ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2011


ახალგაზრდობავ

ახალგაზრდობავ, საით მიქრიხარ?
რატომ არ მიცდი, საით მიდიხარ?
როგორ მინდა, რომ შენთან ჩამოვჯდე
და გებაასო გათენებამდე...

შენი ტუჩები შემრჩეს მე მინდა,
შენი თვალები ჩაუმქრალები.
შენი ატმები ლოყებზე დიდხანს
ენთოს ისევე, როგორც ალები.

შენი ნარნარი შემოღიმება...
როცა შვლის ნუკრსაც კი გადარებენ...
ო, ეს ცელქური კომედიები –
და ანთებული შენი დარები.

შენი გიჟური აღტკინებები,
როცა საათის  არ გესმის, არა!
როცა შენივე ნებით ევნები...
როცა ვარდია შენი ტიარა.

როცა არ ჩქარობ, გსურს,  გაირინდო
და საუკუნედ აქციო წამი,
როცა შენ, ჩემო სულის რაინდო
ცრემლად მადგები, ვით ბალახს – ნამი.

ამ დროს არ ჩქარობ,  ამ დროს არ ნანობ,
ამ დროს არ იცი ხათრი, დათმობა,
ამ დროს, ო ამ დროს! ნეტავი ამ დროს!
როგორ მინდოდა გულის განდობა.

ზოგჯერ მე მესმის დორიან გრეის,
ივნისის იმ დღის მე მესმის როგორ!
ნაოჭი იყო მისი „მე“–ს ნგრევის,
მისი სიტურფის მტერი. – სიმბოლო.

თუმცა, წლებიც ხომ სიმდიდრე არის?
ჭაღარაც არის დარბაისლური...
მაინც თანახმა ვიყავი, მაინც
ყრმა ვყოფილიყავ მე დაუსრული.

ისე, ამბობენ, პატარა ხარო.
ბავშვსაც მიხმობენ ხშირად მე ბევრნი;
მაინც გულია მთავარი წყარო,
მე მიხარია, რომ არ ვბერდები.

ახალგაზრდობავ, საით მიქრიხარ?
რად არ ჩერდები, საით მირბიხარ? 
სირბილში მუდამ ფეხმარდი ვიყავ,
ჰოდა ერთხელაც დაგიჭერ , მითქვამს,
და არ გაგიშვებ ძალიან დიდხანს...

ახალგაზრდობავ, კიდევ მიქრიხარ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები