ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პროზა
8 ივნისი, 2011


შენთან ვარ...

ერთხელ ჩავისუნთქე, ღრმად ჩავისუნთქე და აღარ ამომისუნთქავს, ეს შენ იყავი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხო ჩაგისუნთქე და ამ ჩასუნთქვამ გულამდე ჩააღწია. საშინელია ყოველი დღე როცა თვალს ვახელ, და ვიცი ვერ გნახავ, ვერ გამიღიმებ. ერთხელაც გეტყვი რომ მიყვარხარ, მიყვარდი და მე ყოველთვის შენთან ვიყავი, ყოველთვის გელოდებოდი, ყოველთვის დაგელოდები არ აქვს მნიშვნელობა ჩემს გვერდზე იქნები თუ ჩემგან შორს. ჩემი ნაწილი ხარ, როცა შენი გული იბერება, ჩემი იკუმშება, როცა შენ ისუნთქავ, მე ამოვისუნთქავ, როცა თვალს ხუჭავ, მე ვახელ. ყოველი დღე, როცა ვერ გნახე, ვერ მოგესალმე, ვერ გაგაცინე ჩემი სულელური ხუმრობებით, ვერ გამიღიმე, გულში ერთ დიდ იარად მრჩება რომელიც ყოველ დღე თავს მახსენებს და მაფქრებს რომ სულელი ვარ, თავს ვიტყუებ, ყველაფერი ასეთი უბრალო არ არის, როგორიც ჩანს, მაგრამ მეორე დღეს, რომელსაც შენთან ერთად გავატარებ, ერთად ვისეირნებთ, ვიცინებთ, მოვიწყენთ, ერთმანეთს მოვუყვებით ახალ მეგობრებზე და უბრალოდ შემეძლება რაღაც გითხრა, გაგიღიმო, მოგიყვე, თითქოს ახალ იმედს მიჩენს და ისევ მომისვრის ხოლმე ჩემს უბრალო ოცნებებში, რომელშიც ისევ შენ ცხოვრობ და ვხვდები რომ კიდევ გნახავ, მიყვარხარ, სანამ აქ ხარ... ყოველთვის აქ იქნები... ყოველთვის მეყვარები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები