ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არჯაკელი
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2011


ძახილი "დაკარგული თაობიდან"

მე ცრემლი ვარ, საქართველო,
ყელში ბურთად გაჩრილი,
მდუღრად მინდა, გადმოგდინდე,
დაგაფიცებ აჩრდილებს
წინაპართა,გევედრები,
მიდი,ნუღარ აყოვნებ,
იმ უღმერთო საუკუნის
ოხვრას ამომაყოლე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები