ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
3 აგვისტო, 2011


მე ნია-გაბუ ვარ... (VI ნაწილი)

    გამარჯბათ, კვლავ მე გაწუხებთ, ნია-გაბუ...

    მე და დედიკო ისევ ბათუმში ვართ. რატომღაც ცრემლებით დაგვხვდა ჩვენი საყვარელი ქალაქი... პირქუში, სველი და ამის მიუხედავად მაინც საოცრად ჩვენიანი იყო აჭარის დედაქალაქი. ქალაქის შესასვლელშივე გიო-მამა დაგვხვდა. დედიკო ეცადა ემოციების შეკავებას, მაგრამ არ გამოუვიდა. მამიკო მშვიდი, დაღლილი და თბილი იყო, "მშობლიურ" მკერდს ისე შევეყუჟეთ, გარშემო მთელმა დედამიწამ რწევა და ჩვენი პულსაციის მიხედვით ფეთქვა დაიწყო...

    გიო-მამამ ბევრი იხალისა, ჩემს გამო მომატებულ დედიკოს წონაზე. რა თქმა უნდა ამაზე დედიკომ იტირა, მამა არ ელოდა ასეთ რეაქციას და გაოცებული გვიყურებდა. დედიკო აფიცებდა მალე უფრო გავიბერები და გთხოვ დამპირდი, რომ არ დამცინებო, თუმცა დაპირება ვერ მოვისმინეთ. ნუთუ ასე "დავამახინჯე" ჩემი საყვარელი დედიკო? რა ვიცი, მე მომწონს ძალიან ძალიან და სხვისი არ ვიცი. მგონი გიო-მამასაც მოსწონდა(ღიმილმა "გაყიდა"), თუმცა უნდოდა დედა ცოტათი გაებრაზებინა...

    დედიკო დაუღალავად მოუთხრობდა ჩემს შესახებ. უთხრა, რომ ნაყინი არ მიყვარს და არც მას შევარგე, რომ ძალიან მიყვარს ლუდი, მაგრამ ბევრი არ შეიძლება და არ მასმევენ, რომ დედას ყავის გემო დაავიწყდა ჩემი ხათრით, რომ მალე მხოოლოდ გულაღმა წოლა მოუწევს.
 
    გიო-მამას თბილი ღიმილი მთელ ცხოვრებად უღირდა დედას, ალბათ მეც... მონატრებულ სხეულს ხარბად ვისუნთქავდით, ყველა ნაკვთს და მიმიკას ვიმახსოვრებდით. მამაც ცდილობდა ყოველი ცვლილება შეემჩნია და აღენიშნა.

    საუბრისას გაირკვა, რომ მამას იმაზე მეტი სცოდნია ქალის ორსულობისა და ბავშვის ჩამოყალიბება-განვითარების შესახებ, ვიდრე შეგვეძლო წარმოგვედგინა. სასიამოვნოდ გაოცებულნი დავრჩით. სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე ინფორმაცია მოუძიებია, ზოგი შეგნებულად, ზოგიც შემთხვევით. დედას ძალიან გაუხარდა გიო-მამას მცდელობა მეტი სცოდნოდა "ჩვენს" შესახებ.

    კიდევ ერთი ღამე დაგვათენდა ჩემზე საუბარში. დედიკო დაგვეღალა... არ გვინდოდა სახლში წასვლა მაგრამ "ბებო" და მისი მეგობარი ჩვენს მისვლას ელოდნენ და არ იძინებდნენ. არ შეიძლება სხვასაც დაუფრთხო ძილი შენი სიამოვნებისათვისო ამბობდა დედა.

    დღესაც ტირის ჩვენი ქალაქი... გულს იოხებს დაგროვილი ემოციებისაგან დაცლას ცდილობს. ბათუმიც როგორ დაღლილაო ამბობს დედა. სასიამოვნო სიმშვიდით სავსენი ვსხედვართ ჩვენი მასპინძლის ვერანდაზე, "უბრალოდ ვსაუბრობთ არაფერზე" და წვეთების მონოტონური წკაპუნის ფონზე ვტკბებით ბთუმით, წვიმით, პოეზიითა და რაც მთავარია ერთმანეთით...

    დედიკო ასეთი მშვიდი და უდარდელი ჩემი არსებობის განმავლობაში ერთხელაც არ მინახავს.


    გემშვიდობებით მომავალ "აფორიაქებამდე"

    თქვენი ნია-გაბუ...


   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები