ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფრომა
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2011


გუშინ, დღეს, ხვალ

გუშინ მე მჯეროდა რაშების გაქროლვის,
რომლითაც ჭაბუკი სატრფოსკენ ვიდოდა,
მზექალა უვლიდა ოცნებებს დათოვლილს
და მათი შეხვედრა რარიგად მინდოდა.

შუადღის მწველი მზე დღეს გამხვევს სხივებში,
მარწუხად მექცევა იმედი შეხვედრის.
მზექალას ოცნებებს ავკინძავ მძივებში
დღეს მძივის გაწყვეტის ტკივილებს ვეჩვევი.

ხვალ ყველა ოცნება დახურავს დარაბებს,
ზღაპარი სრულდება, დახუჭეთ თვალები.
მზექალაც ცეცხლს მისცემს გაცრეცილ ბარათებს,
ახლა კი ნამდვილად, ნამდვილად წავედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები