ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2011


სამი ფერი – ვარდისფერი

ვარდისფერია რადგანაც ვარდი,
ნუ შეეცდებით მის გათეთრებას.
ქალწულებივით მოჰქრის ტანადი
ქურციკი – თეთრი გამოელვება.

ვარდისფერია თვით კარუსელი,
როცა ბავშვები შემოსხდებიან.
მზეც ვარდისფერი მოჩანს მგონია,
ვარსკვლავები კი ნაირფერია.

ვარდისფერია ოცნება ჩემი.
სიზმრები ჩემი ვარდისფერია.
ვარდისფერია მინა სათვალის,
ყოველ დილით რომ მაწვდის ფერია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები