჟდე, რომ დედამიწას მერჩიოს მარსი,
ან აირიოს მთელი მსოფლიო, დედაბუნებამ იცვალოს გარსი?
ვეღარ ვარჩევდე თეთრს შავისაგან, დღეები მქონდეს უმიზნო, თარსი.
ან შევიშალო ისე ძალიან, რომ თვით სიმართლე მეგონოს ფარსი.
მაგრამ ეს ყველა მონაგონია იმ სიგიჟესთან რაც შენ დამმართე,
მე უანგაროდ გული გაჩუქე...აჰაა შენია.. წადი და მართე.
შენს სიყვარულში ჩაძირული ვარ,მექანიკურად ვმოძრაობ ვხვდები,
შენით ვაზროვნებ და მიხარია როცა შენ გხედავ და როცა გხვდები.
დღე შენზე ვფიქრობ, ღამეს ვათენებ, დავკარგე ძილი, დავკარგე რული.
ხან დავმუნჯდები და ხანაც ვყვირი, ხან ვტირი, ხანაც ვარ მხიარული.
შენს იქით კარგო ვერავის ვხედავ, შენზე ფიქრებით ვსაზღვრავ სამყაროს,
ვერ ვიტან და მძულს მე ყველა, ყველა, ვისაც სურს ჩვენ რომ შორით გაგვყაროს.
მე რომ გავგიჟდე, ისე გავგიჟდე, რომ მოვუტანო ყველას ზიანი.
გინდაც სრულიად ვერ გავარჩიო უკუნი ღამე და დღე მზიანი.
ანდაც ვერ მივხვდე სად ვარ, რა მინდა,. ჩემი ფიქრები ვერ გავარჩიო,
ვერ ვცნობდე ვერვის, ანდაც განგებამ სულ სხვა სიგიჟის კვამლში გამხვიოს.
თუნდ შევიშალო ისე ძალიან, რომ ვეღარ ვცნობდე სარკეში ჩემს თავს,
ვერანაირი სიგიჟე ქვეყნად ვერ შეედრება ჩემს გრძნობას შენდამს..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები