ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
11 აგვისტო, 2011


მე ნია-გაბუ ვარ... (VII ნაწილი)

აი, ისევ შემოგირბინეთ, როგორც იქნა მოვიცალე საჭორაოდ. რამდენი რამ უნდა გიამბოთ რომ იცოდეთ... უფ საიდან დავიწყო აღარ ვიცი ალბათ სჯობს იქიდან დავიწყო რომ...

    როგორც იცით, მე დედა და ბებო ბათუმს ვესტუმრეთ, ჰოდა ერთ დილას მამას გავუარეთ და მე რომ არ მიყვარს და დედა რომ "გიჯდება" იმ ადგილას წავედით. თავზე რაღაც წამისვეს და დამაჭირეს როგორც ყოველთვის. ამათ ხომ გამიჭირეს საქმე რა, რად მინდა ამდენი თვალთვალი ნეტავ? ერთი ის მიხაროდა, რომ გიო-მამაც მიყურებდა.
ყველაფერი კარგადააო უთხრა ექიმი-დეიდამ ჩემი ფოტოც ამობეჭდა და გამოგვატანა. მამამ დაკეცა და საგულდაგულოდ შეინახა, ნეტავი ვინ ართმევდა?..
    მერე დედამ გემრიელი აჭარული მაჭამა და ჩოხატაურში წავედით სადაც ჩემი სალომე-ნათლია ისვენებს. გიო-მამამ გაგვაცილა, დედიკომ როგორც ყოველთვის იტირა. დამღალა უკვე ამისმა სენტიმენტებმა, ამხელა ქალის ტირილი არ გამიგია მე, აგერ დღე-დღეზე დედა უნდა გახდეს, ეს კიდევ დამშვიდობებისას ტირის. მე ასეთი მტირალა არ ვიქნები პირობას ვდებ.

    სოფელი ხიდისთავი ისეთი ლამაზი იყო, გავიტრუნე და ყველაფერს მინდოდა დავკვირვებოდი, მაგრამ ვერ ვასწრებდი. დედიკო ფოტოებს იღებდა და ამასობაში სალომე-ნათლიაც დავინახეთ. ჩახუტების და მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ:
-მარ, ისე შენ ხვალ ვერ წახვალ რომ იცოდე. უთხრა დედას ნათლიამ.
-კაი, და რატომ?
-არ გიშვებ და იმიტომ, იცი რა კარგია აქ?.. გრილა, სუფთა ჰაერია, ნატურალური პროდუქტები, მოკლედ ყველაფერი რაც ეხლა ნია-გაბუს სჭირდება და მგონი გიღირს დარჩენა...
-ჰოოო, რა ვიცი შევხედავ სიტუაციას და მოვიფიქრებ.
-ოქეი, მოიფიქრე.

    დედას ისე მოეწონა სოფელი, რომ 6 დღე დავრჩით. ყოველ დილას სალომე-ნათლიას ბებოს კაკალას ხმაური გვაღვიძებდა(არ გეგონოთ პატარა ვარ და გამოთქმა მეშლება იმ ქალბატონს კაკალა ჰქვია). მოკლედ მინი ზოოპარკის დაპურებისას იმხელა ხმაური იყო, ჩვენ კი არა მეზობელ სოფელში ეღვძებოდა ხალხს. არ გეგონოთ ვხუმრობ მინი-ზოოპარკის შემადგენლობაში შედიოდნენ: 4 ცინდალი თავისი დედიკოთურთ; 2 ძაღლი, აქედან ერთი "დრუნჩაია", ცალი თვალით ბრმა, აი ისე ზურიკელას მურადა რომ იყო; 7 გოჭი ასევე ქალბატონი ღორითურთ; 16 ინდაური და მისის ინდაური; 20 ქათამი აქედან ერთ-ერთი 9 პატარა "შვილის" დედა; ერთი ძროხა თავისი 3 თვის ნაშიერით სახელად- "ვასკაია"...
    მოკლედ, ვიღვიძებდით, მაგრამ მე ისე მეძინებოდა დეიკოს მეტი გზა არ ჰქონდა მემორჩილებოდა. დილა ფაქტიურად 12-1 საათზე იწყებოდა. მივირთმევდით "ვასკაიას" დედიკოს მიერ ძუძუებით მოტანილ რძეს, მისივე რძის კარაქსა და ყველს სახლში გამომცხვარ პურთან ერთად. ისეთი გემრიელი რაღაცეები იყო, მე სულ ჭამა მინდოდა, სალომე-ნათლია გვეშაყირებოდა ასეთი დამშეულები საიდან მოდიხართო...

      ყველაფერი ძალიან მომწონდა გარდა იმისა, რომ თქვენთან ვერ ვახეხებდი ჭორიკნობას. ეს თანწაიღე ინტერნეტი კი აქვს დედას მაგრამ იმხელა მთებში ვერ იჭერდა სამწუხაროდ...

    ერთ დღეს ნათლიას მეგობარი გვესტუმრა, დედამ სთხოვა და იმანაც ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში წაგვიყვანა. ისეთი ლამაზი ადგილი იყო სუნთქვა შეეკრა დედიკოს, კინაღამ გამგუდა. გამოტანილი იყო მწერლის პირადი ნივთები და ფოტოები, სილამაზე და სიხარული კი იმან ჩაგვიშხამა რომ გავიგეთ ამ სახლში მხოლოდ მუზეუმია სინამდვილეში სხვაგან ცხოვრობდა ბატონი ნოდარიო... დედიკო გაბრაზდა, როგორც ფილოლოგი და როგორც დამთვალიერებელი შეურაცყოფილი ვარ ტყუილით, აკი სახლ-მუზეუმიაო?..  ყვირილამდე უწევდა ხმას. ძლივს წამოვიყვანეთ იქიდან...
    ისე, რომ იცოდეთ არც შესანიშნავი სოფელი ნაბეღლავი დაგვიტოვებია უყურადღებოდ და იქაც გავისეირნეთ. დედამ წყალიც მიირთვა და იმდენად არ მომეწონა, რომ უკან დავუბრუნე.

      ყოველ საღამოს სალომე-ნათლიას ერთ-ერთი მეგობრის სახლში იმდენი თბილისელი მეგობარი იკრიბებოდა. დედა ამბობდა ეს ხიდისთავია თუ ვაკე-საბურთალოს გადასახვევიო... ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღების ცენტრში ვიყავით. რა გესიამოვნება, რამე ხომ არ გჭირდება, ხომ არ გცივა, ხომ არ გშია, ხომ არ გწყურია ისმოდა ყოველი მხრიდან. დედიკოს მკაცრად უკონტროლებდნენ სიგარეტის დღიურ ნორმას. მოკლედ ხელის გულზე ვყავდით ყველას.
      ისეთი სიცივე იყო საღამოობით, რომ დედას სალომე-ნათლიას ჯინსი თბილი წინდები და ჟაკეტი ეცვა, ღამით კი, მატყლის საბანში ვეხვეოდით.

      შენი ექიმთან ვიზიტის დრო მოახლოვდაო, მითხრა ერთ დილას დედიკომ და ხიდისთავიდან წამოვედით, წამოვიღეთ ლამაზი მოგონებები კეთილ ადამიანებზე და მიპატიჟება მომავალი ზაფხულისათვის...

      ჩოხატაურიდან რა თქმა უნდა ბათუმში ჩავედით გიო-მამა ვნახეთ ამ მტირალამ კიდევ ერთი წაუტირა და როგორც იქნა წუხელ ღამით სახლში დავბრუნდით. ისე ტკბილად მეძინა ჩემს ლოგინში, აი ბავშვივიტო რომ იტყვიან ხოლმე ისე...

    სიმართლე გითხრათ, ახლაც ძალიან მეძინება და თქვენთან ჭორაობას მოვრჩები თუ არა მარშ ლოგინისაკენ.

      თქვენც მშვიდ ძილს გისურვებთ თქვენი ნია-გაბუ
      დროებით... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები