-რაღაც რომ გთხოვო დამპირდები რომ შემისრულებ? -ჯერ მითხარი სიხარულო და გეტყვი შევძლებ შესრულებას თუ არა... -ისეთი არაფერი მინდა, დამპირდი რა -ჯერ მითხარი მარ... -დღეს ხომ 25 აგვისტოა? -კი -ჰოდა დამპირდი, რომ ჩემს დაბადების დღემდე(28 აგვისტომდე), ლუდს აღარ დალევ. სუნი გაქვს, მე კი ჩახუტება და კოცნა მინდა სუნი მაწუხებს და სულ გიშორებ, მერე კი სულ მენატრები... -რა პრობლემაა პატარავ ამას ამდენი "შებმა" რად უნდოდა.
პირობით დამშვიდებული და ნასიამოვნები მოგეკარი და ტკბილად დამეძინა იმ იმედით, რომ ხვალ მაინც გექნებოდა ფხიზელი გონება, ალკოჰოლის სურნელს არ ამოაფრქვევდი სალაპარაკო ღრუდან და მეც, როგორც იქნა სიამოვნებით მოგიტანდი ცხვირს ცხვირთან, თვალებში ჩაგხედავდი და ვისაუბრებდით ასე- ჩუმად, მხოლოდ ჩვენთვის გასაგებ ენაზე...
დღეს უჩვეულოდ ადრე დაბრუნდი სამსახურიდან და ჩემთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საოჯახო რიტუალში "ბაზარში"(მაცივრის შევსებაში) მიიღე მონაწილეობა ჩემთან ერთად. სახლთან ახლოს მაღაზიაში შეიარე ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით. იქიდან გამოსულს ხელში არყის ბოთლი გეჭირა რამაც გულთან ახლოს რაღაც ძალიან მძიმედ ჩამწყვიტა. -მე რა გთხოვე? -რა მთხოვე? -არაფერი სახლში ვილაპარაკებთ. აბა ტაქსის მძღოლთან ხომ არ გავარჩევდით წუხანდელი პირობისა და ნაყიდი არყის ამბავს?
-აბა შენს დაბადების დღემდე არ დავლევო რომ დამპირდი? მივასკდი სახლში მისვლის თანავე. -სიხარულო მე დაგპირდი ლუდს არ დავლევ მეთქი, ეს კიდევ არაყია... -დამპალოოოოო... გამაცურე ხომ? გაგეცინა, მოტყუებული და სასაცილოდ გაბუტული ვიდექი და მინდოდა თავზე გადამელეწა შენთვის ეგ არყის ბოთლი.
ახლა კი, რამოდენიმე საათის შემდეგ მე, შენ და სალომე-ნათლია ვსხედვართ ჩვენთან, თქვენ ჩემს მიერ შენს თავზე დასალეწად განწირულ არაყს მიირთმევთ და ისეთი ემოციით მავსებთ, რომ ლამის დაცლილი ბოთლის ნაცვლად ახალი შემოგაშველოთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გილოცავ დაბადების დღეს!და მარიამობას გილოცავთ შენც და ნია-გაბუსაც!მომენატრა აკოცე,ჩემგან:-* გილოცავ დაბადების დღეს!და მარიამობას გილოცავთ შენც და ნია-გაბუსაც!მომენატრა აკოცე,ჩემგან:-*
6. ძალიან მომეწონა, საინტერესოდ ჩამეკითხა, სასიამოვნოდ :) ძალიან მომეწონა, საინტერესოდ ჩამეკითხა, სასიამოვნოდ :)
5. გულიანად გამეცინა-წინასწარ გავიაზრე დიალოგი და თავისმართლება-ლამაზი ხერხით:)
შეგარგოთ!!!! გულიანად გამეცინა-წინასწარ გავიაზრე დიალოგი და თავისმართლება-ლამაზი ხერხით:)
შეგარგოთ!!!!
4. მომწონს მე ეს ..."ისევ ის ვარ"...:) რაღაც ძალა აქვს შენს ნაწერებს...;-* ვფიქრობ სიყვარულს აქვს ასეთი 'ჯადო ძალა"...:) მომწონს მე ეს ..."ისევ ის ვარ"...:) რაღაც ძალა აქვს შენს ნაწერებს...;-* ვფიქრობ სიყვარულს აქვს ასეთი `ჯადო ძალა"...:)
3. ძალიან გულწრფელი ხარ.ძალიან
მიყვარს ძლიერი და გულწრფელი ქალები...ძალიან რომ უყვართ თავინატი თავი,ყველაზე მეტად:) აი ასეთები მიყვარს:)
მქონდა ასადოკი შენზე.ზემეტად იყავი აქ და ხარ... და ახლა მომიბრუნდა ისევ გული:)
დაამუშავე ეს ტექსტი და მარტლა კარგი მოთხრობა-ჩანახატი გამოვა. ოღონდ კარგად დაამუშავე.
დაგიტოვე სითბო..
ძალიან გულწრფელი ხარ.ძალიან
მიყვარს ძლიერი და გულწრფელი ქალები...ძალიან რომ უყვართ თავინატი თავი,ყველაზე მეტად:) აი ასეთები მიყვარს:)
მქონდა ასადოკი შენზე.ზემეტად იყავი აქ და ხარ... და ახლა მომიბრუნდა ისევ გული:)
დაამუშავე ეს ტექსტი და მარტლა კარგი მოთხრობა-ჩანახატი გამოვა. ოღონდ კარგად დაამუშავე.
დაგიტოვე სითბო..
2. ვისაუბრებდით ასე- ჩუმად, მხოლოდ ჩვენთვის გასაგებ ენაზე... :) :-* ვისაუბრებდით ასე- ჩუმად, მხოლოდ ჩვენთვის გასაგებ ენაზე... :) :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|